ტყიბულის საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმი“ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს, საკრებულოსა და მერიის საფინანსო და იურიდიული, ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმის პროექტზე იმუშავეს.
საბჭოს წევრები ჩამოყალიბდნენ გეგმის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, მათი რეალიზებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. დასახელებული საკითხები შეეხებოდა საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ადგილობრივი სტატისტიკური ბაზის დანერგვას, საჭიროებების კვლევას, გენდერული მონიტორინგის და ანალიზის კომპონენტებს, გენდერული ბიუჯეტის პრინციპის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებებს, მოქალაქეთა მონაწილეობის, სერვისების მიწოდებაში გენდერული პარამეტრების გათვალისწინების საკითხებს.
საბჭოს წევრებმა გამოკვეთეს თემები, რომელთა ასახვა გეგმაში მიაჩნიათ მნიშვნელოვნად. ითქვა, რომ მოხდება მისი სამუშაო ჯგუფებში განხილვა და საზოგადოებისთვის გაცნობა, შემდგომი კონსულტაცია კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გეგმაზე მუშაობას დიდწილად აიოლებს მუნიციპალიტეტის გამოცდილება სოციალური ჩართულობის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავების კუთხით.
თანამშრომლობის და კონსულტაციების რეჟიმი ფონდსა და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შორის კვლავაც გაგრძელდება.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული მიდგომების დანერგვის აუცილებლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასევე განიხილეს ორანიზატორების მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს უკვე არსებული სამოქმედო გეგმის სრულყოფას.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
13 ივლისს, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო - მონაწილეებისათვის ფონდი „სოხუმის“ შემუშავებული სტრატეგიული გზამკვლევის გაცნობა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
- გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, საბჭოს მუშაობის ძირითადი პრინციპები, სამოქმედო გეგმის განხილვა - შეხვედრა ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა.
შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა ბიუჯეტში გენდერული პროგრამების ასახვას, საზოგადოების ჩართულობას, ქსელური მუშაობის პრინციპების დანერგვას.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, რომელიც ამავე დროს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებისთვის მნიშვნელოვანია კონსულტაციები გენდერულ საკითხებზე. ისინი მზად არიან სამოქმედო გეგმა დამტკიცებამდე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან განიხილონ და მათ საჭიროებებს მოარგონ.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მოწვეული იყო მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელი. დამსწრეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გზამკვლევს „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“. ამის შემდეგ მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილების და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე იყო მსჯელობა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმა მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმად უნდა იქცეს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
10 ივლისს გაიმართა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების შეხვედრა ზესტაფონის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მერის მოადგილე, მერიის სამსახურების (ინფრასტრუქტურის, სოციალური დაცვის და აუდიტის, საფინანსო-საბიუჯეტო) ხელმძღვანელები. დამსწრეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ შემუშავებულ სტრატეგიულ გზამკვლევს „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“. იმსჯელეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის პროექტზე, არსებულ პროგრამებზე. დაიგეგმა ღონისძიებები გეგმის საბოლოო ვერსიის შესამუშავებლად.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდმა „სოხუმმა“ 4 ივლისს ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
სამუშაო ფორმატის გაცნობის შემდეგ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“ პრეზენტაცია. შეკრებილებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე, სხვა გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობაზე. შეხვედრაზე განიხილეს გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის სამოდელო პროექტი, დაიგეგმა მომავალი საქმიანობა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
შეხვედრაზე გაკეთდა ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევის მოკლე პრეზენტაცია, შემდეგ კი იმსჯელეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამუშაო გეგმის პროექტზე. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიმდინარე და უკვე შესრულებულ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც გენდერულ ასპექტებს ითვალისწინებს. უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით წყალტუბო ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტია.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
3 ივლისს ხარაგაულის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელ პირებს.
შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს: ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ნიშნულები, გენდერული საბჭოს როლი და ფუნქცია, ღონისძიებები, რომელთაც შეუძლიათ მუნიციპალიტეტში შედარებით შეცვალონ სოციალური გარემო მოქალაქეთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის; რა ასპექტებს მოიცავს გენდერული ბიუჯეტირება, რას ეფუძნება ის; როგორ ხდება გენდერული პარამეტრების ასახვა ორგანიზაციულ ბიუჯეტში, პროგრამულ ბიუჯეტში; რას მოიტანს გენდერული სტატისტიკის სისტემის შექმნა, პროგრამების საჭიროებების კვლევებზე დაყრდნობით შემუშავება; რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული მონიტორინგის და ანალიზის სისტემა; გენდერული აუდიტის არსის გაცნობერება, რას უნდა ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა; რამდენად მნიშვნელოვანია კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
შეხვედრამ გენდერული პოლიტიკის საკითხებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, გენდერული მრჩევლის, გენდერული საბჭოს წევრების მაღალი კვალიფიკაცია და ახალი სერვისების დანერგვის მოტივაცია გამოაჩინა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
შეხვედრის თემა - „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შედგა საუბარი ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული გზამკვლევის ირგვლივ. დამსწრეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, მოისმინეს სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილება. აღინიშნა გამოცდილების დეფიციტი საჭიროებათა კვლევების, მონიტორინგის, მონაცემთა ბაზის შექმნის კუთხით. გაიმართა დისკუსია, როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება.
მონაწილეებმა განიხილეს ხონის გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც მომდევნო სხდომისთვის კიდევ ერთხელ შეჯერდება და საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.