სამშვიდობო სტრატეგიის კვალდაკვალ-წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფების აქტივობა
მშვიდობა იწყება ჩვენით, ჩვენ ყველანი ვქმნით ლოკალურ მშვიდობას, ამიტომაც საჭიროა ძალების გაერთიანება, რათა შევქმნათ გლობალური მშვიდობა- ასეთი პოზიციით წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
სამშვიდობო აქციები გამართეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა. საინფორმაციო შეხვედრებზე კი სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.