კლუბები (151)
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და საკრებულოს დეპუტატები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ნანა ალანია და ელისო ცაგურია.
სხდომაზე შეკრებილმა ქალბატონებმა ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრეს.
სოფელ თეკლათის ბაღის მეთოდისტმა საკრებულოს დეპუტატებს მადლობა მოახსენა იმისათვის, რომ ბაღს უფროს ჯგუფელთათვის გადასცეს კლუბის წინა სხდომაზე დაპირებული 5 სამეცადინო მაგიდა.
ამჟამად მიმდინარეობს სხვა პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება.
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს მემორანდუმი, რომელიც მმართველი პარტიის საოლქო ორგანიზაციას უნდა წარედგინოს ხელმოსაწერად. ასევე ისაუბრეს პარტიის პროგრამის სოციალურ ნაწილზე. გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი, კლუბის სახელით მომზადდება ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული კონკრეტული რეკომენდაციები.
კლუბის ინიციატივით და გამგეობის დახმარებით, ინკლუზიური ბავშვები თოჯინების თეატრის წარმოდგენას დაესწრნენ. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათთვის და ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა.
კლუბის მოდერატორი და ასისტენტი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან ცოტნე ზურაბიანს, რომელმაც გამოხატა კლუბთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
წყალტუბოში ამომრჩეველ ქალთა კლუბი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა - გაიმართა კონფერენცია, რომლითაც გაიხსნა კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ახალგაზრდები.
მონაწილეებმა მოისმინეს კამპანიის ისტორია. ფსიქოლოგისა და იურისტის მოხსენებები ეხებოდა ძალადობის სავალალო შედეგებს მოზარდებზე. მოეწყო ახალგაზრდების პრეზენტაცია თემაზე „არა - ძალადობას“. დაფიქსირდა მათი მოსაზრებები ძალადობის პრევენციისთვის.
შეხვედრამ მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით


ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა მიეძღვნა 2017 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შესული სოციალური პროგრამების განხილვას. პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია წარმოადგინა ცინარა ჯობავამ - გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა სოციალურ საკითხებში.
აღინიშნა, რომ ადგილობრივი პროგრამების ბენეფიციართა უმრავლესობა ქალია - თითქმის 90%. სოციალური პროგრამები ითვალისწინებს მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების, ობოლი ბავშვების ფინანსურ დახმარებას, აგრეთვე ფინანსურ დახმარებას მესამე და მეტი შვილი გაჩენის შემთხვევაში და ა.შ.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ორსული ქალების მხარდაჭერაც, რადგან ექიმთან დროულ ვიზიტსა და გამოკვლევაზე დიდადაა დამოკიდებული ჯანსაღი თაობის დაბადება.
და ყველაზე მთავარი სიახლე - ადგილობრივ ბიუჯეტში წელს პირველად ჩაისვა გარკვეული თანხა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ერთჯერადი დახმარებისთვის.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
სენაკში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. წევრების გარდა სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები ნანა ალანია და ინგა ქარდავა.
მონაწილეები გაეცნენ ახალ პროექტს „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“, მის მიზნებს, ამოცანებს და აქტივობებს.
გაიმართა ადგილობრივი პროგრამების განხილვა. შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული პრობლემები და დეპუტატებთან ერთად იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
2 თებერვალს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ამ წლის პირველი ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ალანია და საბჭოს აქტიური წევრები: ინგა ქარდავა და ელისო ცაგურია.
კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამების შესახებ.
დისკუსიის დროს კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს მოახსენეს სხვადასხვა სახის პრობლემების შესახებ: სოციალური სტატუსის აღდგენა, საბავშვო ბაღების მომარაგება ინვენტარით, გაზიფიცირება...
საკრებულოს დეპუტატებმა ყველა პრობლემა განიხილეს, ჩაინიშნეს და შეკრებილებს უახლოეს მომავალში შეპირდნენ მათ მოგვარებას.
ეს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია გენდერული საბჭოს ხელშეწყობით.
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მორიგ სხდომაზე საკონსტუტიციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ისაუბრეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
სხდომაზე განიხილეს კონფერენციის საკითხებიც. კონფერენცია ფონდი „სოხუმის“ პროექტის შეჯამებას ისახავს მიზნად და ივნისის ბოლოს გაიმართება ქუთაისში.
თებერვლის შეხვედრები ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემას მიეძღვნა: ბავშვთა უფლებები და მშობელთა უფლებები. ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა წყალტუბოში, სენაკში და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
მოსწავლეებმა მოიყვანეს უამრავი მაგალითი ცხოვრებიდან, სოციალური ქსელებიდან. აქცენტი გააკეთეს სკოლის პრობლემებზე, პედაგოგების დამოკიდებულებაზე მოსწავლეების მიმართ. მათ ასევე ისაუბრეს მშობელთა უფლებებისა და მასწავლებლებთან ურთიერთობების შესახებ.
„უფლებების ცოდნა არ არის მთავარი. მთავარია მათი გამოყენება და ეს შეხვედრები ხელს უწყობს მსგავსი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ.
ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე ქალბატონებმა ისაუბრეს 2016 წლის არჩევენების პირველი ტურის შედეგებზე და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
საუბარი შეეხო გენდერულ კვოტირებას, პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა თემის ასახვას.
შეხვედრის მონაწილეებისგან შეირჩა ადვოკატირების ჯგუფი. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს წერეთლის ქუჩაზე არსებულ საბავშვო ბაღის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილების პრობლემების შესწავლა და მოგვარება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით