სენაკში შეიქმნა თვითდახმარების ჯგუფი, რომელშიც აქტივისტი, ლიდერი ქალები და ახალგაზრდები გაწევრიანდნენ. განისაზღვრა ჯგუფის წევრთა ძირითადი პასუხისმგებლობები და მოვალეობები. 

პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილებს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე, აქტივობებზე.

ჯგუფის წევრებს ჩაუტარდება ტრენინგების ციკლი, რომელიც გაზრდის მათ კომპეტენციას და პროფესიონალიზმს. 

პროექტი შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, იმუშაონ დევნილთა თემებში არსებულ საჭიროებებზე. ყველა აქტივობა სათემო პრობლემების გადაჭრის და დევნილთა თემებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

  • ხუთშაბათი, 12 ივნისი 2025

სასარგებლო და საჭირო  ინფორმაციებს განიხილავენ ქალები ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. სიახლეებს შემდეგ ისინი აზიარებენ სხვა თემებში, რათა რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ინფორმირებული. შეხვედრებს ხშირად მამაკაცებიც ესწრებიან.

ინფორმაციები ეხება ქალთა გაძლიერების საკითხებს, რაც ბენეფიციარების დაინტერესებას იწვევს. დახმარების შემთხვევევიც დაფიქსირდა. ინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთში მცხოვრებ ქალს, რომელმაც ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა. ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენი ორგანიზაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სოციალური მუშაობა თემებში, ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება - მუშაობის შეფასება  და ანალიზი“.

ტრენინგს ესწრებოდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და პარასპეციალისტები დასავლეთ საქართველოს ათი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სოციალური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა, შეაფასეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სოციალური მუშაობის შედეგები, ისაუბრეს გამოწვევებზე, მიგნებებზე და მასზე რეაგირების მექანიზმებზე. 

ტრენინგის პროგრამიდან გამომდინარე მონაწილეებმა ინტერაქტიული ჩართულობით განსაზღვრეს ქალთა მხარდაჭერის სერვისების გამოყენების ეფექტიანობა. 

მათ ტრენერისგან მიიღეს საჭირო რჩევები, როგორ გაიზარდოს არსებული სერვისების გამოყენება ბენეფიციარების მიერ, რა დამატებითი უნარებია საჭირო სოციალური მუშაობის გასაძლიერებლად. 

ჯგუფური მუშაობის ფორმატში ფსიქოლოგთან ერთად შექმნეს პერსონის (ბენეფიციარის) ფსიქოსოციალური პორტრეტი; იმსჯელეს, რამდენად აუცილებელია ემპათია, სენსიტიური მიდგომა ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ  ქალებთან კომუნიკაციისას.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს:

„ტრენინგი კარგი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაზიარებლად. ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი ქალია, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას. ჩვენ შევძლებთ მათთან თანამშრომლობას და მათი მდგომარეობის შეცვლას სოციალური მუშაობის გაძლიერებით“. 

„მიღებული ინფორმაციები ჩემთვის არის ახალი უნარები, რომელთა გამოყენება  დამეხმარება რისკის ჯგუფის ქალების იდენტიფიცირებაში“.

„ვუსმენდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და თითქმის ყველგან ერთნაირი სიტუაციაა - აუცილებელია სოციალური მუშაობა ძალადობის პრევენციისთვის. ბევრი რამ ვიცით, დღესაც ვისწავლეთ და ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ ქალების გასაძლიერებლად“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • პარასკევი, 13 ივნისი 2025

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილებმა ქალთა საჭიროებები განიხილეს. დევნილთა დასახლებაში სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც პრიორიტეტულია. 

ქალები ინფორმაციებს ცვლიან, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს, რა რესურსებით, რა საშუალებებით შეიძლება პრობლემები მოგვარდეს. 

ჩვენი ორგანიზაცია მათთან ერთად გეგმავს და ეძებს რესურსებს ქალთა მხარდასაჭერად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ოთხი შეხვედრა შედგა სენაკის, წყალტუბოს, წალენჯიხის და ზუგდიდის (სოფელი ხურჩა) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივისტ ქალებთან. 

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ჩვენს ახალ მოკვლევას „ქალთა მიგრაციის გენდერული ასპექტები“. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რა გავლენას ახდენს მიგრაციულ გადაწყვეტილებებზე მათი სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობა და ინტერსექციული მოწყვლადობის ფაქტორები. 

ფრაგმენტები მონაწილეთა გამოსვლებიდან:

„მიგრაცია ჩვენი დღევანდელობის სერიოზული პრობლემაა - ეკონომიკური ფაქტორების თუ მოწყვლადობის გამო. ბევრია წასული ემიგრაციაში და ყველაზე მეტად ეს პრობლემა ქალებს ეხება“.

„გამოსავლის არქონის გამო ქალებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა, საბოლოოდ კი ჩვენი რეალობაა ოჯახების გაუცხოება და უდედოდ გაზრდილი თაობები“. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

მონაწილეობა ტალინში გამართულ მასტერკლასში ციფრული ინკლუზიის თემაზე
27.05.25

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე ერთ-ერთი იყო იმ 10 მონაწილეს შორის საქართველოდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორდღიან მასტერკლასში, რომელიც ტალინში (ესტონეთი) ჩატარდა და მიზნად ისახავდა ციფრული ცნობიერებისა და ინკლუზიის ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლის თემებში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სერვის დიზაინის მეთოდოლოგიას და იმუშავეს იმ ბარიერების იდენტიფიცირებაზე, რაც რეგიონებში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს ციფრულ სერვისებზე წვდომაში ხელს უშლის. ლინდასთვის ეს პროფესიული და პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ფონდი „სოხუმის“ მიდგომის მნიშვნელობა – ტექნოლოგიები უნდა იქმნებოდეს ადამიანების რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. მასტერკლასის პარალელურად, ქართველ მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მაღალი დონის ელექტრონული მმართველობის კონფერენციას – #eGov2025.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები