ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგის ჯგუფური კონსულტაციები. მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 16-დან 64 წლამდე ასაკის 40 ქალმა.
შეხვედრები მიეძღვნა თემას „ოჯახური კომუნიკაციის მოდელი“ (ვირჯინია სატირის, ოჯახური თერაპიის კონცეფციის ფუძემდებლის მიხედვით).
მონაწილეებმა იმუშავეს ტესტზე „შეგვიძლია თუ არა მოსმენა“.
შეხვედრები ნაყოფიერი გამოდგა. ამაზე მეტყველებს ქალების ფიდბეკი:
-დიდი მადლობა ამ მუშაობისთვის. ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციაა ურთიერთობების შესახებ.
- სამწუხაროა, რომ ამას არსად არ ასწავლიან.
- ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბევრი რამ გავიგე საკუთარ თავზე. განსაკუთრებით ის, რომ არ მცოდნია მოსმენა. რა თქმა უნდა, აქედან მოდის ჩემი კოფლიქტებიც ახლობელ ადამიანებთან...
- ჩატარებულმა ტესტმა ცვლილებებისკენ მიბიძგა.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობა წყვილებთან - ეს ახალი კომპონენტია ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

ძალადობის პრევენციის მიზნით, პირველ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს კრიზისულ ოჯახებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ, შეცვალონ ვითარება და დაძლიონ კრიზისი. ასეთ ოჯახებთან კომპლექსურად მუშაობენ ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, საჭიროების შემთხვევაში ერთვება იურისტი.

უკვე ჩატარდა სამი შეხვედრა. სამივე შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავებულია სირთულით. საერთო ის არის, რომ ქალები  ცდილობენ ოჯახური კონფლიქტების მართვას და პროცესში მამაკაცებიც არიან ჩართულნი. ფსიქოლოგი მუშაობას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

თითოეული ოჯახისთვის ინდივიდუალური გრაფიკი შემუშავდა, რაც მათ კრიზისული სიტუაციების მოგვარებაში დაეხმარება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

უწყებათშორის საბჭოს წარედგინა ქეისი ბენეფიციარის შესახებ, რის შემდეგაც მას მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი. გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ბენეფიციარი.

მაისში ქუთაისში ჩატარდა 12 იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან. შეხვედრებს ესწრებოდა 81 ბენეფიციარი შეხვედრის თემა იყო შეხვედრის თემა იყო საქართველოს კანონი  ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ და საოჯახო სამართალი. მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები და გაარკვიეს თავიანთთვის საინტერესო საკითხები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ივნისში 12 შეხვედრა გამართა ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან. გამოიკვეთა ქალთა ინტერესი ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ. გაიცა ინდივიდუალური იურიდიული  კონსულტაცია, რომელიც ეხებოდა განქორწინებას და ალიმენტის მიღებას. გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ბენეფიციარი. უწყებათშორისო საბჭოს შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ბენეფიციარის ქეისი და მას მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი. პროცესში ჩაერთო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, რომელმაც უზრუნველყო ბენეფიციარის  თავშესაფარში გადაყვანა და საჭირო  სერვისების - განათლება  და დასაქმება - შეთავაზება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

3 და 4 ოქტომბერს წყალტუბოსა და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ორგანიზებული იყო ფსიქოლოგის ჯგუფური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. შეხვედრები წარიმართა საკმაოდ აქტუალურ თემაზე - მსხვერპლი, მსხვერპლის კომპლექსი, მიზეზები, ფსიქოსომატიკა, როგორ ავიცილოთ თავიდან - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

მსხვერპლის კომპლექსი ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს გარკვეული პიროვნული თავისებურებები, რომელთა წყალობითაც ის მსხვერპლის პოზიციაში ხვდება და გაუცნობიერებლად იზიდავს უსიამოვნებებს და ტირან ადამიანებს. ისინი მუდმივად სხვას ადანაშაულებენ გაუთავებელ პრობლემებში და თავიანთ როლს ვერ ხედავენ. ხშირად ასეთი ქალები თავიანთ თავს მსხვერპლად წირავენ შვილებს, ქმარს, ოჯახს, მეზობლებს. ისინი თავიანთ ინტერესებს ბოლო ადგილზე აყენებენ: „მე როგორღაც გადავალ“, „მე არაფერი არ მინდა“, „მთავარია, თქვენ იყოთ კარგად“...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

5 ივლისს ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. მათ წარმოადგინეს მუშაობის ექვსთვიანი ანგარიშები, ისაუბრეს მომავალი თვის სამუშაო გეგმებზე და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე. მობილიზატორები გაეცნენ ძალადობის მონიტორინგის ანკეტის შემაჯამებელ ანალიზს და რეკომენდაციებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ 9 მუნიციპალიტეტის  (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, თერჯოლა, ოზურგეთი, ლანჩხუთი) წარმომადგენლები - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. ის ადამიანები, რომლებიც მობილიზებას და ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს.

ისინი გაეცნენ პროექტს „ქალთა უფლებების გაძლიერება“, მის მიზნებს, სამუშაო კონცეფციას, დაგეგმილ ღონისძიებებს.

ყოველ მათგანს სამუშაო განწყობა აქვს, რადგან ეს მუშაობა ხელს შეუწყობს თანაკუთხელი ქალებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  მაკვანეთის მცხოვრებლებთან. გაირკვა, რომ მაკვანეთშიც იგივე პრობლემა აწუხებთ, რაც კვირიკეთში - ერთ-ერთ კომპანიას მდინარიდან ქვა-ღორღი ამოაქვს. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ კალაპოტის 6 მეტრით დაღრმავება ჭებში წყლის დაშრობას გამოიწვევს.

სოფელ მაკვანეთში გამოვლენილი პრობლემის გადაჭრა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. მინისტრის სახელზე მომზადდება წერილი, დაიგეგმება ადვოკატირების კამპანია პრობლემის მოსაგვარებლად.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კონფლიქტები, მათი სახეები, მიზეზები, მოგვარების გზები - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის - ეს თემა იქნა შერჩეული სასაუბროდ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ფსიქოლოგიურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრას 10 ქალი ესწრებოდა, მათ შორის ერთი - პირველად.

როგორც აღინიშნა, პროფილაქტიკა, გაფრთხილება და ოჯახური კონფლიქტების გადაჭრა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ კონფლიქტების მიმართ და როგორ ვმოქმედებთ.

 ეხვედრის მონაწილეები დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ არ უნდა ვეძებოთ პასუხი კითხვაზე „ვინაა დამნაშავე?“ სჯობს ვუპასუხოთ შეკითხვას: „რა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში კონფლიქტები შეწყდეს?“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის  ფსიქოლოგმა და იურისტმა 12 ნოემბერს კონსულტაციები ჩაატარეს სანატორიუმ „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან.
ფსიქოლოგის თემა საინტერესო იყო შეკრებილთათვის - ძალადობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები, ოჯახში ძალადობაზე რეაგირების აუცილებლობა - ინტერვენცია და პრევენცია.
ქალბატონები აქტიურად ჩაერთნენ თემის ირგვლივ მსჯელობაში და სასარგებლო რჩევებიც მიიღეს ფსიქოლოგისგან.
იურისტმა ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე. ქალები დაინტერესდნენ საკითხებით - როგორ ხდება მოქალაქეობის მოპოვება, დაკარგვა, ჩამორთმევა. აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები