რატომ არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა? - დღევანდელ პირობებში ეს ტერმინი განსაკუთრებულ ძალას იძენს.

სწორედ ამ თემაზე გამართეს დისკუსია სოფელ დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზდული და ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებმა.

ასევე, ინტერესით გაეცნენ ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობისა და დღესასწაულად აღიარების ისტორიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სოლიდარობა უკრაინას!

ჩვენ ვგმობთ ომს!

სოფელ დიდი ნეძის საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს!!

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

დახმარება უკრაინელ ქალებს ქალთა ფონდი „სოხუმისგან“ - ეს წარწერა აქვს უკრაინაში გაგზავნილ ყველა ამანათს. ქალთა ორგანიზაციამ გაითვალისწინა საჭიროებათა სია, რომელიც უკრაინის საელჩომ გაავრცელა.

ომში ქალებს სპეციფიკური დახმარება სჭირდებათ და ამიტომაც ამანათებში განაწილდა: საკვები ბავშვებისა და ახალშობილებისთვის, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები...

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ასე გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ქალების მიმართ.

440 მონაწილე ესწრებოდა შემაჯამებელ შეხვედრებს ხუთი მუნიციპალიტეტიდან (სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, ვანი, ზუგდიდი): ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრის წევრები, მათი მშობლები და პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული დეპარტამენტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები.

ეს იყო ფონდ „სოხუმთან“ ურთიერთობის და ექვსთვიანი აქტიური მუშაობის ერთგვარი ანგარიში.

რა გაკეთდა? რა ისწავლეს მოსწავლეებმა? როგორ გამოიყენებენ ცოდნას პრაქტიკაში?

ამ კითხვებს ახალგაზრდებმა პრეზენტაციებით გასცეს პასუხი და ონლაინ აუდიტორიას დაანახეს თავიანთი გამოცდილება, შეძენილი უნარ-ჩვევები, ახალი შესაძლებლობები.

- კომპლექსები დავძლიე, აქტიური გავხდი, ბევრი რამ ვისწავლე, დამოუკიდებლად გავაკეთე, შევიცვალე - ეს სიტყვები გაისმოდა ახალგაზრდების გამოსვლებში.

15-16 მარტს ქალბ. ლია კაპლანი - USAID საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, ქალბ.თამარ სირბილაძე - ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი, ბ-ნი გიორგი ხეჩინაშვილი- ახალგაზრდული პროგრამების უფროსი მრჩეველი ესტუმრნენ ფონდი „სოხუმის“ ოფისს ქალაქ ქუთაისში, გაესაუბრნენ პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ შემსრულებლებს, მოისმინეს განხორციელებული სამუშაოს შედეგების შესახებ და განიხილეს სამომავლო გეგმები.

ასევე, შეხვდნენ წყალტუბოსა და სენაკში არსებულ ახალგაზრდულ და ქალთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს.

მონაწილეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომლებიც ხორციელდება პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრებზე, მიღებულ გამოცდილებაზე და ა.შ.

შეხვედრებმა ჩაიარეს არაფორმალურ და სასიამოვნო გარემოში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მძიმე დღეები უდგას უკრაინას...

ჩვენ ვიცით ომის საშინელება, ჩვენ გამოვიარეთ ომი, ვიცით, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ქალებს, დედებს, ქვეყანას... ამიტომაც ქალთა ფონდი „სოხუმი“ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა კარგად ვიცით ომის შემზარავი სახე, მისი რთული შედეგები...

ამიტომაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მთავარი გზავნილია: მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ!

მშვიდობა უკრაინას!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის დაარსებისა და მისი უქმე დღედ გამოცხადების ისტორიის შესახებ.

იმსჯელეს თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია სოლიდარობის თემა დღევანდელ პირობებში, ასევე, შეეხნენ უკრაინაში მიმდინარე სიტუაციას.

ისაუბრეს მხარდაჭერასა და დახმარებაზე უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც განხორციელდა ქალთა კლუბის წევრებისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

"ყოველთვის მნიშვნელოვანია გრძნობდე თანადგომას, მხარდაჭერას, სოლიდარობას".

"ჩვენ, აფხაზეთის ომგამოვლილ ქალებს განსაკუთრებით გვახსოვს ომის სისასტიკე, ვიცით მისი შედეგები და ამიტომაც ვგმობთ ომს, გვინდა მშვიდობა ჰქონდეს ყველა ერს".

რა არის სოლიდარობა?

დღევანდელ ურთულეს პირობებში ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებითამ ტერმინს, თუმცა როგორ გვესმის მისი მნიშვნელობა, სულ სხვა საკითხია...

კლუბის წევრების თქმით, სოლიდარობაარის -თანადგომა, მხარდაჭერა, სხვისი ტკივილის საკუთარივით მიღება, რისი  თვალსაჩინო  მაგალითი დღეს  უკრაინაა.

ახალგაზრდებმა, ასევე, ისაუბრეს ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობის ისტორიის შესახებ და ხაზი გაუსვეს ქალთა სოლიდარობას, რომელიც ყველა დროში აქტუალური და მნიშვნელოვანია...

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქალბატონებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობისა და მისი დამკვიდრების ისტორიის შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოლიდარობის საკითხს, მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რა წვლილი შეიტანეს ომში მყოფი ქალების და ბავშვების დასახმარებლად.

ასევე, ქალბატონები შეეხნენ სოლიდარობის თემასაც და დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სიტუაციაში სოლიდარობა მნიშვნელოვანია.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები