კლუბები (151)
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ახალგაზრდული კლუბის შეხვედრაზე გოგონებმა საყვედურით თქვეს, რომ ბიჭებმა არ მიულოცეს 8 მარტი, რაზეც ბიჭებმა განაცხადეს, რომ 8 მარტი არ არის დღესასწაული - ის არის სოლიდარობის, უფლებების დაცვის დღე.
„ყვავილი არა მარტო 8 მარტს, არამედ ყოველდღე უნდა აჩუქო,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ვაჟმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ბევრი საინტერესო ცხოვრებისეული მაგალითი მოიყვანეს და აქტიურად იმსჯელეს ფემინიზმისა და ქალთა სოლიდარობის თემაზე.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა ადვოკატირება ჩატარდა და ახალ ბენეფიციართა საჭიროებები და მათი პრობლემების ადვოკატირების სტრატეგიაც განსაზღვრეს. სხვა საკითხებთან ერთად გადაწყდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შშმ პირთათვის უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის საკითხის ადვოკატირება.
კლუბის სხდომაზე მოხდა ინფორმაციის გავრცელება თვითმმართველობის სოციალური პროგრამების შესახებ. კლუბის ადვოკატირების ჯგუფი ადგილზე ეწვევა თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს, რათა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია არსებულ პროგრამებზე და იმ ჯგუფებს, რომლებიც მოიაზრებიან ბენეფიციარებად, დაეხმაროს ამ პროგრამებით სარგებლობაში.
ითქვა, რომ ქალთა კლუბი და გენდერული საკონსულტაციო საბჭო სწორედ მოქალაქეების, პირველ რიგში, ქალთა ჯგუფების კომუნიკაციის ხელშეწყობას ცდილობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
ბათუმში, „მეგობრობის სახლში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლუბის განახლებულ მუშაობას და სამომავლო გეგმებს, ახალი პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე. იყო აზრთა და იდეათა გაზიარება ნაყოფიერი მუშაობისთვის. მათთვის მთავარია, არ განელდეს ის მუხტი, რაც კლუბის აქტივს გააჩნია და რაც ასე მნიშვნელოვანია ბათუმისათვის.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა ურეხის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებლის პრობლემის ადვოკატირება დაიწყო. ოჯახს უკიდურესად უჭირს, სოციალური დახმარება მოეხსნა და ყველანაირად უყურადღებოდაა მიტოვებული. ოჯახში არის შშმ პირი, რომელიც სპეციალური მოვლას საჭიროებს. პირველად საჭიროებად დგას სახლის გადახურვა. შეხვედრაზე სპეციალურად იქნა მოწვეული ზაზა ხიმშიაშვილი - მერის წარმომადგენლის თანაშემწე. მან აღნიშნა, რომ დახმარებას გაუწევს პრობლემის გადაჭრაში.
შეხვედრას ესწრებოდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი. მისი პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ამ ოჯახის უზრუნველყოფა ყოველდღიური კვებით.
კლუბზე ასევე განხილულ იქნა ჩართვის საკითხი 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
პროექტის „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში წყალტუბოში ჩამოყალიბდა ამომრჩეველ ქალთა კლუბი.
პირველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, კლუბების მუშაობაზე სხვა ქალაქებში. მათ დაინახეს თავიანთი როლი ადგილობრივი პრობლემების გამოვლენისა და ადვოკატირებისთვის.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიური მუშაობით ხელი შეუწყონ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვას.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
19 აგვისტოს ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის დასრულების შესახებ, ასევე ინფორმაცია, რომ ჩამოდის პროექტის შემფასებელი და მას სურს კლუბის აქტივისტებთან შევედრა.
შეკრებილებმა ისაუბრეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და, რაც მთავარია, მიღწეულ შედეგებზე.
სასიამოვნო აღმოჩნდა მათთვის ინფორმაცია ახალი პროექტის ფარგლებში ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობის გაგრძელების შესახებ.
ქალბატონებმა მწვავე პრობლემების ადვოკატირება დაისახეს მიზნად ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობით.


ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო კლუბისა და გენდერული საბჭოს წევრების აქტიურ ჩართულობის დაგეგმვას 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. გადაწყდა, რომ საბჭოსა და კლუბის წევრები ერთობლივად ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ვორკშოპებს - ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში, კოლეჯ „ჰორიზონტში“.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში აქტიურად მიდის მუშაობა გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩამოსაყალიბებლად.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
27 მარტს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა თემაზე „ქალთა აქტივობის მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“. სხდომაზე მიწვეულები იყვნენ საკრებულოს დეპუტატი ქალები ირუზა კაკავა და ედიტა კოდუა. ბევრ რამეზე ისაუბრეს: აქტუალურ საკითხებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, არჩევნების გენდერულ ასპექტებზე და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე. კლუბის რამდენიმე წევრი აპირებს, კენჭი იყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ მნიშვნელოვანი რჩევები მიიღეს დეპუტატი ქალებისგან.
14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მიმდინარეობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებზე. ასევე განიხილეს სოციალური პრობლემები და მათგან რამდენიმე შეარჩიეს ადვოკატირებისათვის.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით