ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ფონდმა „სოხუმმა“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისათვის გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი. მთავარი მიმართულებაა - ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა.
ცენტრებმა წარმოადგინეს 11 საპროექტო იდეა. დაფინანსებისთვის შეირჩა 5 პროექტი:
ქალაქ წყალტუბოს საბავშვო და ბაგა-ბაღების პედაგოგების, აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება გენდერისა და ძალადობის საკითხზე.
ხონის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებთან მუშაობა კონფლიქტის მოგვარების და ბულინგის პრევენციის კუთხით.
სენაკის მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლების ჩართვა ოჯახური კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალების ინფორმირება ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ძალადობის ამოცნობისა და შესაბამის რეაგირებაზე.
წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები პროექტებს თებერვლიდან განახორციელებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
1 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორთა ის ნაწილი შეიკრიბა, რომელიც პროექტებზე იმუშავებს. შეკრებილებმა ისაუბრეს წელს განსახორციელებელ პროექტებზე, მცირე საგრანტო კონკურსის მიმართულებებზე.
უკვე წარმოდგენილია 11 საპროექტო იდეა, დაფინანსებისათვის შეირჩა 5 პროექტი. პროექტები განხორციელდება წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ქალთა წასვლას საზღვარგარეთ. განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა შვილებს დედა ძალიან სჭირდებათ. სამწუხაროდ, იგივე პრობლემის წინაშე ჩვენი ოჯახიც დადგა და მე მხარი დაუჭირე დედის წინადადებას, თურქეთში წასულიყო სამუშაოდ. ამ საკითხს უკვე ასე მტკივნეულად არ განვიცდი. მთავარია, ყველამ იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა.
- ჩემს მეზობლად ცხოვრობს ოჯახი. დედა სამუშაოდ წავიდა. ბავშვს ბებია ზრდის. მამამ დალევას მოუხშირა და სულ კონფლიქტი ჰქონდათ. გოგონა ბებიას საერთოდ არ უჯერებდა. ოჯახში ფინანსები გამოუჩნდათ, მაგრამ ყველაფერი აირია. დედა იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო.
ასეთი ისტორიების გარჩევის ფონზე გაიმართა ვორკშოპები წყალტუბოში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ქალთა მიგრაცია კონფლიქტების მოგვარების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუ ოჯახის ყველა წევრი თავის წილ პასუხისმგებლობას იგრძნობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გოგონათა საერთაშორისო დღე, სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე - ამ თარიღებთან დაკავშირებით გაიმართა საუბრები ოქტომბრის სამობილიზაციო შეხვედრებზე. იყო ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც აინტერესებთ შეხვედრების მონაწილეებს - ძალადობის პრევენცია, ადგილობრივი სახელმწიფო პროგრამები, სოციალურ პრობლემათა ადვოკატირება.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 33 შეხვედრა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებშიც.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაიმართა ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მონაწილეობდა 22-დან 65 წლამდე ასაკის 34 ქალი, მათ შორის 11 დევნილი.
ქალებმა ისაუბრეს საინტერესო თემაზე - ურთიერთობების დონეები და პერიოდები, ბედნიერი ურთიერთობების პირობები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.
- ურთიერთობების აწყობა რთული პროცესია. არავინ ვართ უნაკლო, ყველას გვაქვს სისუსტეები. მაგრამ არ არის სწორი, ისარგებლო ამით და ტკივილი მიაყენო ადამიანს. თუ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ისწავლეთ გაცემა და არა მხოლოდ მოთხოვნა და მიღება. პატიოსანი თამაშის წესები გამოიყენეთ, გაუფრთხილდით ურთიერთობებს - სწორედ ამას მოაქვს სიხარული, - გვირჩევს ფსიქოლოგი.
ქუთაისის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები, სადაც მონაწილეობდა 23 ქალი 22-დან 65 წლამდე. ინდივიდუალური კონსულტაციები ორმა ქალმა. ამ შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა იყო - რატომაა ქალებისთვის აუცილებელი საკუთარი ღირსების განცდა.
პასუხი ასეთია: ჯანსაღი ურთიერთობისთვის, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისათვის, რათა მიიღო და გასცე სიყვარული და არ გახდე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.
ქუთაისის, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მოაწყვეს ფსიქოლოგიური ჯგუფური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ასერტული ურთიერთობების თემაზე.
8 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საქალაქო ბიბლიოთეკაში, 11 სექტემბერს -
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ხოლო 12-ში ფსიქოლოგს შეხვდნენ სოფელ კუხის (ხონის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებლები. განხილულ იქნა ასერტული ურთიერთობების წესები. მონაწილეებმა იმუშავეს ასერტული ქცევის ბარათზე.
დამეხმარება ასერტული ქცევა ურთიერთობის დროს? - კითხულობდნენ მონაწილეები.
ფსიქოლოგის კომენტარი: ასერტულობა - არის ადამიანის ნიჭი, კონსტრუქციულად დაიცვას თავისი უფლებები, სხვების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრირებით და თან, აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. ასერტული ურთიერთობა ისაა, როცა ყველა მოგებულია...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები - მონაწილეობდა 36 ქალი 25-დან 67 წლამდე. შეხვედრების მთავარი სასაუბრო თემა იყო მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური კრიზისების მოგვარება, როგორც ძალადობის პრევენციის გზა.
ოჯახები, სადაც შვილებს პატივს სცემენ, უფრო კომფორტულად ცხოვრობენ. ოჯახი ვალდებულია, ჩამოაყალიბოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი პიროვნება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ის ადამიანები, რომელთათვისაც მშობლები ზედმეტი ტვირთია, თვითონვე იქცევიან ხოლმე თავიანთი შვილებისთვის თავის ტკივილად. ხოლო ის, ვინც მშობლებს პატივისცემითა და სიყვარულით ექცევა, სიბერეში ბედნიერად ცხოვრობს, საყვარელი შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში.
მსხვერპლის კომპლექსი - ამ თემაზე მსჯელობდნენ შეხვედრებზე. ქუთაისში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში გაიმართა 9 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან და 4 ინდივიდუალური კონსულტაცია. დაესწრო 63 ბენეფიციარი.
შეხვედრებზე განხილულ იქნა მსხვერპლის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები: მიზეზები, ფსიქოსომატიკა. აღინიშნა, რომ ამ მდგომარეობას თვითგანადგურებისკენ მიყავს ადამიანი. ვისაც ჰგონია, რომ გარემოების, სიტუაციის მსხვერპლია, ის თავს ითავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ამ სიტუაციაში. ეს სილაჩრის, ანგარების და არასრულფასოვნების კომპლექსის საფარია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში დეკემბერში მოეწყო 12 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა. მონაწილეობა მიიღო 20-დან 67 წლამდე ასაკის 70 ქალმა. ამასთანავე გაიმართა 5 ინდივიდუალური კონსულტაცია დაძაბული ურთიერთობების, კომპლექსებისგან გათავისუფლების და დაბალი თვითშეფასების პრობლემებზე.
ჯგუფური შეხვედრების საუბრის თემა იყო ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, აგრეთვე ჰარმონიულ ურთიერთობებზე ოჯახში.
ფსიქოლოგის რჩევა: - ყოველი ჩვენგანი ოჯახის ნაწილია. რაც უფრო მყარი და თბილია შიგნითა კავშირები, მით უფრო ადვილად ვუმკლავდებით გარეგან წინააღმდეგობებს, შიგა კავშირების გაძლიერებით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ოჯახური ჰარმონიისკენ.