ქუთაისის საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფს გაცვლითი შეხვედრის ფორმატის ფარგლებში ხონის ჯგუფის წევრები ესტუმრნენ. შეხვედრა ჯგუფის წევრების ურთიერთგაცნობას, დაახლოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. ქალებმა მათ მიერ ადვოკატირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. აღნიშნული ფორმატი მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს . ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემუშავებულ ორ საპროექტო იდეაზე იმსჯელეს. გაეცნენ ინფორმაციას სამშვიდობო ინიციატივების შესახებ და განსაზღვრეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები. ახალგაზრდულ კლუბს ახალი წევრები შემოუერთდნენ. ისინი უახლოეს მომავალში USAID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის და სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას შეუდგებიან. შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა