ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთნენ ონლაინ შეხვედრაში. კვლევის დაწყების წინ მათ მიიღეს კონსულტაციები და განსაზღვრეს სამიზნე ბენეფიციარები. მოხდა კონკრეტული შემსრულებლების განაწილება და დადგინდა კვლევის ჩატარების ვადები. ანკეტირება 150 ადამიანს მოიცავს.
ონლაინ ჩატარდა ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრაც. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ინიცირებული ღონისძიებების შესახებ. ისინი გმობენ ძალადობას და მათი მოსაზრებით, აქტიური საინფორმაციო მუშაობა ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
დეკემბრიდან ქალთა საინიციატივო ჯგუფები კვლევის პროცესში ჩაერთნენ. კვლევა მიზნად ისახავს სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით არსებული ბარიერების გენდერულ ანალიზს.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე მიიღეს ტექნიკური დავალება, ვინ უნდა იყვნენ სამიზნე ბენეფიციარები. განისაზღვრა რესპონდენტთა რაოდენობა და სამიზნე ჯგუფების სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები.
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა განხილვის თემად აქციეს ადრეული ქორწინება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარეები. მოწვეულმა იურისტმა მონაწილეებს კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
რა ბარიერები ხვდებათ ქალებს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში - ამ საკითხების ანალიზს გულისხმობს ფონდი „სოხუმის“ მიერ დაწყებული კვლევა, რომელშიც წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფიც ჩაერთო. მონაწილეებს გავლილი აქვთ ტრენინგი, მიღებული აქვთ კონსულტაციები და მზად არიან იმისათვის, რომ ანკეტირების პროცესი გეგმის შესაბამისად წარიმართოს.
წყალტუბოს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებში განიხილეს ადრეული ქორწინების სამართლებრივი მექანიზმები. შეხვედრები მაღალი ინტერესის და დისკუსიის ფონზე გაიმართა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ეს ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიის შედეგია!
აფხაზეთის მე-12 სკოლაში (ზუგდიდი) დაფუძნდა ახალგაზრდული სივრცე და უკვე მასპინძლობს არაფორმალური შეხვედრებს.
15 დეკემბერს ახალგაზრდა აქტივისტებმა ჩაატარეს შეხვედრა მოზარდებთან თემაზე: ძალადობა - ბულინგი. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, იმსჯელეს და გააკეთეს თემატური პლაკატები.
გამოიკვეთა სამომავლო შეხვედრების თემები, დაიგეგმა აქტივობები, მათ შორის ახალგაზრდული სივრცის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის კუთხით რესურსების მოძიებაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ინგირის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ყოფილი მეურნეობის ბინებში 500 დევნილი და ადგილობრივი ოჯახია - მათ შორის შშმ პირები, მრავალშვილიანი ქალები, ხანდაზმულები. მათ ფეხით უწევთ გადაადგილება და ტვირთის ზიდვა ცენტრალური ტრასიდან დასახლებამდე, დაახლოებით 500 მეტრი. ამიტომ ტრანსპორტის მარშრუტის შეცვლას ითხოვენ.
ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მომზადდა პეტიცია, შეგროვდა 290 ხელმოწერა, გაიმართა შეხვედრების ციკლი მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელთან, ვიცე მერთან. მომზადდა აუდიოპოდკასტი ბენეფიციარების მონაწილეობით https://soundcloud.com/changetoempower/o4upeicij6rt
უფლებამოსილი პირების განმარტებით, საკითხი მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ადვოკატირების ჯგუფი განაგრძობს საქმიანობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და ვიცე მერს. საუბარი იყო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის განკუთვნილი სერვისების დაფინანსების შესაძლებლობასა და მოდელზე.
ზუგდიდის მერის განმარტებით, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდება სერვისის დეტალებზე შეთანხმება. განხილული იყო რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია, რომელზე დიალოგიც გაგრძელდება.
შეხვედრა გაიმართა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების ადვოკატირების მიზნით - ქალთა სამშვიდობო კოალიციის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ეს პოსტერები პატარებმა და მშობლებმა ერთობლივად დაამზადეს და თავიანთი გულწრფელი გზავნილებით უთხრეს უარი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.
ასე შეუერთდნენ ინგირის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღი „წითელქუდას“ აღსაზრდელები, მშობლები და პედაგოგები საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობა დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძში. შეიქმნა ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებს აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ საპროექტო აქტივობებში და ხელი შეუწყონ სიახლეების დანერგვას სხვადასხვა თემში.
სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრები კვლევის ჩატარებისთვის ემზადებიან. შეხვედრაზე განაწილდა ფუნქციები და პასუხისმგებლობები, შეირჩა რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.
კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული 16-დღიან კამპანიაში და მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ამ მუშაობით მიღებული შთაბეჭდილებები: რა აქტივობები ჩაატარეს, როგორ დაგეგმეს და რა შედეგები მიიღეს. მათი თქმით, კამპანიამ შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს, სხვადასხვა აქტივობით გამოეხატათ პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის გამო.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
2021 წლის 3 დეკემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.