სოფელ კოკის საინიციატივო ჯგუფების ივნისის თვის სამუშაო პროცესი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა დაასრულეს მუშაობა მინი პროექტზე:"გამარჯობა აფხაზეთო შენი!",რომლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა-დისკუსია მშვიდობის თემაზე,შეხვედრა თანატოლებთან,ფილმის ჩვენება და გაანალიზება.პროექტის მიზანს მშვიდობის თემის პოპულარიზება წარმოადგენდა. ქალთა საინიციატივო ჯვუფის წევრებმა ადვოკატირების თემაზე იმუშავეს.მონაწილეებმა დასახელებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.შემუშავდა ადვოკატირების გეგმა ,რომლის მიხედვით ჯგუფის წევრები პროცესის ეფექტიანად განხორციელებას შეეცდებიან.