ინფორმაციის შეგროვება ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით.
რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს;
რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი კვლევის წარმატებით დასრულებას.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ღიად და გახსნილად შეაფასეს შესრულებული სამუშაო.
თითოეულმა გამომსვლელმა ისაუბრა, როგორ დაგეგმა მსვლელობა და რა შედეგებს მიაღწია.
მონაწილეთა აზრით, ფასილიტაციის პროცესს ახლავს სირთულეები, თუმცა მიღებული გამოცდილება და უნარები დაეხმარა მათ კვლევა წარმატებით დაესრულებინათ.
„პროცესი ჩვენთვისაც საინტერესო იყო, რადგან უშუალოდ გვქონდა კომუნიკაცია ქალებთან და ვსაუბრობდით იმ ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლის ქალებს წარმატების მიღწევაში“.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
- ბავშვის უფლება ოჯახზე
- ბავშვის უფლება ალტერნატიულ ზრუნვაზე
- ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება
- ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლება
- ბავშვის უფლება სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო პირობებსა და განვითარებაზე
- ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება
- ბავშვის მავნე ზეგავლენიზგან დაცვის უფლება
ეს საკითხები იყო 17 თებერვლის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის თემა.
„ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ისინი არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები.
- კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
გენდერი და გენდერული თანასწორობის ასპექტები - ამ თემაზე იმსჯელეს სენაკის ახაგლაზრდული ჯგუფის წევრებმა.
„ოჯახში როლების არათანაბარი გადანაწილება პირდაპირ კავშირშია სტერეოტიპებთან“; „აუცილებელია აზროვნებს შეცვლა და ამ სტერეოტიპების მსხვრევა“;
„ქალს ოჯახში უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება“.
ასეთი პოზიციები დააფიქსირეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა
ასევე, მსჯელობისას არაერთხელ აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და აგრესია საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის საკითხის უგულებელყოფას უკავშირდება.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მომავალი თაობის სწორად ინფორმირებაა საჭირო, ეს საკითხი აქტიურად უნდა განიხილებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა დაიმსხვრეს ის მავნე სტერეოტიპები, რომელიც ოჯახში მხოლოდ მამაკაცის უპირატესობას აღიარებს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებმა თებერვალში გამართულ შეხვედრაზე მათ მიერ განხორცილებული კვლევის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
მიღებული მასალების ანალიზით გამოიკვეთება ის ბარიერები, რომელიც ხელს უშლის ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში.
მონაწილეეებმა ინფორმაციის შეგროვების პროცესში მიღებული გამოცდილება დადებითად შეაფასეს.
მათი აზრით, ტრენინგზე მიღებულმა უნარებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მათი კომპეტენცია. აღინიშნა, რომ სწორად შერჩეული რესპონდენტები და ფასილიტაციის უნარები დაეხმარა მათ, მიეღოთ კვლევისთვის საჭირო ინფორმაცია.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქალთა გაძლიერება, მათი მხარდაჭერა გულისხმობს იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქალებისათვის. ზამთრის უამინდობამ ახალი გამოწვევები წარმოქმნა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან მომართვიანობაც გაიზარდა. ცენტრების მობილიზატორები პრობლემათა მოგვარებას თვითმმართველობის დახმარებით ცდილობენ.
ქობულეთში მარტოხელა დედას, ტყიბულში კი სოციალურად დაუცველ ოჯახს მუნიციპალური პროგრამებით შეშის მორები გადაეცათ. სენაკში წარმატებით დასრულდა ადვოკატირების პროცესი ძალადობის მსხვერპლი ქალის მხარდასაჭერად - ოჯახი თვითმმართველობის პროგრამით ისარგებლებს.
აღნიშნული საკითხები გამოვლინდა იმ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომელთაც ცენტრის მობილიზატორები ყოველთვიურად ეწევიან. ქობულეთში, სენაკსა და ტყიბულში საინფორმაციო შეხვედრებს 47 ადამიანი დაესწრო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ირინა, ჩვენი ფილმის პერსონაჟი, იმ 13 ქალიდან ერთ-ერთია, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ქალთა ფონდ „სოხუმთან“ მოუწია მეგობრობა.
ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ქალები იღებენ ადამიანურ და პროფესიულ მხარდაჭერას, ახალ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს, განვითარების პერსპექტივას იმისთვის, რომ დამოუკიდებლად განაგრძონ ცხოვრება.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ყველა ქმედება მიზნად ისახავს მსხვერპლი ქალის გადაქცევას ქალად, რომელმაც იცის საკუთარი და სხვების უფლებები და იცის, როგორ დაიცვას ის...
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემაზე ჩაატარა მრგვალი მაგიდა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის კანონით გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტები ოზურგეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტებიდან - კრიმინალური პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
აღინიშნა ადგილობრივ დონეზე ერთობლივი ძალისხმევის და კოორდინირების ნაკლებობა. შეკრებილებმა ისაუბრეს იმ გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას და დაეხმარება მსხვერპლს. ჯგუფური მუშაობის შედეგად განისაზღვრა კოორდინირების ხელის შემშლელი, ხელის შემწყობი ფაქტორები და ასევე - როგორ გაუმჯობესდეს კოორდინაცია და გააქტიურდეს მუშაობა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების ჩართულობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან თემაზე - „სტერეოტიპები და ტოლერანტობა“.
მონაწილეებმა მიიღეს ახალი ცოდნა, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება თემის ირგვლივ და ბევრ საკითხს სხვა რაკურსიდან შეხედეს.
ტრენინგი ჩატარდა აქტიური დისკუსიის რეჟიმში:
-„ძალიან საინტერესო იყო თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია“;
- „თითქოს ეს თემა არ იყო ჩემთვის უცნობი, მაგრამ დღევამდელმა ტრენიმა ძალიან ბევრ საკითხზე სხვაგვარად დამაფიქრა“;
- „სიამოვნებით ვისმენდი და გავიღრმავე ცოდნა“.
ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა მათთვის ჩატარებული ტრენინგი.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
14 თებერვალს ჩატარდა მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ხონის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან.
რა არის გენდერი, რას ნიშნავს გენდერული თანასწარობა და რისი გამოწვევა შეუძლია გენდერულ უთნასწორობას, ყველაზე ხშირად რა სახის სტერეოტიპებს ვაწყდებით საზოგადოებაში. ამ და სხვა თემებზე ისაუბრეს მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად.
აქვე მოყვანილია მონაწილეთა მოსაზრებები საკითხს ირგვლივ - გენდერულმა უთანასწორობამ შესაძლოა გამოიწვიოს:
„დაპირისპირება სქესების წარმომადგენლებს შორის“ ;
„ადამიანის გონებრივი და ამავდროულად ფსიქოლოგიური ზიანი“;
დღევანდელობაში დამკვიდრებული სტერეოტიპებია:
- „მამაკაცი უფრო ძლიერია ფიზიკურად ვიდრე ქალი“;
- „ოჯახში შემომტანი უნდა იყოს კაცი და ქალმა მხოლოდ საშინაო საქმიანობას უნდა მიხედოს“;
-„მამაკაცმა უკეთესად იცის მანქანის მართვა, ვიდრე ქალმა“ და ა.შ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით