აქციის ორგანიზატორი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - ყოველწლიურად ეხმაურება მშვიდობის საერთაშორისო დღეს. წელს ამ დღის აღნიშვნა ცენტრის მობილიზატორმა 29-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებთან ერთად გადაწყვიტა.
მოსწავლეებმა ლამაზი ნახატებით გააფორმეს ფერადი ბუშტები, ფურცლებზე დაწერეს სამშვიდობო მესიჯები. მათგან მთავარი ასე ჟღერს: „ჩვენ მშვიდობა გვინდა!“.
საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ გამოეხმაურნენ ფოთშიც - ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები და ახალგაზრდული კლუბის წევრები. მათი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო „ჯანსაღი ცხოვრება - არაძალადობრივი გარემოსთვის“.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი კამპანიის დღეებში სხვა ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავენ.





ბავშვები ცდილობენ, ლამაზად დაწერონ გულიდან ამოსული სიტყვები: „ჩემო აფხაზო მეგობრებო“, „მე მიყვარს აფხაზეთი“, „მე აფხაზეთიდან ვარ“. ბუშტებსაც აფერადებენ, სამშვიდობო მესიჯებს აწერენ.
ასეთი უჩვეულო გაკვეთილი მშვიდობის საერთაშორისო დღეს ჩატარდა ფოთში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 21-ე საჯარო სკოლაში. აქციის ორგანიზატორია ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს ამ დღეს.
27 ივნისს სოფელ წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდების აქცია, რომლის მთავარი სლოგანი იყო „არა - ძალადობას!“
ახალგაზრდებმა სოფლის თემში დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები. აქციით მათ პროტესტი გამოხატეს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ.
აქცია ჩატარდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას“ ფარგლებში.



ოზურგეთის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით ქალაქის თეატრალურ მოედანზე გაიმართა აქცია „ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს!“
ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აქცია არის პროტესტი ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტების მიმართ.
აქციას შეუერთდნენ პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ახალგაზრდული ინიციატივებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი სამთავრობო უწყებებიდან გრძნიბენ.







პროტესტის აქცია გაიმართა ქალაქ ზუგდიდის ცენტრში. მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა, ახალგაზრდული კლუბის და ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა.
ისინი შეუერთდნენ დასავლეთ საქართველოს კიდევ 8 ქალაქში მიმდინარე აქციებს და გამოხატეს სოლიდარობა საერთაშორისო კამპანიისადმი „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.