მშვიდობის საერთაშორისო დღე და ადვოკატირების პროცესის დინამიკა-ქუთაისის საინიციატივო ჯგუფების აქტივობები

მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის მიერ გამართული შეხვედრა. კლუბის ლიდერმა პრეზენტაცია წარადგინა, წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მშვიდობის დღის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის მეორე ნაწილი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას და გადაჭრის გზების შესახებ საუბარს დაეთმო.

ადვოკატირების პროცესის დინამიკის განსახილვევლად შეიკრიბნენ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  . ადვოკატირების გეგმის მიხედვით ჯგუფის წევრები მზად არიან იმუშაონ არჩეულ პრობლემაზე, სამიზნე სკოლის დირექტორსაც შეხვდნენ, გააცნეს თანამშრომლობის მიზანი და სამომავლო გეგმაც დასახეს.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები