ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

1ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „ახალგაზრდები არაძალადობრივი გარემოსათვის“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ფურცლები და პრეს-რელიზი პროექტის შესახებ. უკვე ჩატარდა პირველი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

აგვისტოში წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტი  „ოჯახი ძალადობის გარეშე“. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან: მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან, გენდერული საბჭოს მდივანთან, მერის წარმომადგენლებთან ახალ უბანსა და თერნალში.

შეხვედრებზე გავრცელდა ინფორმაცია პროექტზე, განისაზღვრა სამომავლო გეგმები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ კახათში მცხოვრები დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. მათ დაურიგდათ სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6 7 8 10 9

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა აგვისტოშიც ჩვეული  გრაფიკით იმუშავეს. მობილიზატორებმა ჩაატარეს 27 საინფორმაციო შეხვედრა 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ლანჩხუთი.

შეხვედრები ჩატარდა ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში.

შეხვედრებზე განხილული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამები ძალადობის მსხვერპლის მხარდაჭერისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობის მონიტორინგის 7 ანკეტა შეივსო აგვისტოში ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მობილიზატორებმა ანკეტებში აღწერეს რეალური შემთხვევები - ძალადობა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი ქმრის მხრიდან. მათ 4 ქალი კონსულტირებისათვის ფსიქოლოგთან გადაამისამართეს, ერთი კი იურისტის კონსულტაციას მიიღებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 

3 4

„როცა ჩვენს შიგნით მიმდინარეობს კონფლიქტი, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ხშირად აგრესია გარეთ გამოგვაქვს და იმ ადამიანებთან ვაფუჭებთ ურთიერთობას, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ახლობელია, - ასეთი შინაარსის რეპლიკები ჰქონდათ ახალგაზრდებს ვორკშოპებზე, სადაც განიხილეს პიროვნული კონფლიქტები და მისი მართვა.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ინფორმირება კონფლიქტების მართვაზე, რადგან პიროვნული კონფლიქტები ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე და ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის განვითარებას.

ვორკშოპები ჩატარდა წყალტუბოში, თერჯოლაში, ზუგდიდში, ხონსა და ფოთში. მასში 41-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ახალ მცირე პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მე-16 ბაგა-ბაღის დირექციასთან და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანთან.

შეხვედრების მიზანია ღონისძიებების დაგეგმვა და სექტემბერში საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ჩანიშნული ტრენინგის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

პროექტში ჩართულ ადამიანებს დაურიგდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მომზადებული საინფორმაციო ფურცლები პროექტის შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

„ნუ მოითმენ, დაარღვიე დუმილი!“ - ასე ჰქვია ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალ მცირე პროექტს. პროექტის ფარგლებში სოფელ ორსანტიაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ჯგუფთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრა გაიმართა მერის წარმომადგენელთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6 7 8

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები 9 მუნიციპალიტეტში მუშაობს (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი). ივლისში ცენტრების მობილიზატორებმა 27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს სხვადასხვა ჯგუფთან. შეხვედრებზე განიხილეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები. შეხვედრის მონაწილეებს აგრეთვე მიეწოდათ ინფორმაციები ადგილობრივი სოციალური პროგრამების შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კრიზისულ ოჯახებთან მუშაობა - ერთ-ერთი პიორიტეტია პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. გრძელდება კონფლიქტოლოგისა და ფსიქოლოგის შეხვედრები ოჯახურ წყვილებთან. პერიოდული სეანსების შემდეგ წყვილების ურთიერთობაში ცვლილებები შეიმჩნევა. მხარეები ცდილობენ, შეცვალონ კომუნიკაციის ფორმები და სტაბილურობა დაამკვიდრონ. სტაბილურობის შენარჩუნებაში მათ ეხმარება ინდივიადუალური რჩევები, რომელთაც  ყოველი სეანსის შემდეგ იღებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები