ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საინიციატივო ჯგუფებმა მშვიდობის საერთაშრისო დღე აღნიშნეს
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეუერთდა.
,,მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მოდით დავდოთ პირობა, რომ ჩვენს შვილებს ვასწავლით შემწყნარებლობასა და სხვათა პატივისცემას.
ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის და დავიცვათ ის, როგორც შეგვიძლია” -ეს იყო ქალბატონების მიერ გაჟღერებული ძირითადი მესიჯები.
რაც შეეხება სოფელ კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, მათ მშვიდობის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ სიღარიბე, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, უთანასწორობა, კორუფცია, რასიზმი და ქსენოფობია არის საუკეთესო ნიადაგი სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისათვის . მათი თქმით, სწორედ კონფლიქტების ამ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ეძღვნება მშვიდობის საერთაშორისო დღე.