წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის” ახალი კვლევის ანგარიშს "ადა­მი­ა­ნუ­რი უსაფრთხო­ე­ბის გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი: უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თე­მებ­ში“, რომლის მთავარ მიზანს ორგანიზაციის ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების სხვადასხვა განზომილების, მათ შორის ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სასურსათო, პირადი, ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება და მოსახლეობის წინაშე არსებული უნიკალური გამოწვევების შესწავლა წარმოადგენდა.

სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ადამიანური უსაფრთხოების სხვადასხვა კატეგორიისა და პარამეტრის თვალსაზრისით, მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდა საშუალო მაჩვენებელს უტოლდება. მონაწილეთა უმეტესობამ საკუთარი უსაფრთხოების განცდა 5-ქულიან სკალაზე 3 ქულით შეაფასა, რაც  უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ზომიერ, საშუალო აღქმაზე მიუთითებს. ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას და საზოგადოების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
 
 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქართული  English  Русский

შეხვედრაზე იმსჯელეს დასახლებაში მოსაგვარებელ საკითხებზე: დაზიანებული ურნები, გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, გზაზე შემაკავებელი ბარიერების არარსებობა.

საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის №13-ში, მეორე კორპუსში მცხოვრებ ქალებთან გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტრენინგების აქტიური მონაწილე  ლია გოლეთიანი თავის გამოცდილებას თამამად უზიარებს დასახლების მცხოვრებთ. შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი პრობლემების მოგვარებაში - ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნიშანია.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წერილების მომზადება უკვე დაიწყეს და  შემდგომი რეაგირებისთვის ქუთაისის მერიას გადასცემენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფში დევნილთა სამი თემის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და, შესაბამისად, მოხდა სამი პრიორიტეტული პრობლემის შერჩევა, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.

ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე პრობლემებზე და სამოქალაქო ინიციატივებზე ისაუბრეს. სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს დევნილთა თემში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

დასრულდა უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსული ბავშვების საოცარი თავგადასავალი.

ისინი ექვსი თვე სწავლობდნენ ქართულ ენას და ინგლისურ ენას, სამსახიობო ხელოვნებას. დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ბოლო ორთვიანი კურსიც.

29 აგვისტოს სამივე კურსის მონაწილეები ერთად შეიკრიბნენ - მასწავლებლებმა ისაუბრეს გაწეულ მუშაობაზე. პატარა მსახიობებმა „წითელქუდა“ წარმოადგინეს. შემდეგ კი თითოეულ კურსდამთავრებულს სერტიფიკატი გადაეცა.

მშობლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ქალთა ფონდ „სოხუმს“ საინტერესო, ნაყოფიერი დღეებისთვის, იმ ცოდნისთვის, რაც ბავშვებმა მიიღეს. შეხვედრაზე იგრძნობოდა დიდი სიხარული, კმაყოფილება და განშორების სევდაც...

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, აგვისტოში ჩატარდა ტრენინგები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. დასრულდა მუშაობის ხუთი თვე - გაიმართა ხუთი ტრენინგი სხვადასხვა  აქტუალურ თემაზე. მუშაობა ათივე ცენტრში წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, დისკუსიებით.

ახლა ახალგაზრდები ემზადებიან მეექვსე - შემაჯამებელი შეხვედრებისთვის, სადაც მათ სატრენინგო კურსის დროს მიღებული ცოდნა უნდა წარმოაჩინონ და გამოცდილება გაუზიარონ სხვა მონაწილეებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ხონის ქალთა ქსელის წევრებთან. შეკრებილებმა განიხილეს შერჩეული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად ფინანსური მხარდაჭერა პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ქსელის წევრები გაეცნენ სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტებს და განაცხადის წარდგენის ვადებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განაცხადის ფორმაზე.

აღინიშნა, რომ პრობლემების გადაჭრა სამოქალაქო ინიციატივების კონკურსის ფარგლებში ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ხონის თემის ორ კორპუსში მცხოვრებ დევნილთათვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.  შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. მათ წარმოადგინეს ინფორმაცია დევნილთა თემებში გამოვლენილი საჭიროებების და შემუშავებული სამოქალაქო ინიციატივების შესახებ სამიზნე მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ჯგუფის წევრები მზად არიან სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. შესრულებული პროექტი ხელს შეუწყობს პრობლემებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების შერბილებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკში ქალთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა ერთად იმსჯელეს იმ ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც მომდევნო თვიდან იგეგმება. მათი ინიციატივები შეარბილებს პრობლემებს, რომლებიც თემში მცხოვრები ქალების ადამიანურ უსაფრთხოებას არღვევს.

წყლით დატბორილი სარდაფები, ნესტი, სუნი, ქვეწარმავლები, სარეველა მცენარეებისგან წარმოქმნილი ჯანმრთელობის საფრთხეები - სენაკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოჯახებისთვის სერიოზულ  პრობლემებს ქმნის.

ჯგუფის წევრებს აქვთ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა - შეიძინონ წყლის ამოსაქაჩი ტუმბოები, ელექტროცელები და ასე გაუმკლავდნენ სხვადასხვა თემში გამოკვეთილ აქტუალურ პრობლემებს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ძელსკამების და გარე განათების არარსებობა, მიუსაფარი ძაღლები, ერთადერთი ტრანსპორტი, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები - ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც შერვაშიძის ქუჩის №53-ის მე-2 კორპუსში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ და აღნიშნეს კიდეც შეხვედრაზე.

რიმა კალანდია დევნილთა თემის წარმომადგენელია. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მან გაიარა ტრენინგები ადვოკატირების საკითხებზე და ახლა ინფორმაციას აწვდის თემის სხვა წევრებს. მისი აზრით, ადამიანები აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი საჭიროებების მოგვარებაში. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისის მერიის სახელზე ამზადებს წერილს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, 18-19 ივლისს ბათუმში, პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელი“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ქალები და ახალგაზრდა ქალები ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.

მონაწილეების თქმით, ეს ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები