აქტიური სამუშაო პერიოდი აქვთ კოკის და დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიიპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფებს. ჯგუფის წევრები კვლევაში არიან ჩართულნი: ფოკუს-ჯგუფებსა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს ატარებენ. კვლევის მიზანია იმ ბარიერების გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლის ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში.
კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფს კი სხვა დღის წესრიგი აქვს. მორიგ შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ იურისტი ახალგაზრდებს ესაუბრა თემაზე „ნაადრევი ქორწინება“. არასრულწლოვანთა ქორწინება საქართველოში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა, მას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგები ახლავს.
შეხვედრის ბოლოს ჯგუფის წევრების უკუკავშირი იყო ასეთი:
- შეხვედრა იყო ცოდნის მომცემი, საინტერესო და დამაფიქრებელი.
- გავიგე ნაადრევი ქორწინების შემდგომ რისკებზე და დასჯის მეთოდებზე.
- აუცილებელია მსგავსი შეხვედრების ჩატარება მოზარდებთან.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფები კვლევის პროცესში არიან ჩართულები. მალე პირველი შედეგებიც გამოჩნდება. მორიგ შეხვედრებზე ორივე ჯგუფის წევრებმა განიხილეს ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების ტექნიკა და ვადები, განსაზღვრეს რესპონდენტთა კატეგორიები. ჯგუფის წევრების გამოცდილება ხელშემწყობი ფაქტორია დავალების წარმატებით შესრულებისთვის.
ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან იურისტმა ბავშვთა უფლებებისა და ნაადრევი ქორწინების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიული იყო. მოსწავლეებმა ბევრი შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ხონის მუნიციპალიტეტში ქალთა საინიციატივო ორი ჯგუფია. მათთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრები, სადაც განიხილეს ანკეტირების ჩატარების ტექნიკური მხარე, ვადები და განსაზღვრეს ბენეფიციარები. ჯგუფის წევრებს აქვთ მსგავსი გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს წარმატებულ გამოკითხვას.
ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც. მათ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ ისაუბრეს, კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ პრაქტიკაზე.
დეკემბრის დასაწყისში ჯგუფის წევრებს ტრენინგიც ჩაუტარდათ მშვიდობისა და ნდობის შენების საკითხებზე. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, ტრენინგი ინტერაქტიური იყო - მონაწილეებმა გამოავლინეს თავიანთი გამოცდილება და ბევრი სიახლეც გაიგეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთნენ ონლაინ შეხვედრაში. კვლევის დაწყების წინ მათ მიიღეს კონსულტაციები და განსაზღვრეს სამიზნე ბენეფიციარები. მოხდა კონკრეტული შემსრულებლების განაწილება და დადგინდა კვლევის ჩატარების ვადები. ანკეტირება 150 ადამიანს მოიცავს.
ონლაინ ჩატარდა ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრაც. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ინიცირებული ღონისძიებების შესახებ. ისინი გმობენ ძალადობას და მათი მოსაზრებით, აქტიური საინფორმაციო მუშაობა ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
დეკემბრიდან ქალთა საინიციატივო ჯგუფები კვლევის პროცესში ჩაერთნენ. კვლევა მიზნად ისახავს სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით არსებული ბარიერების გენდერულ ანალიზს.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე მიიღეს ტექნიკური დავალება, ვინ უნდა იყვნენ სამიზნე ბენეფიციარები. განისაზღვრა რესპონდენტთა რაოდენობა და სამიზნე ჯგუფების სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები.
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა განხილვის თემად აქციეს ადრეული ქორწინება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარეები. მოწვეულმა იურისტმა მონაწილეებს კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
რა ბარიერები ხვდებათ ქალებს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში - ამ საკითხების ანალიზს გულისხმობს ფონდი „სოხუმის“ მიერ დაწყებული კვლევა, რომელშიც წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფიც ჩაერთო. მონაწილეებს გავლილი აქვთ ტრენინგი, მიღებული აქვთ კონსულტაციები და მზად არიან იმისათვის, რომ ანკეტირების პროცესი გეგმის შესაბამისად წარიმართოს.
წყალტუბოს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებში განიხილეს ადრეული ქორწინების სამართლებრივი მექანიზმები. შეხვედრები მაღალი ინტერესის და დისკუსიის ფონზე გაიმართა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ეს ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიის შედეგია!
აფხაზეთის მე-12 სკოლაში (ზუგდიდი) დაფუძნდა ახალგაზრდული სივრცე და უკვე მასპინძლობს არაფორმალური შეხვედრებს.
15 დეკემბერს ახალგაზრდა აქტივისტებმა ჩაატარეს შეხვედრა მოზარდებთან თემაზე: ძალადობა - ბულინგი. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, იმსჯელეს და გააკეთეს თემატური პლაკატები.
გამოიკვეთა სამომავლო შეხვედრების თემები, დაიგეგმა აქტივობები, მათ შორის ახალგაზრდული სივრცის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის კუთხით რესურსების მოძიებაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ინგირის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ყოფილი მეურნეობის ბინებში 500 დევნილი და ადგილობრივი ოჯახია - მათ შორის შშმ პირები, მრავალშვილიანი ქალები, ხანდაზმულები. მათ ფეხით უწევთ გადაადგილება და ტვირთის ზიდვა ცენტრალური ტრასიდან დასახლებამდე, დაახლოებით 500 მეტრი. ამიტომ ტრანსპორტის მარშრუტის შეცვლას ითხოვენ.
ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მომზადდა პეტიცია, შეგროვდა 290 ხელმოწერა, გაიმართა შეხვედრების ციკლი მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელთან, ვიცე მერთან. მომზადდა აუდიოპოდკასტი ბენეფიციარების მონაწილეობით https://soundcloud.com/changetoempower/o4upeicij6rt
უფლებამოსილი პირების განმარტებით, საკითხი მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ადვოკატირების ჯგუფი განაგრძობს საქმიანობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და ვიცე მერს. საუბარი იყო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის განკუთვნილი სერვისების დაფინანსების შესაძლებლობასა და მოდელზე.
ზუგდიდის მერის განმარტებით, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდება სერვისის დეტალებზე შეთანხმება. განხილული იყო რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია, რომელზე დიალოგიც გაგრძელდება.
შეხვედრა გაიმართა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების ადვოკატირების მიზნით - ქალთა სამშვიდობო კოალიციის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)