ქართველი და აფხაზი ქალთა ჯგუფების შეხვედრა სტამბულში
პროექტის:"ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები,რისკები,შემცირების სტრატეგიები"ფარგლებში სტამბულში 19-23 მარტს ქართველი და აფხაზი პარტნიორების ერთობლივი შეხვედრა შედგა.ქართული და აფხაზური ქალთა ჯგუფების შეხვედრა სამოქმედო გეგმების წარდგენითა და დღის წესრიგის გაცნობით დაიწყო.ქალბატონებმა ერთმანეთს საკუთარ რეგიონებში არსებული ,სიტუაციური ანალიზი გაუზიარეს და ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. აქტივობების შედეგების მიხედვით 2024 წელს ანგარიშის მონიტორინგის სახით ჯგუფური სამუშაოები გაიმართა.განისაზღვრა ძირითადი გამოწვევები, განიხილეს ქალებისთვის ადამიანური უსაფრთხოება ,შეფასება და რისკების მართვა. ისაუბრეს,თუ რა არის რისკი და რას ვაკეთებთ მის აღმოსაფხვრელად, რა განსხვავებაა რისკს,საშიშროებასა და იძულებას შორის.მუშაობა იყო ნაყოფიერი და პროდუქტიული. შეხვედრაზე ქალთა მუშაობის კუთხით ყველა შესაძლებელი და არსებული რისკების შემცირება განიხილეს.