„ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ მონაწილეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ხონის, ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზირებულ მონაცემთა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი და გაეზიარებინათ სასარგებლო გამოცდილება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ამჯერად, სტუმრები ხონის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის სააგენტოს შემფასებელი ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ფონდი სოხუმის მიერ ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზირებულ მონაცემთა ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მინაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
აღნიშნული კვლევა ხონის მუნიციპალიტეტში 2022 წლის დეკემბერსა და იანვარში ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი სოფელ დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.
ტრენინგზე მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია და მონაწილეებს საკუთარი აზრისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
როგორც დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში (ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი) ქუთაისის მუნიციპალიტეტშიც აქტიურად იმუშავა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა. ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ონლაინ ანკეტირება. შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან და მოხდა შევსებული კითხვარების განხილვა. კვლევის შედეგად გამოვლინდება დევნილი ქალებისა და გოგონების საჭიროებები. შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფი მათ ადვოკატირებაზე იმუშავებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ჩატარდა. თავიდან შეკრებილებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს, შემდეგ კი მოისმინეს ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ.
ტრენინგების ციკლი აპრილში იწყება - მონაწილეობას მიიღებენ ფონდი „სოხუმის“ დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტიდან. მათ შორის იქნებიან ზუგდიდის ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე ისინი გაეცნენ ტრენინგების განრიგს და თემატიკას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ ჩატარდა ანკეტირება, რამ შეუწყო ხელი პროცესის წარმატებით დამთავრებას. მეორე ნაწილში კი ისინი აპრილის გეგმას გაეცნენ. აღინიშნა, რომ ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდება ტრენინგების ციკლი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, რა თემები იქნება განხილული ტრენინგებზე.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგები გაზრდის მათ ინფორმირებულობას, კომპეტენციას, სამოქალაქო აქტივიზმს, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საჭიროებების ინიცირებას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
იძულებით გადაადგილებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების გამოსავლენად ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ანკეტირება ჩაატარა. პროცესში ჩართულნი იყვნენ წყალტუბოს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
ელექტრონულ ფორმატში შევსებულია 40 ანკეტა. უკვე მოხდა ანკეტების განხილვა, რათა ნათლად წარმოჩნდეს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებული საჭიროებები და პრიორიტეტები. ყოველივე ეს საფუძვლად დაედება ამ ცენტრების სოციალური პროფილის შექმნას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ანკეტირება, შეივსო კითხვარები. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფი.
იმისთვის, რომ დასახლების სოციალური პორტფოლიო სრულყოფილად ასახავდეს არსებულ პრობლემებს, დასახლებაში გაიმართა შეხვედრები, განიხილეს შევსებული კითხვარები, მიიღეს დამატებითი ინფორმაცია და მოსახლეობამ კიდევ უფრო ნათლად დაინახა, რა პრობლემების გადაჭრა არის მისთვის პრიორიტეტული.
გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებზეც უნდა დაისვას აქცენტები და საინიციატივო ჯგუფმა მიმართოს თავისი ადვოკატირების სტრატეგია - მაგ., უპატრონო ძაღლების პრობლემა, სადარბაზოებისა და გარე ფასადების რეაბილიტაციის პრობლემა და სხვა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ „პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის“ თემას მიძღვნილ მაღალი რანგის კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიება ჰიბრიდიულ რეჟიმში გაიმართა და მას ქალი პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული 12 საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ ონლაინ ფორმატში ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული, დევნილი და რეგიონებში მცხოვრები ქალების პოლიტიკური გაძლიერების არაპრიორიტეტულობაზე და სწორედ ამ კატეგორიის ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის საჭიროებაზე.