ოქტომბრის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო ტრენინგები 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების ახალ წევრებთან.

კონფლიქტის,  მშვიდობის, ძალადობის განმარტება, მათი სახეების გაცნობა და კონკრეტული მაგალითები - ეს თემები იყო განხილული მონაწილეებთან.

ტრენინგები ჩატარდა როგორც მონაწილეთა უშუალო ჩართულობით (ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა, ხობი, ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო), ასევე - ონლაინ (სამტრედია, ვანი, თერჯოლა). ტრენინგების ციკლი მომდევნო თვიდან გაგრძელდება ათივე მუნიციპალიტეტში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფმა დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, სენაკი, ხობი, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი - სოფელი ხურჩა) ჩამოყალიბდა ადვოკატირების ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შედიან თემის აქტიური ქალბატონები.

შეხვედრები დაეთმო ადვოკატირებისთვის პრობლემების გამოვლენასა და რანჟირებას. ჯგუფის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ პროექტის ფარგლებში საშუალება ეძლევათ წარადგინონ „სამოქალაქო ინიციატივები“, რომლის მეშვეობითაც შეეძლებათ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით.

გამოვლინდა ადგილობრივი თემებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა გადაჭრა დღემდე ფინანსების უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა.

შეხვედრებზე დაფიქსირდა, რომ ამ ინიციატივების განხორციელება კონკრეტულ პრობლემებს მოაგვარებს თემებში და გაზრდის ახალშექმნილი ადვოკატირების ჯგუფების ცნობადობას.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბორჯომში სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის ლიდერ ქალებთან და აქტივისტებთან ორი ტრენინგი გაიმართა, თემაზე: „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და პოსტ-კონფლიქტურ გარემოში.“ ტრენინგებში, რომლებიც  WAVE ქსელის და ეუთოს (OSCE-WIN პროექტის) მხარდაჭერით ჩატარდა, 30-მა ლიდერმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

ტრენინგის პირველ დღეს, მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ როგორია ომისა და კონფლიქტების ზეგავლენა ქალებსა და გოგონებზე  და ძალადობის რა ფორმებია მათ მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული. გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის კონფლიქტების დროს გენდერული ნიშნით ძალადობის სტატისტიკას.

ლექციური ნაწილის შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა განსაზღვრეს ომისა და კონფლიქტების გენდერული ძალადობის განზომილებები და მათი გავლენა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფეზე.

ჯგუფურმა მუშაობამ უფრო მეტად გამოკვეთა კონფლიქტების გრძელვადიანი  გავლენები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამძაფრებს ქალებისა და გოგონების ფსიქოსოციალურ მდგომარეობას და არღვევს მათი სრულფასოვანი ცხოვრების დღის წესრიგს. 

ჭავჭავაძის #58-ში განსახლებულ დევნილ თემთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო ჩართულობის თემაზე.

შეხვედრის მონაწილე ქალებმა და გოგონებმა იმსჯელეს გამოვლენილ პრობლემებზე, რაც სპორტული მოედნის სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის გაუმართაობას ეხება. ასევე, ამორტიზირებულია ბავშვთა გასართობი ინვენტარი, რომელიც საფრთხეს უქმნის პატარების თამაშს.

ქალები აქტიურობენ და ცდილობენ ადვოკატირების გზით, სამოქალაქო ჩართულობის ფორმების გამოყენებით, უსაფრთხო გარემო შექმნან თავიანთ დასახლებაში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

მიუსაფარი ძაღლები, გარე განათების, საფეხმავლო ბილიკის, ტროტუარის, შემაკავებელი ბარიერების აუცილებლობა - ამ პრობლემებზე ისაუბრეს ქუთაისში, შერვაშიძის №53-ის სხვადასხვა კორპუსში მცხოვრებმა ქალებმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრი, რიმა კალანდია, რომელმაც ადვოკატირების საკითხებზე გაიარა ტრენინგები, დევნილთა თემის ქალებს უკვე მესამედ ხვდება,  თავის ცოდნას და გამოცდილებას თამამად უზიარებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდებს.

- მართალია, ხშირად გვაქვს იმედგაცრუება, მაგრამ მაინც აქტიურად უნდა ჩავერთოთ თემის პრობლემების ადვოკატირებაში და მივაღწიოთ მათ მოგვარებას, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში მესამე და მეოთხე საინიციატივო ჯგუფების წევრ ქალებთან და გოგონებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

მონაწილეებმა ადვოკატირების პროცესის დინამიკაზე ისაუბრეს, შესრულებული და ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოების შესახებ და დაასახელეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ამ პროექტის ფარგლებში გეგმავენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს ის ცვლილებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას გამოიმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში I საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მათ ისაუბრეს, თუ როგორ გააქტიურდნენ პროექტის ფარგლებში, როგორ მიდის ადვოკატირების პროცესი და რა შედეგებს მიაღწიეს.

აღნიშნეს, რომ აქტიურობა აუცილებელია. საკუთარი ძალებით გაუჭირდათ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით შეძლეს რამდენიმე პრობლემური საკითხის ადგილიდან დაძვრა და მიიღეს დაპირებები კომპეტენტური პირებისგან.

ქალებმა  სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და უკვე, საკმაოდ გამოცდილებმა, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაც გააკეთეს, რათა პარალელურად მათი ადვოკატირებაც დაიწყონ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეს. წერილს უკვე მოყვა რეაგირება - ზარები, შეხვედრები, დაზუსტებები და ჯგუფის წევრები ელოდებიან კონკრეტულ პასუხებს თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, სადაც  ორი (მეორე და მესამე) საინიციატივო ჯგუფის წევრმა აქტიურმა ქალებმა ადვოკატირების შედეგები შეაჯამეს.

მათ მადლიერება გამოთქვეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების გამო. აღნიშნეს, რომ გააქტიურდნენ, გაძლიერდნენ, სტიმული მიეცათ, რომ დასახლებაში თავად გამოავლინონ  პრიორიტეტული პრობლემები და იპოვონ მათი მოგვარების გზები. აღიარეს, რომ ფონდი „სოხუმის“ პროექტის საშუალებით ბევრი საკითხის მოგვარება შეძლეს - დასახლებაში ძელსკამები დაიდგა, შენობა გადაიხურა, თანხმობა მიიღეს ეზოში მინისტადიონის მოწყობაზე...

ყველამ დაინახა, რომ საერთო საქმეში მთავარია მონდომება, გუნდურობა და  აქტიურობა. გეგმებზეც იმსჯელეს და ახალ პრობლემებზეც, რომ მათ ადვოკატირებასაც შეუდგნენ.

თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს. სათანდო  რეაგირება უკვე არის და მალე კონკრეტულ პასუხსაც მიიღებენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისში, იოსელიანის 13-ში საინიციატივო ჯგუფის წევრმა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციის გაზიარებით ის ცდილობს, მოქალაქეთა ჩართულობით პრობლემების ადვოკატირება მოახდინოს.

ადვოკატირების საკითხებზე აქტიური შეხვედრების და ჩართულობის შედეგად, ქალები გაძლიერდნენ და უკვე ფლობენ უნარებს, რომ შესაბამის უწყებებს პრობლემების მოსაგვარებლად მიმართონ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ჩვენს ჟურნალისტურ კონკურსზე „გენდერული დეზინფორმაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქება“ საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება ჟიურის წევრების მიერ. ჟიური წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით:

  • ეკა ფხაკაძე - ჟურნალისტი, ტვ „ფორმულას“ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის კორესპონდენტი
  • ზეკო ხაჩიძე - ბლოგერი, „სამოქალაქო თეატრის“ დამფუძნებელი
  • მორეტა ბობოხიძე - ექსპერტი გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
  • ანა თავხელიძე - ადამიანის უფლებათა იურისტი, ადვოკატი
  • ვერო მელუა - ფემინისტი აქტივისტი, ფემინისტური პლატფორმა femea.ge-ს თანადამფუძნებელი.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ კონკურსის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ყურადღებისა და მონაწილეობისათვის და წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!

აღნიშნულ კონკურსს ვახორციელებთ პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისათვის“ ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები