წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აპრილის თვის აქტივობები
სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს.საუბარი შეეხო ქალთა პრობლემებს,საჭიროებებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული საინიციატივო ჯგუფების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.განხილვის პროცესში გამოიკვეთა,რომ პრობლემები ყველგან იდენტურია.ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე,აღინიშნა,რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარების გზების ძიების პროცესში.