ეთიკური ნორმები და პიროვნული კულტურის ფორმირება, როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტი - ამ აქტუალურ თემაზე ისაუბრეს ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ხონის მე-3 და სენაკის მე-4 სკოლაში და ქუთაისის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

თემამ თავიდანვე გამოიწვია  ინტერესი. ცხოვრებისეულმა მაგალითებმა მეტი გულწრფელობა და გახსნილობა შემატა ახალგაზრდებს და ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს:

„მსგავსი თემების განხილვა დადებითად მოქმედებს ჩვენს ცნობიერებაზე, დამოკიდებულებაზე სხვადასხვა საკითხის მიმართ“.

„მე მომწონს ეთიკის ნორმების დაცვა, რაც დაკავშირებულია ძალადობის  პრევენციასთან“.

„საინტერესო და მჭიდრო კავშირია ეთიკასა და ძალადობას შორის და კარგია, რომ ეს დავინახეთ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მაისის დასაწყისში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის სამი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს ეთიკის, ესთეტიკის, სქესობრივი აღზრდისა და ნაადრევი ქორწინების საკითხებზე.
1 მაისს წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში 18 ახალგაზრდა შეიკრიბა (ესწრებოდა 4 მშობელიც) და მათი აქტიურობით საინტერესო დისკუსია გაიმართა.
როგორც აღინიშნა, ერთ-ერთი კლასიდან ორი გოგონა გათხოვდა, ამიტომ აუცილებელია ასეთი აქტუალური თემების განხილვა, ინფორმირება მსგავს თემებზე, რაც სხვა კუთხით  დაანახებს ახალგაზრდებს პრობლემებს.
კოკის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრაში 4 მაისს მონაწილეობა მიიღო 15 ახალგაზრდამ. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე 3 მოსწავლე ორსანტიის სკოლიდან. დისკუსიაში ყველა აქტიურად ჩაერთო.
ერთგვარი „უხერხული თემების“ მიუხედავად, იყო თავისუფალი სივრცის შეგრძნება და ახალგაზრდების გულწრფელობა.
მესამე შეხვედრა 5 მაისს ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. თემამ ცოტათი დაძაბა  აუდიტორია. მოსწავლეთა ნაწილი ამბობდა, რომ აუცილებელია მსგავს თემებზე შეხვედრები, ნაწილი კი წინააღმდეგი იყო. თუმცა მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, გულახდილად ისაუბრეს პრობლემებზე, განსაზღვრეს ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ოჯახში ძალადობის პრობლემები, გენდერული ძალადობა, ნეგატიური შედეგები და პრევენციული მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის - ამ და სხვა საკითხებზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს მე-4 და მენჯის საჯარო სკოლებში, ქუთაისის ბავშვთა სოფელში.

ახალგაზრდებმა საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, ისაუბრეს ტრადიციებზე, ქალის როლზე ქართულ ოჯახში, ძალადობის მიზეზებზე, თანაბარუფლებიან საზოგადოებაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
2ფოთის მე-7 სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა  12 მოსწავლის მონაწილეობით.
შეხვედრაზე საუბარი იყო ფემინისტურ მოძრაობაზე, ქალთა სოლიდარობაზე თავიანთი უფლებების დაცვისათვის.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა ინფორმაციული დეფიციტი განსახილველი თემების გარშემო. ამიტომ დროის დიდი ნაწილი ძირითად თემას დაეთმო.
მონაწილეებმა შემდგომი შეხვედრების სურვილი გამოხატეს, რაც გარკვეულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
 
პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა, მასში მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ.
როდესაც საუბარი დაიწყო ქალთა უფლებების დაცვაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ძალადობის თემა ჩვენთვის უცნობია. კოკი ძალიან მშვიდი სოფელია, სადაც არ ხდება ძალადობის ფაქტები, არ არის ქალის დისკრიმინაცია“.
შეხვედრამ დაამსხვრია მითი, რომ 8 მარტი ქალთა დღესასწაულია და დააფიქსირა, რომ საკუთარი უფლებების ცოდნა და სოლიდარობა თავდაცვის საუკეთესო იარაღია.
ეს შეხვედრა იმის ნიშანია, რომ სამუშაო ჯერაც ბევრია.

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდული კლუბის კიდევ სამ შეხვედრაზე განიხილეს ტრეფიკინგის თემა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.
შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 და  სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
ქალთა მიგრაცია და მასთან დაკავშირებული ტრეფიკინგის თემა მეტნაკლებად ნაცნობია ახალგაზრდებისათვის, მაგრამ შეხვედრებმა კონკრეტული და საჭირო ინფორმაცია მისცა თითოეულ მათგანს.
იყო საუბარი სტატისტიკაზე, კანონზე ტრეფიკინგის შესახებ, მისგან დამცავ მექანიზმებზე.
შეხვედრებმა აქტიურად ჩაიარა და თითოეულ მონაწილეს დაუტოვა არა მარტო საფიქრალი, არამედ კონკრეტული ინფორმაცია და სამომავლო რჩევები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეთიკის, ესთეტიკის, სქესობრივი აღზრდისა და ნაადრევი ქორწინების პრობლემებზე ახალგაზრდული კლუბების კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად - სენაკის მე-7 სკოლაში, ფოთისა და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
თემები აქტუალური აღმოჩნდა მონაწილეებისათვის. ამიტომაც გაიმართა აქტიური, გულახდილი დისკუსიები. ახალგაზრდები ავლებდნენ საინტერესო პარალელებს, მოჰყავდათ ცხოვრებისეული მაგალითები.
შეხვედრები ახალგაზრდების დაინტერესების საწყისად იქცა. მთავარი შედეგი კი ის არის, რომ მათ გაუჩნდათ სურვილი, თვითონვე ეძებონ ინფორმაციები ამ საკითხების შესახებ და შემდგომ თანატოლებს ჩაუტარონ საინფორმაციო შეხვედრები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

მაისში დაგეგმილი კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდულ კლუბებში ეთიკის და ესთეტიკის ნორმებსა და სქესობრივი აღზრდის თემაზე - ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში, ქუთაისის ბიბლიოთეკაში და სენაკის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში

შეხვედრებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მონაწილეებმა - გოგონებმა და ბიჭებმა - საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, გულახდილად ისაუბრეს არაფორმალური განათლების მიღების და ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
სექტემბერში ახალგაზრდული კლუბების პირველი სამი  შეხვედრა ჩატარდა წყალტუბოში, ქუთაისსა და ხონში. ბევრი პირველად მონაწილეობდა შეხვედრაში.
თემები: გენდერული საზოგადოების შექმნა, კანონი და რეალობა. სიტუაცია საქართველოში გენდერული ძალადობის კუთხით.
ახალგაზრდები საუბრობდნენ მათთვის ნაცნობ საკითხებზე, განსაკუთრებით - ტრადიციების მნიშვნელობაზე... მათი აზრით, ზოგიერთი მავნე ტრადიცია  ხელს უწყობს ოჯახის ნგრევას, გენდერულ ძალადობას.
შეხვედრებზე საინტერესო, აქტიური დისკუსიები გაიმართა. იყო თემების მიმართ ინტერესი და თავისუფალი გარემო, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდების განვითარებაზე. სწორედ ეს არის ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შედეგი.
 
  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აპრილში სპეციალურად შემუშავებული ღია ტიპის კითხვარით ჩატარდა კვლევა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში. რესპონდენტთა რაოდენობა იყო 90 ადამიანი, კვლევის მიზანი კი - მუშაობის დადებითი შედეგების წარმოჩენა.

ფოკუს-ჯგუფებში გამართულმა გამოკითხვამ აჩვენა კლუბების ეფექტური საქმიანობა და გავლენა არა მარტო კლუბის წევრებსა და აქტივისტებზე, არამედ მათ ოჯახებსა და თანატოლებზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები