სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაასრულა მუშაობა მინი-პროექტზე „თეატრალიზებული ქალთა უფლებები“, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტი განხორციელდა სამ სოფელში: ახალსოფელში,  თეკლათსა და ნოსირში. ამას წინ უძღოდა შეხვედრები სოფლის რწმუნებულებთან და მაჟორიტარებთან. რაც მთავარია, მუშაობა რეჟისორთან და მსახიობებთან, რომელთაც დადგეს სცენები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. ჩვენებებს ახლდა აქტიური დისკუსიები. თეატრის ენით ნათქვამი სიმართლე იყო ძალიან ეფექტური, გასაგები და შთამბეჭდავი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 
სასიამოვნო სიახლით დახვდნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტს ქუთაისის ყოფილ მე-5 საჯარო სკოლაში განთავსებული დევნილები.
5 აგვისტოს ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე მათ აღნიშნეს, რომ წინა შეხვედრის შემდეგ დაწერეს კოლექტიური განცხადება გზის საფარის დაგებასთან დაკავშირებით - ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით. მოსახლეობას უკვე აცნობეს, რომ ისინი ისარგებლებენ ამ პროგრამით. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სექტემბრიდან დაიწყებენ ფასადისა და საბავშვო ატრაქციონების საკითხის ადვოკატირებას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მონაწილეთათვის სასარგებლო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში კოლექტიურ ცენტრ „მთის ბროლში“ მცხოვრებ დევნილებთან.

იურისტმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ კანონისა და ოჯახში ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრაზე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაცია მონაწილეთათვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

     

მიუხედავად ივლისის სიცხეებისა, ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს გეგმით გათვალისწინებული 30 შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებზე განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული დამცავი მექანიზმები. დევნილ აუდიტორიას მიეწოდათ ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური, ჯანდაცვის და განათლების პროგრამების და კრიტერიუმების შესახებ.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

ნოემბრის თვის საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა  ძალადობის თემას დ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

3 შეხვედრა გაიმართა  ქუთაისში, 6-6 - წყალტუბოს, ხონის, ფოთის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. როგორც წინა თვეებში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ნოემბერშიც  33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა დასახლებებში,

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  
 
ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიმართა წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მესამე შეხვედრა კი ჩატარდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის გამგეობაში, სადაც ქალბატონებთან ერთად დაესწრნენ მამაკაცებიც.
ბენეფიციართა საერთო რაოდენობა იყო 28 ადამიანი, შეხვედრების თემა კი საერთო:  ოჯახში ძალადობის ნეგატიური გავლენა მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებზე.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, გაანალიზდა მშობლების კომპეტენციის გაუმჯობესება ბავშვის აღზრდის სფეროში, რომ თავიდან იყოს აცილებული მათი ანტისოციალური, აგრესიული, დეზადაპტაციური და ფსიქიკურ-სომატური პრობლემები. განხილულ იქნა პრევენციული ზომებიც.
მონაწილენი დაინტერესდნენ თემით. აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში მამაკაცებიც და შემდგომი თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვეს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა  ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიური კონსულტაცია შიდაოჯახური კონფლიქტების საკითხებზე გამართა სოფელ ჯიხაიშში, ერთ-ერთ ოჯახში.  ოჯახი მრავალშვილიანია, სოციალურად დაუცველი და არაადაპტირებული. ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებასთან ერთად მას ესაჭიროება დახმარება სახელმწიფოო სტრუქტურების მხრიდან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

აგვისტოს პირველი ნახევარი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის საშვებულებო პერიოდი იყო, მაგრამ გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ჩატარდა. ნაწილი ივლისის ბოლოს და ნაწილიც - აგვისტოს მეორე ნახევარში.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩაატარეს საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრები. შეხვედრებზე განხილული იყო შემდეგი თემები: ახალგაზრდების საერთაშორისო დღე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაციების ნუსხის გაცნობა დევნილი მოსახლეობისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

გეგმით გათვალისწინებული იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა ქალებთან და მამაკაცებთან ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა აქტუალური საკითხი - ოჯახში ძალადობა, კანონი ძალადობის წინააღმდეგ, კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები, განქორწინება.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციებიც. მაგალითად, ერთმა ქალმა, რომელსაც აქვს კონფლიქტი ოჯახში, მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალს და ამჟამად თავს უფრო დაცულად გრძნობს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
8 ივლისს ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, ყოფილი აბრეშუმკომბინატის კოლექტიურ ცენტრში. აქ სივიწროვესა და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ  დევნილი და ადგილობრივი ოჯახები - აქვთ საერთო სველი წერტილი და სამზარეულო, დაზიანებულია კანალიზაცია, რის გამოც არის ანტისანიტარია.
დევნილ ოჯახებს შევსებული აქვთ აპლიკაცია და ელოდებიან განსახლებას, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი არ გვარდება. 
ფონდი „სოხუმის“ იურისტმა გასცა კონსულტაციები შეხვედრის მონაწილეთათვის საინტერესო საკითხებზე. ერთ-ერთი ოჯახის სურვილით კი მომზადდა განცხადება და გაიგზავნა დევნილთა და განსახლების სამინისტროში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები