შეხვედრები (638)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის თემა - „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შედგა საუბარი ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული გზამკვლევის ირგვლივ. დამსწრეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, მოისმინეს სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილება. აღინიშნა გამოცდილების დეფიციტი საჭიროებათა კვლევების, მონიტორინგის, მონაცემთა ბაზის შექმნის კუთხით. გაიმართა დისკუსია, როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება.
მონაწილეებმა განიხილეს ხონის გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც მომდევნო სხდომისთვის კიდევ ერთხელ შეჯერდება და საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება. იმსჯელეს, როგორ უნდა დაინერგოს ადგილობრივ დონეზე გენდერული მიდგომები.
მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრუქტურა, შემადგენლობა და გაეცნენ სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ უნდა დაინერგოს ადგილობრივ დონეზე გენდერული მიდგომები. მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება.
შეხვედრის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. სამოქმედო გეგმაში აისახა: საბჭოს სტრუქტურა, ინსტიტუციური განვითარება, ტრენინგები გენდერულ საკითხებზე, გენდერული პროგრამები ადგილობრივ ბიუჯეტში, გენდერული სტატისტიკის შექმნა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის, „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
ფონდმა „სოხუმმა“ პირველად მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა საჩხერეში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგენლები და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. შეხვედრა შედგა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში. შეკრებილებმა მოისმინეს, რა მნიშვნელობა აქვს გენდერული თანასწორობის საბჭოს გენდერული პოლიტიკის დანერგვისთვის ადგილობრივ დონეზე. განიხილეს ფონდი „სოხუმის“ შემუშავებული სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ბაღდათის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დარბაზში გაიმართა ფონდი „სოხუმისა“ და გენდერული თანასწორობის საბჭოს საინფორმაციო შეხვედრა. შეკრებილებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე, სხვა მუნიციპალიტეტების საბჭოების მუშაობაზე.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვას. გამოიყო ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ღონისძიებები.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა ივნისში ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გენდერული ანალიზი გააკეთა, რისთვისაც ორივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები მერიის და საკრებულოს სხვადასხვა კომისიის წარმომადგენლების ჩართულობით. ასევე გაიმართა ჩაღრმავებული ინტერვიუები ექსპერტებთან. შეხვედრებზე გამოიკვეთა ის პროგრამები, რომლებიც გენდერული თვალსაზრისით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არის შეტანილი, ასევე პროგრამები, რომლებიც ამ ჭრილში დახვეწას საჭიროებენ. ანალიზის დოკუმენტი და რეკომენდაციები წარედგინება ორივე მუნიციპალიტეტს.
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან.
შეხვედრაზე იმსჯელეს ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებულ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევზე, კერძოდ: გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა ადგილობრივ დონეზე, რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, რას ნიშნავს გენდერული აქცენტები ბიუჯეტში და ა.შ. განიხილეს აგრეთვე გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო გეგმის პროექტი. გამოიკვეთა ის მიმართულებები, რაზეც საბჭომ უნდა იმუშაოს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
შესაძლებლობა - სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა იმუშაონ სამშვიდობო კუთხით, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და სამშვიდობო განათლებისთვის, ითანამშრომლონ და ერთმანეთს გაუზიარონ მოწინავე პრაქტიკა, მიღებული გაკვეთილები როგორც ინტერნეტში, ასევე ავტონომიურ რეჟიმში. აგრეთვე განიხილონ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. ამ მიზნით 28-31 მაისს თბილისში ჩატარდა რეგიონული სამშვიდობო პლატფორმის მეორე შეხვედრა.
პლატფორმაში შევიდა ორი ორგანიზაცია სომხეთიდან, ორი - საქართველოდან და ერთი - ყირგიზეთიდან. შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს თანამშრომლობის მემორანდუმი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია და ასისტენტი ლარისა შენგელია.
არასამთავრობო ორგანიზაციათა პარტნიორობა, ორგანიზებული ორგანიზაცია „ქალები განვითარებისათვის“ მიერ (სომხეთი) BfdW (გერმანია) მხარდაჭერით




ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
შეხვედრაზე მოხდა ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის, მისი ზოგადი პრინციპების გაცნობა. გაიმართა საინტერესო დისკუსია მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს საჭიროებებზე, რომლებიც იკვეთება სოციალური პოლიტიკის მეტი ეფექტურობის კუთხით.
როგორც გამოჩნდა, მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების დანერგვის, ქალების, ახლგაზრდების, განსაკუთრებით ხანდაზმულების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების შეფასებით, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ადვილია იქ, სადაც არის სამართლიანი, მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული სოციალური პრაქტიკა, რისი მაგალითიც ბლომად არის ტყიბულში - ორგანიზაცია PIN-ის სოციალური ჩართულობის პროექტის დამსახურებით, რომელსაც დახვდა შესაბამისი პოლიტიკური ნება ადგილობრივი თვითმმართველობისგან.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდმა „სოხუმმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა. თემა - „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში (გენდერული მეინსტრიმინგი)“. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, სამოქალაქო ჯგუფების გარდა, შეხვედრას დაესწრნენ ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხდა ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის პრინციპების და ოთხი ძირითადი მიმართულების გაცნობა: რა საკითხები უნდა აისახოს ადგილობრივ პოლიტიკურ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში, ვინ შეიძლება იყვნენ გზამკვლევის მომხმარებლები.
მრგვალ მაგიდაზე გაიმართა საინტერესო დისკუსიები მუნიციპალიტეტების გენდერულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, გამოცდილებებსა და გამოწვევებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს საჭიროებებზე, რომელიც იკვეთება პერსონალის გენდერული განათლების, გენდერული ბიუჯეტირების, საჭიროებათა კვლევების მეთოდოლოგიის კუთხით და ხაზი გაუსვეს კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის აუცილებლობას. გამოიკვეთა სამომავლო მუშაობის კონტურები. გაჟღერდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მონაწილეთა აზრით, აუცილებლად აისახება ქალთა ახალგაზრდების, და სხვა ჯგუფების მდგომარეობაზე.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით