ქუთაისის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ და განიხილეს კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები. მათი აზრით, ძალადობა მიუღებელია და საინფორმაციო სახის ღონისძიებებით შესაძლებელია ადამიანების ცნობიერებაზე გავლენა. მათი აქტიურობის ამოცანაც ეს არის.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი  პრობლემების შესახებ და მათი მოგვარება დაისახეს მიზნად. მათ შორის ერთ-ერთია  -ორახელაშვილის ქუჩის გასუფთავება ეკალ-ბარდებისგან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუს და ონლაინ ანკეტირების ჩატარებაზე. ამ კუთხით ჯგუფს გამოცდილება აქვს და დეკემბრიდან ისევ ჩაერთვება კვლევის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

რა ბარიერები ხვდებათ ქალებს  სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში - ამ საკითხების ანალიზს გულისხმობს ფონდი „სოხუმის“ მიერ დაწყებული კვლევა, რომელშიც  წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფიც ჩაერთო.  მონაწილეებს გავლილი აქვთ ტრენინგი, მიღებული აქვთ კონსულტაციები და მზად არიან იმისათვის, რომ ანკეტირების პროცესი გეგმის შესაბამისად წარიმართოს.

წყალტუბოს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებში განიხილეს ადრეული ქორწინების სამართლებრივი მექანიზმები. შეხვედრები მაღალი ინტერესის და დისკუსიის ფონზე გაიმართა.   

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს  და ვიცე მერს. საუბარი იყო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის განკუთვნილი სერვისების დაფინანსების შესაძლებლობასა და მოდელზე.

ზუგდიდის მერის განმარტებით, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ  მოხდება სერვისის დეტალებზე შეთანხმება. განხილული იყო რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია, რომელზე დიალოგიც გაგრძელდება. 

შეხვედრა გაიმართა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების ადვოკატირების  მიზნით - ქალთა სამშვიდობო კოალიციის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ეს ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიის შედეგია!

აფხაზეთის მე-12 სკოლაში (ზუგდიდი) დაფუძნდა ახალგაზრდული სივრცე  და უკვე მასპინძლობს არაფორმალური შეხვედრებს.

15 დეკემბერს ახალგაზრდა აქტივისტებმა ჩაატარეს შეხვედრა მოზარდებთან თემაზე: ძალადობა - ბულინგი. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, იმსჯელეს და გააკეთეს თემატური პლაკატები.

გამოიკვეთა სამომავლო შეხვედრების თემები, დაიგეგმა აქტივობები, მათ შორის ახალგაზრდული სივრცის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის კუთხით რესურსების მოძიებაზე.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

  • პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

საერთო აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, შეხვედრები სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან, ვორკშოპი სკოლის მოსწავლეებთან - ასეთი აქტივობები ჰქონდათ ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დღეებში.

მონაწილეების მოსაზრებით, საერთაშორისო კამპანიაში ჩართულობა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, იფიქროს პრობლემის მასშტაბებზე და ყველა სტრუქტურამ საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს ძალადობის პრევენციის კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს პოსტერები პატარებმა და მშობლებმა ერთობლივად დაამზადეს და თავიანთი გულწრფელი გზავნილებით უთხრეს უარი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.

ასე შეუერთდნენ ინგირის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღი „წითელქუდას“ აღსაზრდელები, მშობლები და პედაგოგები საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

100  მონაწილე. და შეხვედრების ფართო გეოგრაფია: ბაღდათი, ვანი, ჩოხატაური, თერჯოლა, ტყიბული.

დეკემბრის პირველ ნახევარში ამ ხუთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გაიმართა ტრენინგები თემაზე: კონფლიქტის მოგვარების გზები. ტოლერანტობის პრობლემა მოზარდებში.

მონაწილეები გახსნილად საუბრობდნენ პრობლემებზე, მოჰყავდათ მაგალითები, მსჯელობდნენ მოგვარების გზებზე.

ტრენინგებში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები და შემდეგ დაეხმარნენ მოზარდებს სხვადასხვა აქტივობის მომზადებაში. ამ ჯგუფებმა 35 ინიცირებული ღონისძიება ჩაატარეს და ყველა მიუძღვნეს საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ ერთი საფინალო დღე - ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ჭრა-კერვის კურსმა. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლნენ კერვის ტექნიკას, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი ნიუანსი. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა.

მონაწილეთა განმარტებით, კურსი დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ უფრო მოტივირებულები. გაუჩნდათ სურვილი, რეალობად აქციონ საკუთარი იდეები სამომავლოდ მცირე ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით მოხდა სოფლის მოსახლეობის ინფორმირება 16-დღიან კამპანიასა და მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.

ქობულეთში ჩატარებულ შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელიც შეუერთდა და შეკრებილებს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობაზე ესაუბრა.

მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე ხელს შეუწყობს პრობლემაზე რეაგირებას და ძალადობის ფაქტების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

ვანის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად ჩართეს თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით კი მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეომიმართვა, ჩატარდა აქცია.

ამ აქტივობებით ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა შეძლეს თვითმმართველობების, სკოლების, ახალგაზრდების და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის ჩართვა, რაც ხელს უწყობს  საზოგადოებაში არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები