ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაიმართა ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ესწრებოდა 24-დან 68 წლამდე ასაკის 38 ქალი, მათგან 13 დევნილი. ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღო ორმა ქალმა.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ დაამყარონ ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში და განავითარონ ისინი გენდერულ ასპექტში. ყველასთვის საინტერესო იყო ფსიქოლოგთან ერთად გაკეთებული დასკვნა: „დაიწყეთ ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის სურვილებისა და საჭიროებების პატივისცემით. თუ მშობლები პატივს სცემენ თავიანთ ბავშვებს, ბავშვებს ესმით, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. მოუსმინეთ ერთმანეთის გულისთქმას!“










დეკემბერში წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ასევე ხონის რაიონის სოფელ გოჩა ჯიხაიშში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია. წყალტუბოში გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები ახალგაზრდებთან, ხონსა და ფოთში ბენეფიციარებთან კონსულტაციები წინასწარ დაგეგმილი თემით წარიმართა: როგორ გავაცნობიეროთ ფსიქოლოგიური პრესი და ფსიქოლოგიური ძალადობა იმისათვის, რომ არ გავხდეთ მსხვერპლი - ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის. ქალებმა მიიღებს იმ უნარები და ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დამკვიდრებას ოჯახსა თუ საზოგადოებაში.

8 და 13 ივლისს ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა კონსულტაციები. დამსწრეთა შორის იყვნენ ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები, დევნილებიც და ადგილობრივი მცხოვრებნიც. კონსულტაციის თემა იყო - ოჯახში ძალადობის ნეგატიური გავლენა მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებზე ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის.
ქალბატონები დიდი ინტერესით უსმენდნენ ფსიქოლოგს, მოყავდათ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან. შეხვედრების დასასრულს მონაწილეებმა მადლიერება გამოთქვეს კონსულტაციისათვის და აღნიშნეს, რომ განხილული თემა და მიღებული რეკომენდაციები მათთვის აუცილებელი და სასარგებლო იყო.



ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ძირითადი თემით - ქალთა სოლიდარობა.
ქალების მეგობრობის პრინციპებიც ისეთივეა, როგორც ნებისმიერ ახლო ურთერთობაში: გულწრფელობა, გახსნილობა, პრობლემათა განხილვა, სიმპათია და პატივისცემა, სხვების მოსმენის ნიჭი და მიღება ისეთად, როგორიც არის.
ამას გარდა ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემებზე. ქალებმა ყურადღებით მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კომპეტენტური რჩევები.



ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები 29 ქალბატონის მონაწილეობით. ამ შეხვედრების ძირითადი თემა იყო გამოუვალი მდგომარეობა. გამოუვალი მდგომარეობა გამოსავლის არარსებობა კი არა, მისი ადგილსამყოფელის არცოდნაა.
მიიჩნევა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი. როგორც ფსიქოლოგმა განუმარტა შეხვედრების მონაწილეებს, გამოუვალი მდგომარეობა ჩიხია, საითკენაც ვუბიძგებთ ჩვენს თავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, არ უნდა დავკარგოთ ცხოვრების იმედი და ცხოვრებაც აივსება აზრით, წარმატებით, ბედნიერებით.