კოალიცია „მეტი ჩართულობის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრა მიეძღვნა უკრაინაში მიმდინარე კრიზისს, სადაც კოალიციის წევრებმა იმსჯელეს საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილთა ძირითად საჭიროებებზე და მათ დასახმარებლად განსახორციელებელ სტრატეგიებზე.
უკრაინაში არსებული მდგომარეობის და საქართველოში უკრაინელ ლტოლვილთა საჭიროებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ (ორგანიზაციას გააჩნია ფილიალი კიევში). მისი თქმით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში დაახლოებით 200 უკრაინელი ტურისტი და 250-მდე ლტოლვილია, რომელთა საჭიროებებზე ყველაზე ქმედით რეაგირებას ამ ეტაპზე უმეტესწილად კერძო სექტორი, მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებენ. საკმაოდ სუსტია სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის ხარისხი და ამ ეტაპამდე არ არსებობს უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების სტრატეგია.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ აღნიშნა საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების და ლტოლვილების რეგიონების მიხედვით აღრიცხვის მწყობრი მექანიზმის შექმნის აუცილებლობისა და დაინტერესებულ პირთათვის ლტოლვილთა არსებული სტატისტიკის ხელმისაწვდომობის საჭიროების შესახებ. ასევე მიუთითა, რომ სასურველია კოალიციის წევრთა ბაზის შექმნა, რომელშიც განისაზღვრება დახმარების თუ სერვისების ნუსხა, რომლის შეთავაზებაც შეუძლიათ კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ინტერსექტორული თანამშრომლობის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნის აუცილებლობა და ერთიანი ძალისხმევის საჭიროება უკრაინელი მოქალაქეებისთვის ეფექტიანი დახმარების აღმოსაჩენად.
ხონის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის დაარსებისა და მისი უქმე დღედ გამოცხადების ისტორიის შესახებ.
იმსჯელეს თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია სოლიდარობის თემა დღევანდელ პირობებში, ასევე, შეეხნენ უკრაინაში მიმდინარე სიტუაციას.
ისაუბრეს მხარდაჭერასა და დახმარებაზე უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც განხორციელდა ქალთა კლუბის წევრებისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
"ყოველთვის მნიშვნელოვანია გრძნობდე თანადგომას, მხარდაჭერას, სოლიდარობას".
"ჩვენ, აფხაზეთის ომგამოვლილ ქალებს განსაკუთრებით გვახსოვს ომის სისასტიკე, ვიცით მისი შედეგები და ამიტომაც ვგმობთ ომს, გვინდა მშვიდობა ჰქონდეს ყველა ერს".
რა არის სოლიდარობა?
დღევანდელ ურთულეს პირობებში ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებითამ ტერმინს, თუმცა როგორ გვესმის მისი მნიშვნელობა, სულ სხვა საკითხია...
კლუბის წევრების თქმით, სოლიდარობაარის -თანადგომა, მხარდაჭერა, სხვისი ტკივილის საკუთარივით მიღება, რისი თვალსაჩინო მაგალითი დღეს უკრაინაა.
ახალგაზრდებმა, ასევე, ისაუბრეს ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობის ისტორიის შესახებ და ხაზი გაუსვეს ქალთა სოლიდარობას, რომელიც ყველა დროში აქტუალური და მნიშვნელოვანია...
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფი კვლევის პროცესში ჩაერთო. გამოკითხვა გამოავლენს იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა სტატუსის მქონე დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში აქტუალურია. სენაკის მუნიციპალიტეტში 40 ოჯახი გამოიკითხება. გამოკითხვის შედეგად შეიქმნება დევნილთა კოლექტიური ცენტრების და პრივატიზებული ობიექტების სოციალური პროფილი.
საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ჯგუფი მომზადდა ანკეტირების ჩასატარებლად.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
- სოლიდარობა, ფემინიზმი, ქალთა მოძრაობა საქართველოში - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე.
-სოლიდარობა არის ძალა, პასუხისმგებლობა, დადებითი იმპულსები, სოლიდარობა გვაახლოებს მიზანთან.
-ასეთი იყო ახალგაზრდების პოზიცია სოლიდარობის აღქმაზე.
მონაწილეებმა მოისმინეს პირველი ფემინისტი ქალების ისტორიები, როგორ ცდილობდნენ ისინი საკუთარი საქმიანობით ქალთა მხარდაჭერას, მათი უფლებების გაძლიერებას საქართველოში!
მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი ინფორმაციები დადებითად მოქმედებს მათ ცნობიერებაზე. მიაჩნიათ, რომ ქალთა სოლიდარობა დღესაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან ქალებს ისევ უწევთ საუბარი მათი უფლებების დაცვაზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
რატომ არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა? - ამ საკითხზე ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა მსჯელობა.
მონაწილეთა შეფასებით სოლიდარობა ზრდის შედეგებს, მასშტაბებს და მისი ძალა განუსაზღვრელია.
ასეთივე ინტერესით გაეცნენ მონაწილეები ქართველი ფემინისტი ქალების ისტორიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქალთა განვითარებისა და მხარდაჭერის საქმეში.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა უკუკავშირით დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სიტუაციაში სოლიდარობა მნიშვნელოვანია.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქალბატონებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობისა და მისი დამკვიდრების ისტორიის შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოლიდარობის საკითხს, მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რა წვლილი შეიტანეს ომში მყოფი ქალების და ბავშვების დასახმარებლად.
ასევე, ქალბატონები შეეხნენ სოლიდარობის თემასაც და დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სიტუაციაში სოლიდარობა მნიშვნელოვანია.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მონაწილეებმა განიხილეს საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდიკა, ერთმანეთს გაუზიარეს კვლევაში მონაწილეობის გამოცდილება.
ტრენინგზე დეტალურად ისაუბრეს რესპონდენტებთან პრაქტიკულ მუშაობასა და მონაცემების შეგროვებაზე, ონლაინ ანკეტების შევსებაზე, ფოკუს-ჯგუფის და ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარებაზე. მონაწილეები გაეცნენ კითხვარს და მიიღეს სათანადო რჩევები.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის პრაქტიკას მიეძღვნა ტრენინგი ხონის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ონლაინ რეჟიმში მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის ჩატარების შესახებ. ისაუბრეს ჯგუფებთან პრაქტიკულ მუშაობასა და მონაცემების შეგროვებაზე.
ტრენინგი გაიმართა პრაქტიკულ რჩევებსა და მაგალითებზე დაყრდნობით. მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ ონლაინ ანკეტის დეტალურ განხილვაში, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ანკეტის შინაარსთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით