ახალგაზრდულ კლუბ „ორბიტის“ წევრებთან ჩაატარა დისკუსია ოზურგეთის განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა.
- როცა კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მიზეზი სიძულვილის ენაა. ამიტომაც ავირჩიეთ დისკუსიისთვის აქტუალური თემა: „როგორ შევცვალოთ სიძულვილის ენა?!“ - აღნიშნა მოდერატორმა გიორგი ჩხაიძემ.
შეკრებილებმა ბევრი ილაპარაკეს სიძულვილის ენაზე - პოლიტიკაში, მასმედიაში, კონფლიქტურ მხარეებს შორის, სოციალურ ქსელებში...
გამოსავალზეც ფიქრობდნენ ხმამაღლა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ოჯახში, სკოლაში, თავიანთ საურთიერთობო გარემოზე მოახდინონ გავლენა, არ დაუშვან სიძულვილის ენა.
შეხვედრის ბოლოს ჭადრების ხეივანში სამშვიდობო მესიჯად ფრანები გაუშვეს...
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.
კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოებები, გაუცხოებული თაობები, ნდობის აღდგენა, ურთიერთობის პერსპექტივები... ამ და უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრეს მეწარმე ქალთა ფონდში შეკრებილებმა. განსახილველად წარმოდგენილი იყო აქტუალური თემა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ქალის როლი მის ტრანსფორმაციაში“.
მოხსენებებში კარგად იქნა გახსნილი მთავარი სათქმელი: პრობლემები ოფიციალურ მოლაპარაკებებში, დღევანდელობის სირთულეები, სახალხო დიპლომატიის და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის აქტუალობა. დისკუსიის დროს სტუმრებმა არაერთი წინადადება და რეკომენდაცია გააჟღერეს, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა ინტეგრაციას, მხარეთა შორის ურთიერთობების აღდგენას, კონფლიქტის ტრანსფორმაციას და ქალთა შესაძლებლობების მეტ გამოყენებას...
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.
რა არის მშვიდობა? რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულს მშვიდობისთვის?
ხონის ქალთა კლუბის წევრებმა მორიგი შეხვედრა სამშვიდობო საკითხებს მიუძღვნეს. სხვადასხვა ასაკის, სქესის, პროფესიის ადამიანებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. უამრავი პრობლემა წარმოჩინდა: „სიძულვილის ენა“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბულინგი, ქალების მიგრაცია და მისგან გამოწვეული პრობლემები, თაობათა შორის კონფლიქტები...
ითქვა, რომ ყველა პრობლემაზე შეიძლება გავლენის მოხდენა - იმ სფეროში, სადაც ვმუშაობთ, ოჯახებში, ჩვენს კუთვნილ სამყაროში. მთავარია, გულგრილები არ უნდა ვიყოთ, სხვისკენ არ გავიშვიროთ ყოველთვის ხელი და ჩვენი მისია გავაცნობიეროთ...
მომზადდა ვიდეორგოლი სამშვიდობო თემაზე. ვიდეორგოლში მოხვდა საინფორმაციო შეხვედრის კადრებიც.
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს 3 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბოსა და ზუგდიდში ანკეტირება ჩატარდა სამედიცინო პერსონალთან. სულ გამოიკითხა სხვადასხვა პროფილის 100 ბენეფიციარი.
გარდა ანკეტირებისა, ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა ორი ექიმი ფოთსა და თერჯოლაში.
კვლევის მიზანია, გამოავლინოს, კანონის აღსრულების პროცესში, სამედიცინო პერსონალის, როგორც რეფერალური სუბიექტის მუშაობის ხარვეზები: როგორ შეიძლება გავზარდოთ ექიმების როლი ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.
18 იანვარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა შედგა. განხილულ იქნა გენდერული საბჭოს 2019-2020წ. სამუშაო გეგმა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის მიზნით შემუშავებულ „საგზაო რუკაზეც“.
შეხვედრა გამოირჩეოდა მონაწილეთა აქტიურობით. საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, ჩაერთონ „საგზაო რუკაში“ შესული ღონისძებების განხორციელების პროცესში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ჯგუფის წევრებმა შემუშავებული „საგზაო რუკის“ პროექტი გააცნეს საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას და გენდერული საბჭოს წევრებს. გადაწყდა, რომ გენდერული საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს „საგზაო რუკას“, რათა მოხდეს რიგი საკითხების ინტეგრირება გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში. ითქვა, რომ საკრებულო ჩაერთვება იმ საკითხების ადვოკატირებაში, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას სცილდება.
აქცენტი გაკეთდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გენდერულ ასპექტებზე. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საკრებულო ყველანაირად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართვას რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციაში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.
26 დეკემბერს ფონდ „სოხუმში“ შეჯამდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში გაწეული ერთწლიანი მუშაობა. პროექტის დირექტორმა, კოორდინატორმა, ასისტენტებმა, ქალთა მხარდაჭერის ცხრა ცენტრის მობილიზატორებმა ისაუბრეს 2018 წლის აქტივობებზე, შედეგებზე, ცვლილებებზე, სამომავლო პერსპექტივებზე...
წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოში განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ გაწერილი „საგზაო რუკის“ სამუშაო ვარიანტი. შეხვედრამ მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა. საბჭოს წევრების მხრიდან დიდი ინტერესი დაფიქსირდა თითოეული საკითხის მიმართ. აღინიშნა, რომ ამ საკითხების ასახვა მნიშვნელოვანია საბჭოს სამოქმედო გეგმაში. საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, აქტიურად იყვნენ ჩართულები „საგზაო რუკაში“ შესული ღონისძებების განხორციელების პროცესში. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მათ დაინახეს მათი უშუალო ჩართულობის მნიშვნელობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ლოკალიზაციის პროცესში.
პროექტი „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).
ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერიის მცირე დარბაზში შედგა შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან. შეხვედრაზე განიხილეს ჯგუფის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკის“ სამუშაო ვერსია. მასში აისახა რამდენიმე დამატებითი მიმართულება - ბენეფიციარებთან ჩატარებული შეხვედრების დროს გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით.
„საგზაო რუკის“ სამუშაო ვერსია 28 დეკემბერს განხილული იქნება საკრებულოს სხდომაზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.
სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა შეხვედრა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებთან. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სოფლის: კოკის, ხურჩის, ორსანტიის,.კახათის, დიდი ნეძის მცხოვრებნი, მათ შორის დევნილები.
შეხვედრა მონაწილეების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის მიზნით ფორმირებულია სამუშაო ჯგუფი. მისმა წევრებმა „საგზაო რუკის“ სამუშაო ვერსია გააცნეს მონაწილეებს. შეხვედრაზე გაჟღერდა რამდენიმე პრობლემა, რომელიც განხილული იქნება სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.