საინიციატივო ჯგუფების საქმიანობა სენაკში
- რა დაგვიტოვა პროექტზე მუშაობამ, რა დავგეგმეთ, რა შედეგები მივიღეთ და რა არ გამოგვივიდა -ამ კითხვებზე გასცეს პასუხი სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა, ბოლო შეხვედრაზე. მათი შეფასებით, პროექტზე მუშაობამ მათი უნარები განავითარა, თვითდაჯერებულობა და აქტივიზმი გაზარდა. ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად კი მშვიდობის თემის პოპულარიზება შეფასდა. ახალგაზრდები სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც შეეცდებიან. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმის დეტალები დააკონკრეტეს და აქტივობებზე პასუხისმგებელი პირები დააზუსტეს. მომდევნო თვეებიდან იმ პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან, რომლებიც ჯგუფის წევრებმა უკვე გამოკვეთეს.