კლუბები (151)
25 იანვარს ქუთაისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. მოწვეული იყო მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე. სტუმარმა გააცნო კლუბის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პრევენციას, მსხვერპლთა დაცვას და დახმარებას.
საუბარი შეეხო სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილების კრიტერიუმებსაც. კლუბის წევრებმა თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს იმაზე, როგორ ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. აღნიშნეს, რომ წინა წლებთან შედარებით ინფორმირებულობა გაზრდილია, მოსახლეობამ მეტი იცის პრევენციული მექანიზმების შესახებ.
კლუბის წევრებმა თავიანთი ინიციატივით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები - სხდომაზე ამის შესახებაც ისაუბრეს.
კლუბზე, ტრადიციულად, რამდენიმე ადგილობრივი პრობლემება შეარჩიეს ადვოკატირებისა და მოგვარების მიზნით.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით




პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი მარინა შალამბერიძე, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე გოგი წულაია და პარტიის აქტივისტი ნინო დოლიძე.
ქალბატონმა მარინამ ისაუბრა კლუბის წევრებისთვის საინტერესო საკითხებზე - საარჩევნო უბნების კომისიები და მათი მუშაობა, როგორ შეიძლება ინდივიდი - რიგითი მოქალაქე დარეგისტრირდეს და დამოუკიდებლად იყაროს კენჭი არჩევნებში.
ბატონმა გოგიმ მოუწოდა ქალბატონებს პარტიაში გაწევრიანება, გააქტიურება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
8 და 9 ივნისს ურეკში გაიმართა ფონდი „სოხუმის “ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების და ჟურნალისტების ქსელური შეხვედრა.
შეხვედრის რამდენიმე სესია საინტერესო ფორმატით წარიმართა - პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირების კუთხით; ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბების გამოცდილება და მედიის როლი; გენდერული კანონმდებლობა და პრაქტიკა; სტრატეგიის შემუშავება.
შეხვედრის ბოლოს, ყველა მონაწილის აქტიური ჩართვის შედეგად, ჩამოყალიბდა ამომრჩეველ ქალთა კლუბების სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაისახა კონკრეტული ღონისძიებები.
ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში და წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემა საინტერესო აღმოჩნდა როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, გაიხსენეს რეალური ისტორიები, ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარებაზე, მოლაპარაკებებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ახალგაზრდა თაობასთან დიალოგზე.
„ასეთი შეხვედრების შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გვიჩნდება თემის მიმართ და დიდი სურვილიც, ჩავერთოთ დიალოგში. ჩვენ შეგვიძლია ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებმა.


ახალგაზრდულ კლუბებში მარტის საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა, რადგან ქალთა სოლიდარობის თემა მიეძღვნას.
8 მარტის და ქალთა მოძრაობის ისტორია, ქალთა სოლიდარობა ძალადობის პრევენციისთვის, ქართული ტრადიციები, სტერეოტიპული აზროვნება - ამ საკითხებს შეეხნენ ახალგაზრდები, რომლებიც შეიკრიბნენ წყალტუბოს პირველ, ფოთის მე-7, სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ქუთაისის კერძო სკოლაში „21-ე საუკუნე“.
ახალგაზრდების აქტიურობამ საინტერესო გახადა შეხვედრები. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ 8 მარტი მხოლოდ დღესასწაულთან, ყვავილებთან და მხიარულ განწყობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. ეს სოლიდარობის დღეა და გვასწავლის ქალთა პრობლემების გადაწყვეტის გზებს.
მარტი ქალთა თვედ ითვლება, ამიტომაც ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე მთავარ თემად იქცა ქალთა სოლიდარობა ძალადობის პრევენციაში.
ხონის მე-4 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ შესახებ და იმსჯელეს ქალთა სოლიდარობის საკითხზე.
ფოთის მე-7 და კოკის საჯარო სკოლაში მონაწილეებმა თემის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და დისკუსიაშიც ჩაერთნენ.
წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში გოგონები აქტიურობდნენ, სენაკის მე-4 სკოლის მოსწავლეებს შორის კი განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ბიჭები, რომლებიც გულახდილად ამბობდნენ, რომ ქალებს ყოველდღე უნდა მოუწყო დღესასწაული.
***
„სადა ხარ ჩემო სულიკო“, - ასე ჰქვია რეჟისორ ლია ჯაყელის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც გვიამბობს ვარინკა წერეთელზე - აკაკი წერეთლის „სულიკოს“ ტექსტზე შექმნილი პოპულარული ქართული სიმღერის ავტორზე.
ფილმი არის დავიწყებული საზოგადო მოღვაწე ქალის შესახებ, გადაღებულია 10 წლის წინ და ახლაც საკმაოდ აქტუალურია.
ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ფილმის ჩვენებას ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბის 8 წევრი დაესწრო. მათ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაშიც, რომელიც აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.