7, 8 და 10 აპრილს ჩატარდა ონლაინ შეხვედრები სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
მოსწავლეებმა ტრენერთან ერთად განიხილეს თემა „კონფლიქტის ესკალაცია“, ისაუბრეს კონკრეტულ მაგალითებზე თავიანთი ცხოვრებიდან.
შემდეგ მათ დაიწყეს საშინაო დავალების შესრულება: ვიდეომიმართვები კონფლიქტისა და COVID-19-ის შესახებ, ესეები, ნახატები... ზოგიერთი მათგანის ნამუშევარი უკვე გამოქვეყნდა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე.
უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობისმყოფელთა რეგიონულმა პლატფორმამ მადლობა გადაგვიხადა იმ შრომისთვის, რომელსაც მოსწავლეებთან ვეწევით პანდემიის პირობებში.
ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია: ძალიან გვიხარია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ონლაინ სემინარებს კონფლიქტების მართვაში. უღრმესი მადლობა ლელა შენგელიას, რომელიც ამ მუშაობას წარმართავს.
2, 4 და 6 აპრილს ჩატარდა ონლაინ შეხვედრები ფოთის შპს „გიმნაზიის“, ანაკლიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
მოსწავლეებთან ერთად განხილული იყო თემა „კონფლიქტის ესკალაცია“, ხოლო მესენჯერის ჯგუფებში გაიგზავნა მოთხრობები, რომლებშიც მოცემულია კონფლიქტის ესკალაციის მაგალითები.
7 აპრილს ფონდი „სოხუმის“კონფლიქტოლოგმა ფეისბუქგვერდზე ატვირთა მორიგი ონლაინ გაკვეთილი კონფლიქტის ესკალაციის თემაზე.
მოსწავლეებს მიეცათ დავალება, ჩაეწერათ ვიდეომიმართვები კონფლიქტისა და covid 19-ის შესახებ, გამოეგზავნათ ესეები, ნახატები... ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე უკვე გაჩნდა მათი ნამუშევრები, რომელთაც ინტერესით ეცნობა მკითხველი.
ტოლერანტობა, როგორც გრძნობა - ეს საკითხი განიხილეს ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) და ლანჩხუთის საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებში. დღევანდელი საკარანტინო სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრები ინტერნეტის საშუალებით შედგა. ამ სივრცეშიც იგრძნობოდა ბავშვების ჩართულობა, ინტერესი და აქტიურობა... მათ დაგეგმეს, სოციალურ ქსელში განაგრძონ დისკუსია ტოლერანტობის თემაზე.
ახალ, უჩვეულო, მაგრამ საინტერესო ფორმატში გაიმართა შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბებთან. ონლაინ ჩართვები განხორციელდა ცხემლისხიდის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის და ფოთის სკოლების ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. თავიდან საუბარი შეეხო არსებულ მდგომარეობას, აღინიშნა,რომ ყველა უნდა დარჩეს სახლში, დაიცვას სათანადო რეკომენდაციები და ამით ხელი შეუწყოს პრევენციას.
შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, განხილული იყო გეგმური საკითხებიც, რომლებიც ოჯახში ძალადობას და კონფლიქტების განვითარებას უკავშირდება. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, ჩართულობა აქტიური იყო და დისკუსიაც განსაკუთრებულად საინტერესო.
გრძელდება ონლაინ შეხვედრები. ამჯერად - ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ანაკლიის(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მათ ნახეს და მოეწონათ ვიდეოგაკვეთილი, დატოვეს კომენტარები, გააზიარეს თავიანთ ფეისბუქგვერდებზე. მოსწავლეებმა ასევე დაწერეს ესეები, რომლებიც განთავსდა ფონდი „სოხუმის“ ფესიბუქგვერდზე.
მათი თქმით, კარგია, რომ მუშაობა გრძელდება - ახლა განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ კონფლიქტების მართვაზე, რადგან რთულ დღეებში ხშირია კონფლიქტური სიტუაცია. მოსწავლეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ვითარება მალე სასიკეთოდ შეიცვლება და კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებიც განახლდება.
სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ფოთის საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის აქტიურ წევრებთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრები.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ მოეწონათ ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთული ვიდეოგაკვეთილი, გაიგეს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე და ყველამ გამოთქვა თავისი მოსაზრება. მომავალ თვეშიც ვიდეოგაკვეთილი ჩატარდება, თუმცა ყველას აქვს მალე შეხვედრის იმედი.
კორონავირუსის თემას თავიანთი ნამუშევრები მიუძღვნეს კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებმა სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ანაკლიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებიდან. მოსწავლეებმა ამით მხარი დაუჭირეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომელთაგან უმთავრესია - დარჩი სახლში!
ვაჟებთან მუშაობა მარტის თვეში განსხვავებულად მიმდინარეობს. პროექტის ასისტენტი ბექა ფოცხვერია აღნიშნავს:
- აქტიურად გადავედით ვიდეოლექციებზე. მომზადდა და ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე აიტვირთა ვიდეომიმოხილვა. რომელშიც ყურადღება გავამახვილე, რა გზა გაიარეს ქალებმა დღემდე და რას აკეთებენ გენდერული ბალასის მიღწევისთვის. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა. კომენტარები გამოხატეს როგორც ქალებმა, ასევე ვაჟებმა.
ონლაინლექციების და ვიდეოჩართვების გარდა მარტში ბიჭებმა თავადაც იაქტიურეს. სიქთარვის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლემ გიგი ჯიქიძემ ვიდეორგოლი მოამზადა. სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლემ დახატა ნახატა თანასწორობის თემაზე. ბიჭებმა დაწერეს ჩანახატები ძალადობის მავნებლობასთან დაკავშირებით.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ფონდი „სოხუმი“ აქტიურად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ონლაინ მუშაობა მიმდინარეობს ვაჟებთანაც. ფონდის ტრენერი აქტიურად დაუკავშირდა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულები არიან ექვსთვიან კურსში - თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. ჩართვა მოხდა როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. სამწუხაროდ, ჭირს ინტერნეტით საუბარი, ამიტომ ტრენერი ზოგიერთს ტელეფონით დაეკონტაქტა.
მარტის თემა იყო გენდერული როლები. საუბრის დროს აქტიურად განიხილეს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და თავად ბიჭების როლი.
მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი), ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში ახალგაზრდული კლუბების ონლაინ შეხვედრები გაიმართა.
განხილული იქნა მსოფლიოში Сovid-19-თან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და პრობლემები, რომლებიც ხშირად ოჯახურ ძალადობას იწვევს.
ახალგაზრდებმა ცხოვრებისეული მაგალითები მოიყვანეს და საინტერესო დისკუსიაც გაჩაღდა. გამოვლინდა მონაწილეთა დიდი სურვილი - მალე ადგილებზე ცოცხალი შეხვედრები ჩატარდეს.
ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგის პირველი აქტივობა - კორონოვირუსთან დაკავშირებული პანდემიის რთულ პირობებში - იყო 16 მარტს ფონდის ფეისბუქგვერდზე ვიდეოგაკვეთილის ატვირთვა. ვიდეოგაკვეთილს მოჰყვა ბევრი გამოხმაურება.
აზიარებდნენ და აკომენტარებდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე პედაგოგები, სკოლების დირექტორები და უბრალოდ - ფეისბუქმკითხველები.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პირად საუბრებსა და მიმოწერებში აღნიშნეს, რომ მოეწონათ ვიდეოგაკვეთილი. მათი თქმით, ფონდმა „სოხუმმა“ რთულ ვითარებაში ეფექტიანი გამოსავალი იპოვა და მოზარდებს, იზოლაციის პირობების მიუხედავად, მისცა არაფორმალური განათლების მიღების, ინფორმირების და გააქტიურების საშუალება.