მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს სოფელ დიდინეძის საინიციატივო ჯგუფებმა
მშვიდობის საერთაშორისო დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნა.
მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე სამშვიდობო პროცესებში.
„მშვიდობის დღე უნდა ეძღვნებოდეს მშვიდობის იდეალის გაძლიერებას...ეს დღე იქნება შეხსენება ყველა ხალხისთვის, რომ გაერო არის ცოცხალი ინსტრუმენტი მშვიდობის სამსახურად და ის უნდა ემსახურებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს და გვახსენებდეს ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველა ინტერესსა და განსხვავებულობის მაღლა დგას მშვიდობა“-გაეროს 1981 წელს მიღებულ რეზოლუციაში ჩაწერილ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ისაუბრეს სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა