ქუთაისის, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მოაწყვეს ფსიქოლოგიური ჯგუფური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ასერტული ურთიერთობების  თემაზე.

8 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საქალაქო ბიბლიოთეკაში, 11 სექტემბერს -

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ხოლო 12-ში ფსიქოლოგს შეხვდნენ სოფელ კუხის (ხონის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებლები. განხილულ იქნა ასერტული ურთიერთობების წესები. მონაწილეებმა იმუშავეს ასერტული ქცევის ბარათზე.

დამეხმარება ასერტული ქცევა ურთიერთობის დროს? - კითხულობდნენ მონაწილეები.

ფსიქოლოგის კომენტარი: ასერტულობა - არის ადამიანის ნიჭი, კონსტრუქციულად დაიცვას თავისი უფლებები, სხვების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრირებით და თან, აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. ასერტული ურთიერთობა ისაა, როცა ყველა მოგებულია...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები - მონაწილეობდა 36 ქალი 25-დან 67 წლამდე. შეხვედრების მთავარი სასაუბრო თემა იყო  მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური კრიზისების მოგვარება, როგორც ძალადობის პრევენციის გზა.

ოჯახები, სადაც შვილებს პატივს სცემენ, უფრო კომფორტულად ცხოვრობენ. ოჯახი ვალდებულია, ჩამოაყალიბოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი პიროვნება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ  ის ადამიანები, რომელთათვისაც მშობლები ზედმეტი ტვირთია, თვითონვე იქცევიან ხოლმე თავიანთი შვილებისთვის თავის ტკივილად. ხოლო ის, ვინც მშობლებს პატივისცემითა და სიყვარულით ექცევა, სიბერეში ბედნიერად ცხოვრობს, საყვარელი შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

მსხვერპლის კომპლექსი - ამ თემაზე მსჯელობდნენ შეხვედრებზე. ქუთაისში,  დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში გაიმართა 9 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან და 4 ინდივიდუალური კონსულტაცია. დაესწრო 63 ბენეფიციარი.

შეხვედრებზე განხილულ იქნა მსხვერპლის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები: მიზეზები, ფსიქოსომატიკა. აღინიშნა, რომ ამ მდგომარეობას თვითგანადგურებისკენ მიყავს ადამიანი. ვისაც ჰგონია, რომ გარემოების, სიტუაციის მსხვერპლია, ის თავს ითავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ამ სიტუაციაში. ეს სილაჩრის, ანგარების და არასრულფასოვნების კომპლექსის საფარია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

    

ქუთაისის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში დეკემბერში მოეწყო 12 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა. მონაწილეობა მიიღო 20-დან 67 წლამდე ასაკის 70 ქალმა. ამასთანავე გაიმართა 5 ინდივიდუალური კონსულტაცია დაძაბული ურთიერთობების, კომპლექსებისგან გათავისუფლების და დაბალი თვითშეფასების პრობლემებზე.

ჯგუფური შეხვედრების საუბრის თემა იყო ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, აგრეთვე ჰარმონიულ ურთიერთობებზე ოჯახში.

ფსიქოლოგის რჩევა: - ყოველი ჩვენგანი ოჯახის ნაწილია. რაც უფრო მყარი და თბილია შიგნითა კავშირები, მით უფრო ადვილად ვუმკლავდებით გარეგან წინააღმდეგობებს, შიგა კავშირების გაძლიერებით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ოჯახური ჰარმონიისკენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში თებერვლის განმავლობაში გაიმართა 14 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა და 8 ინდივიდუალური  კონსულტაცია. 20-დან 67 წლამდე ასაკის 83 ქალი აქტიურად მსჯელობდა შეხვედრების თემაზე - როგორ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს, როგორ ვაკონტროლოთ ფიქრები კონფლიქტების და ძალადობის პრევენციისთვის.

ამ აქტუალური საკითხის განხილვა სასარგებლო აღმოჩნდა ყველასთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგის რჩევა: რას კარგავს ადამიანი, რომელიც ვერ მართავს ემოციებს? სიხარულს და პოზიტიურ განწყობას, სიმშვიდეს, ახლობლებს, ღირსებას და რეპუტაციას. გრძნობების მართვა შეიძლება და აუცილებელია. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი უფრო თავისუფალი და უფრო ბედნიერი გახდეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის, ხურჩის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური და ინდივიდუალური კონსულტაციები. ესწრებოდა 36 ქალი 25-დან 65 წლამდე.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო ნეგატიური ემოციების და სტრესოგენური ფაქტორების დაძლევა და მათზე კონტროლი, რაც ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი პრევენციული ზომაა - რათა ქალებმა შეძლონ პირობების შექმნა თავიანთი ნეგატიური ემოციების კონტროლისთვის, ამასთანავე განუვითარდეთ უნარი, გავლენა მოახდინონ და შეცვალონ ნეგატიური ემოციები სუნთქვითი ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იანვარის განმავლობაში გაიმართა 11 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ნეგატიური ემოციების და სტრესოგენური ფაქტორების დაძლევის თემაზე. ასევე ჩატარდა 5 ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრა კრიზისული ოჯახური ურთიერთობების პრობლემაზე.

შეხვედრებს დაესწრო 75 ქალი 19-დან 67 წლამდე, მათგან 11-მა პირველად მიიღო მონაწილეობა. განხილული თემები ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანი  იყო, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის საშუალება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

  

ქუთაისში, დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრებში ივნისის განმავლობაში ჩატარდა 12 ფსიქოლოგიური შეხვედრა და 2 ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრებს ესწრებოდა 78 ქალი 19-დან 68 წლამდე, მათგან 11 პირველად იმყოფებოდა.

საუბრების ძირითადი თემები იყო - ჰარმონიული ურთიერთობები ბავშვებთან და მათი განვითარება გენდერულ ასპექტში.

რჩევები და თეორია, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება - შეხვედრებზე სწორედ ამ „საიდუმლოებებზე“ იმსჯელეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში თვის განმავლობაში გაიმართა 12 ჯგუფური შეხვედრა ქალთა სოლიდარობისა და მეგობრობის თემაზე. სულ ესწრებოდა 85 ქალი 18-დან 66 წლამდე. მსურველებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები ღალატის, ერთობლივი ცხოვრების, დაბალი თვითშეფასების და მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის თაობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ორმოცამდე ქალი შეიკრიბა ჯგუფურ ფსიქოლოგიურ შეხვედრებზე სენაკის, ქუთაისის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მათ ინტერესით მოისმინეს საუბრის თემა - ქალური სოლიდარობა ანუ ქალების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერა, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. შეხვედრებზე დაისვა შეკითხვა: ქალური სოლიდარობა - მითი თუ რეალობა? ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია შფოთვა, რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც პირდაპირ მოქმედებს ოჯახის ამინდზე. როცა ქალი გადარჩენაზე ფიქრობს, ეს მას სოლიდარობისკენ კი არა, არაჯანსაღი კონკურენციისკენ უბიძგებს.

ფსიქოლოგმა ქალებს ეფექტური რჩევები მისცა სოლიდარობის გამოვლენისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები