შეხვედრები (638)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საბჭოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა. გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები. ამიტომაც გენდერული თანასწორობის საბჭოს გეგმაში აისახა საკითხები სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული „საგზაო რუკიდან“. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საბჭოს მნიშვნელობა 1325-ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზების პროცესში. განსახილველად გამოტანილი გეგმა ერთხმად დამტკიცდა საკრებულოს სხდომაზე გასატანად.
მხოლოდ ქუთაისში ხორციელდება ფონდი „სოხუმის“ პროექტი „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“. მის ფარგლებში მომზადდა გამოცემა „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში.“ პუბლიკაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია პროექტის მონაწილეებს შორის, ამიტომაც გადაწყდა მისი გავრცელება იმ რეგიონებშიც, სადაც ფონდი „სოხუმი“ მუშაობს. იანვარსა და თებერვალში ბროშურები დაურიგდა ჯანდაცვის დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს დასავლეთ საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ლანჩხუთი, ოზურგეთი).
პუბლიკაციის მიზანია, დაეხმაროს სამედიცინო სფეროს მუშაკებს ძალადობის შემთხვევებში სათანადო რეაგირების კუთხით.
კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში გრძელდება სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა. სენაკსა და ოზურგეთში ანკეტირების გზით გამოიკითხა 50 მედმუშაკი. ლანჩხუთისა და ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი სხვადასხვა პროფილის ექიმებთან.
ასე გროვდება ინფორმაცია, რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი, როგორ არის ჩართული რეფერირების პროცესში სამედიცინო რგოლი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა გადაჭრა, გამოკითხულთა აზრით, ხელს შეუწყობს რეფერალური სუბიექტების კოორდინაციას, უფრო ეფექტურს გახდის სამედიცინო პერსონალის ჩართვას ძალადობის იდენტიფიცირების და პრევენციის პროცესში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები: ჯონათან ლეიფს ჰეიესი, გიორგი გაბუნია, ანა ფაშალიშვილი, თამარ ლობჟანიძე. ისინი გაეცნენ გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის კუთხით მუნიციპალიტეტის „საგზაო რუკის“ ფორმირების პროცესს და აღნიშნეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დიდი მნიშვნელობა.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).
ფონდი „სოხუმის“ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით სოფელ ლიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში). ღონისძიებაში სოფელ ლიასა და ფახულანში მცხოვრები ადგილობრივი და დევნილი ქალები და გოგონები, დე-ფაქტო საზღვრის იქით მცხოვრები მოქალაქეები მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საუბარი შეეხო ლოკალიზაციის სამუშაო გეგმას, მის ძირითად პრინციპებს, საკითხებს ადვოკატირებისთვის. განსაკუთრებით გამოიკვეთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილების პრობლემები: უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები, განსახლების პერსპექტივის ბუნდოვანება. დიდი გამოწვევაა თავისუფალი გადაადგილების საკითხი, განსაკუთრებით იმ ოჯახებისათვის, რომელთა შვილები სოფელ ფახულანის სკოლაში გალის ტერიტორიიდან გადმოდიან.
გაიმართა საინტერესო დიალოგი საკითხებზე - როგორ შეიძლება ავაგოთ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ქალთა ჯგუფებსა და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, ხელი შევუწყოთ ინფორმაციას გაცვლას, საჭიროებების დროულ გამოვლენას და ეფექტურ ადვოკატირებას, პარტნიორობის სისტემას, რათა მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები ლოკალიზაციის გეგმაში ასახული სხვადასხვა ადგილობრივი ინიციატივის რეალიზებისათვის.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).
გაეროს რეზოლუცია 1325, პირველ რიგში, კონფლიქტისპირა ადგილებში მცხოვრები ქალების პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაც შედგა შეხვედრა სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - მოწვეულები იყვნენ გამყოფ ხაზთან ახლომდებარე სოფლებში (კოკი, ხურჩა, კახათი, განმუხური, ორსანტია, დიდი ნეძი) მცხოვრები და დევნილი ქალები და გოგონები.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ ყურადღებით მოისმინეს ქალთა საჭიროებები, რომლებიც უკავშირდება გადაადგილებას, ჯანმრთელობას. ამ სხვა პრობლემების მოგვარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი წელი აქტიურად მუშაობდა გენდერული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც 2013 წელს შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით. საბჭოს ბაზაზე იქმნება ოზურგეთის ქალთა საზოგადოებრივი გაერთიანება. ეს გაერთიანება ერთ-ერთი წევრია კოალიციისა „ქალი და მშვიდობა“ და წლის ბოლოს, 27 დეკემბერს საკრებულოს დარბაზში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც, ძირითადად, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გაერთიანებამ გადაწყვიტა, ერთ-ერთი აქცენტი სამშვიდობო საქმიანობაზე გააკეთოს, იმუშაოს ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე. ერთ-ერთი ამოცანა ისიცაა, რომ შემოიკრიბონ დაინტერესებული ადამიანები მთელი გურიიდან (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) - სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ახალგაზრდები.
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.
ახალგაზრდულ კლუბ „ორბიტის“ წევრებთან ჩაატარა დისკუსია ოზურგეთის განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა.
- როცა კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მიზეზი სიძულვილის ენაა. ამიტომაც ავირჩიეთ დისკუსიისთვის აქტუალური თემა: „როგორ შევცვალოთ სიძულვილის ენა?!“ - აღნიშნა მოდერატორმა გიორგი ჩხაიძემ.
შეკრებილებმა ბევრი ილაპარაკეს სიძულვილის ენაზე - პოლიტიკაში, მასმედიაში, კონფლიქტურ მხარეებს შორის, სოციალურ ქსელებში...
გამოსავალზეც ფიქრობდნენ ხმამაღლა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ოჯახში, სკოლაში, თავიანთ საურთიერთობო გარემოზე მოახდინონ გავლენა, არ დაუშვან სიძულვილის ენა.
შეხვედრის ბოლოს ჭადრების ხეივანში სამშვიდობო მესიჯად ფრანები გაუშვეს...
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.
კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოებები, გაუცხოებული თაობები, ნდობის აღდგენა, ურთიერთობის პერსპექტივები... ამ და უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრეს მეწარმე ქალთა ფონდში შეკრებილებმა. განსახილველად წარმოდგენილი იყო აქტუალური თემა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ქალის როლი მის ტრანსფორმაციაში“.
მოხსენებებში კარგად იქნა გახსნილი მთავარი სათქმელი: პრობლემები ოფიციალურ მოლაპარაკებებში, დღევანდელობის სირთულეები, სახალხო დიპლომატიის და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის აქტუალობა. დისკუსიის დროს სტუმრებმა არაერთი წინადადება და რეკომენდაცია გააჟღერეს, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა ინტეგრაციას, მხარეთა შორის ურთიერთობების აღდგენას, კონფლიქტის ტრანსფორმაციას და ქალთა შესაძლებლობების მეტ გამოყენებას...
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.
რა არის მშვიდობა? რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულს მშვიდობისთვის?
ხონის ქალთა კლუბის წევრებმა მორიგი შეხვედრა სამშვიდობო საკითხებს მიუძღვნეს. სხვადასხვა ასაკის, სქესის, პროფესიის ადამიანებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. უამრავი პრობლემა წარმოჩინდა: „სიძულვილის ენა“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბულინგი, ქალების მიგრაცია და მისგან გამოწვეული პრობლემები, თაობათა შორის კონფლიქტები...
ითქვა, რომ ყველა პრობლემაზე შეიძლება გავლენის მოხდენა - იმ სფეროში, სადაც ვმუშაობთ, ოჯახებში, ჩვენს კუთვნილ სამყაროში. მთავარია, გულგრილები არ უნდა ვიყოთ, სხვისკენ არ გავიშვიროთ ყოველთვის ხელი და ჩვენი მისია გავაცნობიეროთ...
მომზადდა ვიდეორგოლი სამშვიდობო თემაზე. ვიდეორგოლში მოხვდა საინფორმაციო შეხვედრის კადრებიც.
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.