ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ საინფორმაციო ბროშურას: „გენდერული დეზინფორმაცია - მახასიათებლები, ტაქტიკა და ამოცნობის მეთოდები“, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყენება ცრუ და არაზუსტი ინფორმაცია ქალების, განსაკუთრებით საჯარო სფეროში აქტიური ქალების დისკრედიტაციის, დაშინებისა და გაჩუმებისთვის. ბროშურა ასახავს გენდერული დეზინფორმაციის ძირითად მახასიათებლებს და ზოგად ტაქტიკას, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპების გავრცელება, მსხვერპლის დადანაშაულება და ქალთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე თავდასხმა. გარდა ამისა, ბროშურა იძლევა პრაქტიკულ რჩევებს გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობის შესახებ ინფორმაციის, წყაროს, ავტორის გადამოწმების, და სანდო ფაქტების შემმოწმებელი ვებსაიტების (ფაქტ-ჩეკერების) გამოყენებით.

გადმოწერა

 

დოკუმენტში წარმოდგენილია, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, 2024 წლის მარტი-მაისში, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები, რომლებიც ეხება ოჯახში ძალადობას, მისი გამოვლენის ფორმებს და მოძალადის აღქმას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. მოცემული დოკუმენტის ფოკუსია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის გამოვლინებების შეფასება და ძალადობის საფრთხეებისა და რისკების გამოვლენა/ გაანალიზება. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ოჯახში მოძალადის „როლში,“ ძირითადად, გვევლინება ქმარი, ხოლო ძალადობის ფორმებიდან წამყვანია ფსიქოლოგიური ძალადობა; 2024 წელს, ეკონომიკური ძალადობის მაჩვენებელი შემცირებულია 2023 წელთან შედარებით; ამას გარდა, 2023 წელს, თუ ოჯახში ძალადობის მიზეზებს შორის წამყვანი ტენდენცია ნივთიერებაზე დამოკიდებულება იყო, 2024 წელს - რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სექსუალური ძალადობის არცთუ უმნიშვნელო მაჩვენებელი, რომელიც ორი წელია, არ იცვლება (16%).

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე, ნანცო ცხვირაშვილი და საბა ნუცუბიძე განმარტავენ გენდერული დეზინფორმაციის არსს.

მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!

სასტუმრო West Tower Kutaisi-ში ჩატარდა ტრენინგი პედაგოგებისათვის. გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე. მონაწილეები წარმოადგენდნენ 9 მუნიციპალიტეტს (სენაკი, თერჯოლა, სამტრედია, ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, ხობი, ვანი).

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მათ გადაეცათ პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა პედაგოგებისათვის - ხელმისაწვდომია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე: https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/14732-2024-04-19-05-52-14

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის პრევენციას ადრეული იდენტიფიცირების და ინტერვენციის მექანიზმებით. ისინი სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს  და აქტიურად ჩაერთვებიან ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში ჩართული საინიციატივო ჯგუფის წევრები - იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები სხვადასხვა თემიდან (ყოფილი კლინიკური საავადმყოფო, ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმი და შერვაშიძის №58).

შეხვედრის მონაწილეები მზად არიან, ტრენინგებზე და შეხვედრებზე მიღებული  ცოდნა და  გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ თემში მცხოვრებ ადამიანებს და  შეუდგნენ არსებული პრობლემების მოგვარებას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

8 და 9 ივნისს ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით რეგიონული ჟურნალისტებისა და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად პასუხისმგებლიანი გაშუქება. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებულობისა და კვალიფიკაციის ამაღლებას გენდერული დეზინფორმაციისა და გენდერულად მგრძნობიარე  გაშუქების საკითხებზე.  

ტრენინგის პირველ დღეს, 8 ივნისს ესწრებოდა იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების 18 ჟურნალისტი, მათ შორის ტელე და რადიო, ონლაინ მედიასააგენტოების ჟურნალისტები და დამოუკიდებებლი ბლოგერები, ხოლო 9 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 23, 1-ლი-მე-4 კურსის სტუდენტი.

ტრენინგი მონაწილეების მხრიდან შეფასდა, როგორც სასარგებლო და ინფორმაციული. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შეძენილი ცოდნისა და უნარების მნიშვნელობას, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების განხილვამ ხელი შეუწყო პრობლემების უკეთ გააზრებას და გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტური გზების მოძიებას.

აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2024 წლის მარტი-მაისში 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები, რაც ქალთა პირადი უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას ეხება. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. მოცემული დოკუმენტის ფოკუსია ქალთა პირადი უსაფრთხოების ხარისხის შეფასება და იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც მათ საფრთხისა და დაუცველობის განცდას უჩენს. კვლევის შედეგების თანახმად, ქალებისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს სიღარიბე და უმუშევრობა. გასულ წელთან შედარებით გაზრდილია მიგრაციის სურვილი.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ახალი კამპანია დაიწყო გენდერული დეზინფორმაციის შესახებ სლოგანით - „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია“.

კამპანიის ფარგლებში ვაწარმოებთ ინსტაგრამს - womenfundsukhumi. შეგიძლიათ გამოგვიწეროთ და ჩვენს შემეცნებით პოსტებს გაეცნოთ. კერძოდ, თუ რა არის გენდერული დეზინფორმაცია და რა მითები და სტერეოტიპები არსებობს მასთან დაკავშირებით.

გამოგვყევით ინსტაგრამზე - https://www.instagram.com/womenfundsukhumi/

და ასევე ტიკტოკზე - https://www.tiktok.com/@womenfundsukhumi?is_from_webapp=1&sender_device=pc

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები - დევნილი ქალები და გოგონები ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან.

ჯგუფის წევრები ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ტრენინგებზე შეძენილი უნარები და მოტივირებულები არიან თავიანთი პრობლემების მოგვარებისთვის. მათი თქმით, პროექტმა გააძლიერა ყოველი მონაწილე, დაარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. ყოველივე ეს კი აუცილებელი პირობაა ადვოკატირების წარმატებულად წარმართვისთვის.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისის დევნილთა სათემო ცენტრში სამუშაო შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის წევრი, იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები ესწრებოდნენ. ისინი ინფორმირებულები არიან ადვოკატირების საკითხებზე და თავიანთი კომპეტენციის გამოყენებას პრაქტიკაში შეეცდებიან დასახლების პრობლემების მოსაგვარებლად.

ქალებმა აღნიშნეს:

„მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება შესაბამის უწყებებთან წარმატებულ ადვოკატირებაში“.

„როცა პრობლემას ვხედავ, მაშინვე ვიწყებ რეაგირებას, წერილის მომზადებას, ხელმოწერების და ფოტომასალის შეგროვებას, რადგან ვიცი, რომ მეტი მტკიცებულება უფრო მოიტანს წარმატებას“.

„წერილი გვაქვს თავისი მტკიცებულებებით, უკვე სტრუქტურირებულად დავიწყებთ ადვოკატირების პროცესს. თქვენი მხარდაჭერა მეტ მოტივაციას გვაძლევს. იმედი გვაქვს, რომ სირთულის აღმოჩენისას ხელს წაგვაშველებთ!“

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები