კლუბები (151)
ეთიკის და ესთეტიკის ნორმებს და სქესობრივ აღზრდას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე.
წყალტუბოს 1-ლ სკოლაში მონაწილეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ. მათი აზრით, ამ საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.
ფონდმა „სოხუმმა“ პირველად ჩაატარა შეხვედრები ხონის ბიბლიოთეკაში და სოფელ განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). მონაწილეებმა გაიგეს ახალგაზრდული კლუბების მუშაობის შესახებ და ჩართვის სურვილი გამოხატეს. ისაუბრეს ეთიკისა და ესთეტიკის ნორმებზე. იმაზე, რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი და იმაზეც, რისი დეფიციტი გააჩნია ახალგაზრდა თაობას.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს მოქმედი დეპუტატები: ნანა ალანია, დინარა ხუხუა და ინგა ქარდავა. საგულისხმოა, რომ ყველა მათგანი კენჭს იყრის ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში.
დეპუტატმა ქალებმა ისაუბრეს მიმდინარე ადგილობრივ პროგრამებზე, რომელთა დანერგვასაც მათ შეუწყვეს ხელი, აგრეთვე შედეგებზე და მომავლის გეგმებზე.
სხდომაზე განხილულ იქნა ადვოკატირების საკითხები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები.
კლუბის შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი და წევრები. მათ შესთავაზეს კლუბის წევრებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. დაისახა ერთობლივი მუშაობის სტრატეგია.
შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმო შემაჯამებელი კონფერენციის მოსამზადებელ სამუშაოს. კონფერენცია გაიმართება თვის ბოლოს ქუთაისში, ამომრჩეველ ქალთა ყველა კლუბის წარმომადგენლის მონაწილეობით.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. მათ კლუბს გააცნეს თავიანთი სამოქმედო გეგმა, ისაუბრეს საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაშიც ჩართვა თხოვეს კლუბის წევრებს.
შეხვედრაზე კონსულტაცია გაეწია ოჯახში ძალადობის ორ მსხვერპლს. მოხდა მათი გადამისამართება შესაბამის სტრუქტურებში.
ითქვა ისიც, რომ საბჭოს მიერ ადვოკატირებული საკითხი უკვე გადაიჭრა - ანუ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2017 წლის ბიუჯეტში გამოყო თანხა ბენზეს დასახლებაში საბავშვო ბაღის აშენებისთვის.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგმა სხდომამ განსაკუთრებული ინტერესით ჩაიარა. სხდომაზე მოწვეული იყო ლელა ქელბაქიანი - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ამ შეხვედრას კლუბის წევრები საგანგებოდ ელოდნენ და შეკითხვებიც მოამზადეს. ქალბატონმა ლელამ შეკრებილებს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამები გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა. სხდომაზე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე, რაც კლუბისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები მორიგი დღის წესრიგით შეიკრიბნენ. ადვოკატირების ჯგუფმა წარადგინა ჩატარებული საქმიანობის მოკლე ანგარიში და ჩაინიშნა ახალი საკითხებიც, რომლებიც კლუბის წინაშე დაისვა ქალთა ჯგუფების მიერ. სხდომაზე მოწვეულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე აუცილებლად მოხდება რეაგირება და მადლობა გადაუხადა მათ სამოქალაქო აქტივობისა და ადგილობრივ სოციალურ პოლიტიკაში მონაწილეობისათვის.
კლუბის წევრებმა ასევე გამოკვეთეს საკითხები, რომელთა ადვოკატირება უნდა მოხდეს ცენტრალურ სტრუქტურებთან, კერძოდ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
უკუკავშირმა გამოკვეთა კლუბის წევრების ხედვა სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო პოლიტიკურ პარტიებთან კლუბის საქმიანობის პრეზენტაციას. შეხვედრაზე მოწვეული იყო რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, კლუბის მიმართულებებს. განხილულ იქნა პარტიებთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა, ქალთა გააქტიურებისა და მათი პრობლემების მოგვარებისათვის. პარტიების წარმოამდგენელთა მხრიდან დაფიქსირდა კლუბთან თანამშრომლობის მზადყოფნა.
კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო იმ ცვლილებების განხილვას, რომლებიც შევიდა ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებში. ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის გამოყოფილ თანხებზე.
შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სკოლის სპეციალიზირებული პედაგოგი. მან კლუბს სთხოვა, ადვოკატირება გაეწია ამ კატეგორიის მოსწავლისთვის, რომელსაც არ ეძლევა დახმარება, რადგან არაინფორმირებულობის გამო მშობელმა დროულად არ მოამზადა საჭირო დოკუმენტები. შეხვედრაზე შემუშავდა პრობლემის ადვოკატირების გეგმა, შეიქმნა პასუხისმგებელი ჯგუფი.
ასევე გაიმართა შეხვედრა წამყვანი პარტიის წარმომადგენლობასთან. იგეგმება მემორანდუმის გაფორმება, რაც მიმართული იქნება პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ქალთა საჭიროების ასახვისა და პარტიულ სიებში ქალთა რაოდენობის გაზრდისკენ.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, საიას ბათუმის ფილიალის იურისტთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ადგილობრივი საკითხები, რომელთა ადვოკატირებაა საჭირო. დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე გაგრძელდა მსჯელობა წინა თვეში დასმულ საკითხზე - ლერმონტოვის 107-ში გადახურვის და სარდაფის დაბინძურების პრობლემა. მოწვეულმა სტუმარმა - აიპი კორპუსების წარმომადგენელმა ისაუბრა არსებულ პროგრამებზე და პრობლემის მოგვარების გზაზე.
შეხვედრაზე დაიგეგმა 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კლუბის ჩართულობა. გაიწერა კონკრეტული ღონისძიებები.
შეხვედრას ესწრებოდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლია შაქარიშვილი, რომელმაც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრობის სურვილი გამოთქვა.ის დაინტერესებულია საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნით,ამასთან დაკავშირებით მან კონსულტაცია გაიარა ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, რომლებიც ამჟამად კლუბში არიან გაერთიანებულნი.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით