ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

   

„უთხარი არა ძალადობას - იყავი აქტიური!“ - ასე ჰქვია კოკი/ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო: ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია პროექტის აქტივობების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს თანამშრომლობისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   
სენაკის, ქუთაისის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგის კონსულტაციებს ესწრებოდა 31 ქალბატონი.
„ემოციების მორევი ოჯახში“ - ასეთი იყო შეხვედრების თემა. ემოციური და შთამბეჭდავი თემა. ცენტრები მართლაც ჩაითრია ემოციების მორევმა!
სინამდვილეში ცხოვრებისეული „ემოციების მორევი“ უფრო რთულია, ვიდრე წყლისა...
რა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთს ცუდი განწყობის ვირუსი არ გადავდოთ? როგორ გავიგოთ, რომ დროა, გავაჩეროთ უსარგებლო მორევი, ნეგატიურ ემოციებს ავუკრძალოთ, იტრიალონ ჩვენს ცხოვრებაში.
-აავსეთ თქვენი ცხოვრება დადებითი შთაბეჭდილებებით, მეტი გაიღიმეთ, შეიყვარეთ თქვენი თავი. დაე, ცხოვრებაში მხოლოდ პოზიტიურმა ემოციებმა ჩაგითრიონ მორევში, - ასეთი იყო ქალებისკენ მიმართული მესიჯი.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით სოფელში ჩატარდა ჰუმანიტარული აქცია - სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისში ფსიქოლოგთან შეხვედრა გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დღის ცენტრში „ვალენტინი“, დანარჩენი ორი შეხვედრა კი ჩატარდა სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

საუბრის თემა იყო - ასაკობრივი ფსიქოლოგიის გენდერული თავისებურებები, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია.

„აუცილებელია გავიგოთ და მივიღოთ კიდეც ის ფაქტი, რომ ძირითადი გენდერული განსხვავებები, რომლებიც მამაკაცსა და ქალს შორის არსებობს, რეალური და შეუცვლელია. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ამ განსხვავებულობის გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს თქვენი ურთიერთობები“,- აღნიშნა ფსიქოლოგმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

სექტებერში ქუთაისის კომპაქტურ ჩასახლებებში გაიმართა 14 ჯგუფური და 3 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრა. შეხვედრებს ესწრებოდა 21-დან 67 წლამდე ასაკის 82 ქალბატონი, პირველად მონაწილეობდა 14 ადამიანი. საუბარი, ძირითადად, შეეხო თემას „ასაკობრივი ფსიქოლოგიის გენდერული თავისებურებები, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

    

ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში 15 აგვისტოდან ჩატარდა 9 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა. მონაწილეობდა 56 ქალბატონი - 45 დევნილი და 11 ადგილობრივი. 2-მა მიიღო ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრების  ძირითადი თემა იყო ოჯახური კრიზისების მოგვარება მშობლებსა და შვილებს შორის, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია. ფსიქოლოგიის კუთხით, ეს გარდაქმნაა ოჯახურ ურთიერთობებში. გარდაქმნის დასრულებისას ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს -  როგორც რემონტის დროს: ადამაინებს სხვადასხვა აზრი აქვთ, რა როგორ გაკეთდეს. იკამათებენ, იჩხუბებენ, განაწყენდებიან, მერე კი, როცა რემონტი ჩაივლის, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი დიდებულად მოგვარდა!

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

12 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან ქუთაისში,  დევნილთა 12 კოლექტიურ ცენტრში.

როგორ დავძლიოთ სასოწარკვეთა, პანიკა და გამოუვალი მდგომარეობის განცდა - ასეთი იყო საუბრების მთავარი თემა.

აღინიშნა: სამყაროში ყველაფერი იცვლება. ადამიანები იბადებიან და კვდებიან, შორდებიან ერთმანეთს და ქორწინდებიან. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სულის სიცარიელე უნდა შევავსოთ და სიამოვნება მივიღოთ. მაშინ სამყაროს  საინტერესო ფერებით გაბრწყინდება, სული კი - ჰარმონიით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახური კამათი და კონფლიქტები, განსხვავება მათ შორის, მიზეზები და თავიდან აცილების გზები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“.

აქტიური დისკუსია გაიმართა ურთიერთობების დამანგრეველი 10 ფრაზის და სკანდალების თავიდან აცილების 13 საუკეთესო ხერხის ირგვლივ.

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები და კონსულტაციები ჩატარდა სენაკის, ქუთაისის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

ქუთაისში, თეკლათსა (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები და კონსულტაციები. მონაწილეობდა 27 ქალი 29-დან 67 წლამდე. პირველად იღებდა მონაწილეობას 8 ადამიანი, ინდივიდუალური  კონსულტაცია ჩაუტარდა 2 მონაწილეს. შეხვედრების ძირითადი თემა იყო - ბავშვებთან არაძალადობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მეტი დრო დაუთმეთ მათ. დააინტერესეთ გარემო სამყაროთი. მოექეცით როგორც თანასწორს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამაგალითო უნდა იყოთ მისთვის, - ასეთია ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

თებერვალში ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა თემაზე გაიმართა. სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საუბარი შეეხო თემას „როგორ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს“. ამ აქტუალურმა საკითხმა ურთიერთობის უამრავი დეტალი შეითავსა: როგორ ვუსმინოთ საკუთარ თავს, ემოციებს, როგორ გავიგოთ სხვების გრძნობები, როგორ დავაკვირდეთ საკუთარ აზრებს. ყველაფერი ეს - ოჯახში კონფლიქტების და საზოგადოების პრევენციის გზებია.

ქუთაისში შეხვედრა გაიმართა მე-15 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან და, ლოგიკურად, საუბარი მიეძღვნა ნაადრევ ქორწინებას და მის ნეგატიურ შედეგებს.

კონსულტაციები ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეები ინტერესდებოდნენ სხვადასხვა პრობლემით, შეკითხვებს უსვამდნენ ფსიქოლოგს, კამათობდნენ და იღებდნენ რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები