კლუბები (151)
ახალგაზრდული კლუბები გაიმართა წყალტუბოს მე-3, ფოთის მე-7 და სოფელ ივანდიდის (ხონის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.
საინფორმაციო შეხვედრებზე ისაუბრეს ეთიკის ნორმებსა და შინაგან კულტურაზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, გამოხატეს თავიანთი პოზიციები. როგორც აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები შედეგიანია, რადგანაც მათი ფორმატი განსხვავდება გაკვეთილის ფორმატიდან - თავისუფალი გარემო დისკუსიის კულტურას, პროგრესულ აზროვნებას უყალიბებს ახალგაზრდას და ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს.
კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ კლუბებში - სენაკის 1-ლ და ხონის 1-ლ საჯარო სკოლაში, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
ახალგაზრდები ინტერესით შეხვდნენ ტრეფიკინგის თემის განხილვას, ისაუბრეს ეკონიმიკურ პრობლემებზე, რაც ხშირად იწვევს ძალადობას, მიგრაციას და ტრეფიკინგს.
- ამ პრობლემას ნაკლები ყურადღება ექცევა, სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ საზღვარგარეთ წასული ადამიანების დიდი ნაწილი არასახარბიელო, უღირს პირობებში იმყოფება და, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლია, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
როგორც შეხვედრებზე ითქვა, სწორედ ამიტომ, პრევენციის მიზნით არის საჭირო მსგავსი თემების განხილვა ახალგაზრდებთან, რათა მათ გაარკვიონ უცხოეთში სამუშაოდ წასვლის დადებითი და უარყოფითი მხარეები, იცოდნენ კანონმდებლობა, დამცავი მექანიზმები.
გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები - ამ თემაზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები სენაკის მე-7 სკოლაში, წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლაში და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ახალგაზრდებისთვის ეს თემა არ არის ახალი, ამიტომ ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში.
მონაწილეთა მოსაზრებებიდან:
„მე მომწონს მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები, სადაც ბევრ საჭირო სიახლეს ვგებულობ.“
„მე მინდა, რომ ჩემმა თაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გენდერულად თანასწორი საზოგადოების შექმნაში. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ამ პროცესს“.
კოკის საჯარო სკოლაში და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები საერთო თემით - ოჯახში ძალადობა, მისი მიზეზები და პრევენციული მექანიზმები.
კოკში მოწვეულნი იყვნენ ორსანტიის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თვითონ გამოხატეს დასწრების სურვილი. ახალი წევრები მალე გააქტიურდნენ და ინტერესით ჩაერთნენ თემის განხილვაში.
ხონის ახალგაზრდობა კარგად იცნობს საკითხს და მათთან მუშაობა შედარებით ადვილია. იყო საინტერესო მაგალითები, აქტიური დისკუსია, დაფიქსირდა ინიციატივები.
„სანამ კანონი ცალკე იქნება და საზოგადოება - ცალკე, პრობლემა არ მოგვარდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული შეხვედრა მიეძღვნა ტრეფიკინგის მიზეზებს და დამცავ მექანიზმებს. ამ აქტიურ ახალგაზრდულ კლუბში მოწვეული იყო სამი ახალი წევრი. დისკუსიაში ისინიც ჩაერთნენ. აღინიშნა, რომ გადაადგილება და მოგზაურობა დიდი რისკია, თუ ადამიანი სწორად არ არის ინფორმირებული.
ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფიქრობს ქვეყნის გარეთ გამგზავრებაზე - სწავლის, დასვენების თუ მუშაობის მიზნით. ამიტომ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბებისთვის აქტუალური გამოდგა საინფორმაციო შეხვედრების თემა - ტრეფიკინგი როგორც ძალადობის ფორმა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები.
შეხვედრების ადგილები იყო: წყალტუბოს 1-ლი, ფოთის მე-7 და კოკის (ზუგიდიდს მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლები.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ საკითხის განხილვაში. ისაუბრეს უვიზო რეჟიმზე, მიგრაციაზე, მის მიზეზებზე, ტრეფიკინგის საფრთხეებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაცვის მექანიზმებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. როგორც შეხვედრებიდან გაირკვა, ეს მართლაც საყურადღებო საკითხია ახალგაზრდებისთვის.
ადვოკატირების როლი და მნიშვნელობა - ამ აქტუალურ საკითხზე გაიმართა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები აპრილის თვეში.
მუშაობამ აჩვენა, რომ ეს თემა საინტერესო და ამავე დროს საჭიროა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებს. მოიყვანეს ადვოკატირებასტან დაკავშირებული მაგალითები. მათი თქმით, პრობლემის ადვოკატირება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგს იძლევა. შეხვედრებზე აღინიშნა, რა პრობლემების წამოწევას ფიქრობენ და ერთგვარი კონსულტაციებიც მიიღეს.
შეხვედრები ჩატარდა ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში და ხონის კერძო სკოლაში.
საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. ერთ-ერთი შეხვედრა იყო კერძო სკოლაში „ღონე ქვეყნისა“, მეორე კი - კერძო სკოლა „პროგრესში“.
ამ სკოლებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოდგენები გამართეს.
მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათი აზრით, ყველა ფორმით უნდა ვუთხრათ ძალადობას „არა!“
ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში და ქუთაისის მე-6 სკოლაში.
იყო საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიები სხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანების შესახებ, საუბრები რელიგიაზე, შერეულ ოჯახებზე. ზოგიერთმა შედარებით აგრესიულმა ახალგაზრდამ სხვა კუთხით გააანალიზა პრობლემები. ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს თანამედროვე, თავისუფალი, ტოლერანტული ახალგაზრდობის ჩამოყალიბებას, რომელიც შეცვლის საზოგადობას უკეთესობისკენ.




21 ოქტომბერს გაიმართა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. პირველ საკითხად გატანილი იყო ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ. სხდომას ესწრებოდა კლუბის წევრები, მაჟორიტარი-კანდიდატი ლია გვენეტაძე და ქალბატონები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო კომისიების მუშაობაში. მათ თავიანთ საარჩევნო გამოცდილებაზე ისაუბრეს.
კლუბზე აღინიშნა, რომ ქალები ამჯერადაც სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში. ამიტომ, მათი მოსაზრებით, მეტი მუშაობაა საჭირო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ მეტი ქალი მოხვდეს გადაწყვეტილების მიღების დონეზე.
მეორე საკითხი იყო პრობლემების შერჩევა ადვოკატირებისთვის. კლუბს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმედია, რომ ადვოკატირების პროცესი შედეგიანად დასრულდება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით