ტრენინგი დევნილი ქალებისა და გოგონებისთვის

ქუთაისის სხვადასხვა თემში მცხოვრები სამიზნე სამუშაო ჯგუფის წევრი დევნილი ქალებისა და გოგონების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ქალთა ლიდერობა, კომუნიკაციის ფორმები, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები.“

სატრენინგო პროგრამა მოიცავდა ლექციურ ნაწილს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფებში ემუშავათ საკითხებზე: რა უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე, როგორ უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა მოტივაცია, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში.

მონაწილეებმა ინტერაქტიულ რეჟიმში ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება,  პოზიციები და შეხედულებები განსახილველ თემებზე. როგორც აღინიშნა, სატრენინგო თემები მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იყო: „ლიდერობის მახასიათებლებზე დავფიქრდი, საკუთარ შესაძლებლობებს გადავხედე, ახალი რესურსები აღმოვაჩინე.“

„ძალიან საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ. გავეცანით მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს. აუცილებელია, რომ ასეთი ინფორმაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს. “

„რაც ვისწავლე, აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. პასუხისმგებლობა ვიგრძენი და უფრო მეტად ჩავერთვები მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.“

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები