25 ნოემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე ჩატარდა მდუმარე აქცია „არა - ძალადობას!“.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო და ამომრჩეველ ქალთა კლუბი.
აქცია გაიმართა საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. ამ დღეს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს კიდევ 7 ქალაქში ჩატარდა აქცია იმ მიზნით, რომ სახელმწიფომ გააუმჯობესოს გენდერული პოლიტიკა და საზოგადოებამ იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა ძალადობის პრევენციის კუთხით.
 
     

ქუთაისი

  

ხონი

  

ბათუმი

 

ოზურგეთი

 

სენაკი

 

ზუგდიდი

 

წყალტუბო

 

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ქალ-კანდიდატებს შორის წარმოდგენილია ბევრი ღირსეული და გამოცდილი ქალბატონი. მთავარია, ამომრჩეველმა მათზე გააკეთოს არჩევანი. სწორედ ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად გამართეს აქცია 4 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა.

მშვიდობიანი მდუმარე აქცია ერთდროულად მოეწყო დასავლეთ საქართველოს შვიდ ქალაქში - ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციები გაშუქდა მედიასაშუალებების მეშვეობით.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს ქალი-კანდიდატების მიმართ, მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს საზოგადოებას და შეახსენეს, რომ თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში არის მშვიდობა, დემოკრატია, კეთილდღეობა!

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი წყალტუბოში აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.  მისი ინიციატივით 25 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიხსნა ინფორმაციით კამპანიის შესახებ. საკრებულოს წევრებმა პროტესტი ცალსახად დააფიქსირეს და სოლიდარობა  გამოხატეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2

ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის მოქმედება დასრულდა. 15 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე აპლიკაცია 68780-მა ადამიანმა შეავსო, რაც საკმაოდ სერიოზული განაცხადია. ეს აქტიურობა მკაფიოდ მეტყველებს ამომრჩევლის მაღალ ინტერესზე ქვეყნის მომავალი კურსის მიმართ და იმაზეც, რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ.

ამ ეტაპზე ფონდი „სოხუმი“ აანალიზებს ამომრჩეველთა მიერ აპლიკაციაში დაფიქსირებულ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს და ამზადებს სარეკომენდაციო დოკუმენტს. დოკუმენტი მიეწოდება აპლიკაციაში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას და  პარლამენტის წევრებს, რათა მათ თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. ანგარიშვალდებული პარლამენტი ხალხის ნდობის გამართლებაა!

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1

პირველად საქართველოში - აპლიკაცია „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“!

შეავსეთ ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია - გააკეთეთ გაცნობიერებული არჩევანი!

www.onlinemricxveli.ge

ამ მოწოდებით ვრცელდება აპლიკაცია, ონლაინმრიცხველის ბმული ყველა არხით: საინფორმაციო პორტალებზე, ორგანიზაციის ყველა ფეისბუქგვერდზე, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების, პარტნიორების პირად ფეისბუქგვერდებზე...

აპლიკაცია უკვე 16 896-მა ადამიანმა შეავსო. 31 ოქტომბერს არჩევნებია!

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1 2 3

რეგიონალური ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა.

გადაცემაში გაშუქდა, როგორ მუშაობს ფონდი „სოხუმის“ მიერ 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“, რომელიც 15 სექტემბერს ამოქმედდა;   რა მიზანს ემსახურება და როგორ ეხმარება  მოქალაქეს  არჩევანის გაკეთებაში; რა საქმიანობა ჩატარდა ევროპული გამოცდილების გაცნობის, ადგილობრივი პოლიტიკური ლანდშაფტის შესწავლის მიმართულებით; როგორ ხდება პლატფორმის პოპულარიზაცია; როგორია რიგითი ამომრჩევლების, სპეციალისტების პოზიცია.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

რა შედეგები მოიტანა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ქვეგრანტებით განხორციელებულმა მინიპროექტებმა 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში? რა გამოწვევები წარმოჩინდა მუშაობის შედეგად? რომელმა აქტივობებმა  შეუწყო ხელი საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში? ამ საკითხებზე ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში.

გადაცემა  მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

დროდადრო, შენ გიწევს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გავლენას ახდენს შენს ცხოვრებასა და მომავალზე. ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის შენ დახმარება გჭირდება.

ასე იწყება პატარა ვიდეორგოლი, რომელიც ორიგინალურად ასახავს „ონლაინ ხმის მრიცხველის“ არსს.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია ინსტრუქცია, როგორ გამოიყენოთ ინტერნეტ აპლიკაცია და გაიგოთ, რომელი პარტიის ხედვა შეესაბამება თქვენს პოზიციას.

ვიდეორგოლი მოამზადა ფონდი „სოხუმის“ საპროექტო გუნდმა, ანიმაციების ავტორია კესო წირღვავა.

„ონლაინ ხმის მრიცხველი“ 15 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი www.onlinemricxveli.ge

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1 2 3

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც გაშუქდა პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“, 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხონი, თერჯოლა, ვანი, ბაღდათი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ცაგერი) ჩატარებული სამუშაოები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შედეგებზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მცირე პროექტებზე, რომლებიც რვავე მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

გადაცემის ორგანიზატორია პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია - მეწარმე ქალთა ფონდი. პროექტს ახორციელებენ ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

.be

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

გაიმართა პროექტით დაგეგმილი მეორე პრესკონფერენცია. ისიც - ონლაინ, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერად (ორგანიზატორი - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“).

პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მოქმედი მასმედიის, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ინფორმაცია მიიღეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ქვეგრანტების კონკურსის შესახებ, აგრეთვე იმ პროექტების მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, რომლებიც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს. პრესკონფერენციის შემდეგ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაციები პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ახალი ეტაპის შესახებ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები