მარტში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჯგუფური კონსულტაცია ჩაატარა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის თემა იყო ტრადიციული კულტურის გავლენა ქალის ფსიქო-სექსუალურ ჯანმრთელობაზე.

პატრიარქალურ-ტრადიციული კულტურის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ქალები ხშირ შემთხვევებში ხდებიან ფსიქო-სექსუალური პრობლებემის მსხვერპლნი, რაც საფრთხეს უქმნის წყვილთა შორის ჯანსაღ ურთიერთობებს.

დამსწრეთათვის თემა საინტერესო აღმოჩნდა და შეხვედრაც ინტერაქტიულად წარიმართა.

ფოთისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ძირითადად, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა. ზოგი ქალბატონი საჭიროებდა ერთჯერად კონსულტაციას, ზოგთან კი დაიგეგმა განმეორებითი ვიზიტი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ოჯახური ბედნიერების საფუძვლები - ამ თემაზე საუბრობდნენ ფსიქოლოგიურ ჯგუფურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. როგორ და რა ნიადაგზე იგება ოჯახური ბედნიერება, რა გზითაა შესაძლებელი ძალადობის პრევენცია - ამ საკითხებზე აქტიურად მსჯელობდნენ შეკრებილები. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ქალების ნათქვამი, რომ  ოჯახში კეთილდღეობის ფაქტორებია - ქალის სასიამოვნო ლაპარაკი, უანგარობა და ორმხრივი პასუხისმგებლობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
 
გაიმართა ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრები ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებს ესწრებოდა 17-დან 65 წლამდე ასაკის 36 ქალი.
საუბრის ძირითადი თემა იყო ოჯახური კრიზისები და მათი დაძლევის გზები. მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო მასალა - როგორ გავარკვიოთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით, კრიზისის 8 სიმპტომი, რეკომენდაციები - როგორ მოვიქცეთ კრიზისის დროს.
ჯგუფური შეხვედრების შემდეგ ჩატარდა ინდივიდუალური თერაპიის 2 სეანსი ოჯახურ ურთიერთობებში არსებულ კრიზისულ პრობლემებზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ბიბლიოთეკაში მოაწყო. შეხვედრას 20-დან 65 წლამდე ასაკის 13 მონაწილე დაესწრო. საუბრის თემა აქტუალური იყო ყველასთვის - კონფლიქტები, მათი სახეები, მიზეზები, მოგვარების გზები - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

ითქვა, რომ კონფლიქტის დროს ჩვენ არასასიამოვნო შეგრძნებების მთელ გამას განვიცდით - წყენას, სიბრაზეს, დანაშაულს, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, წყენას. ეს განცდები სხვა ბევრ მიზეზს შორის იმასაც ნიშნავს, რომ ურთიერთობების დროს არ შეგვიძლია საკუთარი მოთხოვნილეების დაკმაყოფილება.

შეხვედრაზე დაისვა ბევრი შეკითხვა, იყო განმარტებები და რეკომენდაციები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო შეხვედრაზე მონაწილეობდა 10 ქალი 15-დან 68 წლამდე. საუბრის თემა იყო ურთიერთობა დაძალების და საყვედურების გარეშე ანუ არაძალადობრივი კომუნიკაცია. ჩამოაყალიბეს აგრესიის გარეშე ურთიერთობის წესები, რაც აუცილებელია ძალადობის პრევენციისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სუიციდის რისკი ძალადობრივ გარემოში, სუიციდის პრევენცია - ამ თემას მიეძღვნა ფსიქოლოგის კონსულტაციები ფოთის, ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, სუიციდის შემთხვევებზე. ეს იყო სუიციდის პრევენციის პრაქტიკული ნაწილი, რა შემთხვევაში მიმართონ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, როგორ მოიქცნენ ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი საფრთხე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

შეხვედრის ძირითადი თემა იყო საუბარი - როგორ მოვიცილოთ ნეგატიური გრძნობები და ემოციები ოჯახური ურთიერთობებისა და ძალადობის პრევენციისთვის?

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - ესწრებოდა 15 ბენეფიციარი.

დარდი, უიმედობა, ცხოვრების უაზრობა და შინაგანი კრიტიკოსის ხმა ხელს გვიშლის თავისუფალ ცხოვრებასა და ნაყოფიერ მოქმედებაში. რა ხდება, როცა არაფერს ვაკეთებთ და ნეგატიური ემოციები სადღაც სიღრმეებშია დაბლოკილი? ეს დეპრესიის განვითარების წყაროა და შემდეგ საჭიროა ძალისხმევა და დრო, რათა გავარღვიოთ ბნელი წრე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა სექტემბერში კიდევ ორი გეგმით გათვალისწინებული შეხვედრა მოაწყვეს ფსიქოლოგთან - 13- ში ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და 14-ში - სენაკში.

ჯგუფურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებზე საუბარი მიეძღვნა ასერტული ურთიერთობების, ანუ ძალდატანების გარეშე ურთიერთობების თემას. მონაწილეები დაინტერესდნენ ამ თემით. მათ ახლებურად, სხვა მხრიდან შეხედეს თავიანთ ქცევას ახლობელ ადამიანებთან. ასერტულობის გამოყენება სირთულეებთანაა დაკავშირებული, სერიოზულ მომზადებას და პრაქტიკას მოითხოვს, ვინაიდან ადამიანთა უმეტესობა მიჩვეულია ურთიერთობის სხვა სტილს - პასიურს, აგრესიულს, მანიპულატორულს. ფსიქოლოგის რჩევები დაეხმარა მონაწილეებს, დაენახათ ასერტული ურთიერთობის სპეციფიკა და უპირატესობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  
15-დან 28 დეკემბრამდე ჩატარდა 5 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა ქუთაისში, რომელთაც ესწრებოდა 42 ქალი. შეხვედრების ძირითადი თემა იყო თბილი საოჯახო მიკროკლიმატის შექმნა. ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართა დაბალი თვითშეფასების პრობლემებზე. იყო საუბარი ოჯახურ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ ოჯახური ცხოვრება მოგზაურობას ჰგავს და არ შეიძლება გამგზავრება უმიზნოდ. მიზანი მაღალი უნდა იყოს, მნიშვნელოვანი, რომ მთელი ცხოვრება იარო მისკენ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარდა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები  ქუთაისის დევნილთა 6 კოლექტიურ ცენტრში. მონაწილეთა რაოდენობა 43 იყო, მათგან 5 პირველად დაესწრო შეხვედრას.
ფსიქოლოგმა ქალებთან ერთად იმუშავა ოჯახური კრიზისების თემაზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრები ეხმარება მათ, მიიღონ საჭირო ცოდნა საიმისოდ, რომ ოჯახებში მშვიდობიანად იცხოვრონ.
ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა: - ჩვენს ცენტრში კარგი მითქმა-მოთქმაა, რომ ქალები ურთიერთობის სასარგებლო ჩვევებს სწავლობენ. იქნებ ჩვენს მამაკაცებზეც იფიქროს ვინმემ?
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები