ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ 9 მუნიციპალიტეტის  (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, თერჯოლა, ოზურგეთი, ლანჩხუთი) წარმომადგენლები - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. ის ადამიანები, რომლებიც მობილიზებას და ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს.

ისინი გაეცნენ პროექტს „ქალთა უფლებების გაძლიერება“, მის მიზნებს, სამუშაო კონცეფციას, დაგეგმილ ღონისძიებებს.

ყოველ მათგანს სამუშაო განწყობა აქვს, რადგან ეს მუშაობა ხელს შეუწყობს თანაკუთხელი ქალებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  მაკვანეთის მცხოვრებლებთან. გაირკვა, რომ მაკვანეთშიც იგივე პრობლემა აწუხებთ, რაც კვირიკეთში - ერთ-ერთ კომპანიას მდინარიდან ქვა-ღორღი ამოაქვს. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ კალაპოტის 6 მეტრით დაღრმავება ჭებში წყლის დაშრობას გამოიწვევს.

სოფელ მაკვანეთში გამოვლენილი პრობლემის გადაჭრა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. მინისტრის სახელზე მომზადდება წერილი, დაიგეგმება ადვოკატირების კამპანია პრობლემის მოსაგვარებლად.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კონფლიქტები, მათი სახეები, მიზეზები, მოგვარების გზები - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის - ეს თემა იქნა შერჩეული სასაუბროდ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ფსიქოლოგიურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრას 10 ქალი ესწრებოდა, მათ შორის ერთი - პირველად.

როგორც აღინიშნა, პროფილაქტიკა, გაფრთხილება და ოჯახური კონფლიქტების გადაჭრა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ კონფლიქტების მიმართ და როგორ ვმოქმედებთ.

 ეხვედრის მონაწილეები დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ არ უნდა ვეძებოთ პასუხი კითხვაზე „ვინაა დამნაშავე?“ სჯობს ვუპასუხოთ შეკითხვას: „რა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში კონფლიქტები შეწყდეს?“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის  ფსიქოლოგმა და იურისტმა 12 ნოემბერს კონსულტაციები ჩაატარეს სანატორიუმ „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან.
ფსიქოლოგის თემა საინტერესო იყო შეკრებილთათვის - ძალადობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები, ოჯახში ძალადობაზე რეაგირების აუცილებლობა - ინტერვენცია და პრევენცია.
ქალბატონები აქტიურად ჩაერთნენ თემის ირგვლივ მსჯელობაში და სასარგებლო რჩევებიც მიიღეს ფსიქოლოგისგან.
იურისტმა ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე. ქალები დაინტერესდნენ საკითხებით - როგორ ხდება მოქალაქეობის მოპოვება, დაკარგვა, ჩამორთმევა. აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
   
სენაკის, ხურჩის და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა 3 ჯგუფური და 2 ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან. დამსწრეთა რაოდენობა იყო 34 ქალბატონი 22-დან 64 წლამდე.
საუბრის თემა: როგორ შევქმნათ თბილი საოჯახო მიკროკლიმატი, რა უწყობს ხელს ძალადობის პრევენციას.
ოჯახური ცხოვრება - ეს არის სექსუალური, ინტიმურ-ფსიქოლოგიური და სამეურნეო-ყოფითი სიახლოვე. ამიტომ ამ ურთიერთობაში შესვლამდე უნდა გაირკვეს ბევრი საკითხი - ტემპერამენტული შეთავსება, როლები ოჯახში, ცხოვრებისეული მიზნები და ფასეულობები და ისე დაადგეთ თქვენი ოჯახის ჩამოყალიბების ახალ გზას.
იურისტებმა განიხილეს კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, დამცავი და შემაკავებელი ორდერი და მოქმედების მექანიზმები, აგრეთვე სავარაუდო ცვლილებები კანონში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გრძელდება ფონდი „სოხუმის“და ქუთაისის მულტიპროფილურ კლინიკა „უნიქალ მედის“ ერთობლივი აქციები - უფასო სამედიცინო კონსულტაცია/კვლევები. აქციები უკვე ჩატარდა წყალტუბოსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამჯერად კლინიკის პერსონალი ფოთში ჩავიდა. აქცია დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გაიმართა და მასში აფხაზეთიდან დევნილმა ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციას ორგანიზება გაუკეთა ფონდი „სოხუმის“ ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა. აქციის შესახებ სიუჟეტი მოამზადა სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

    

200-მდე ადამიანი შეიკრიბა 16 ივლისს სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - აქ იყვნენ არა მარტო ამ სოფლის, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების - ორსანტიის, ხურჩის, კახათის მცხოვრებნი. აქციას კარგი ორგანიზება გაუკეთა ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა - მობილიზატორებმა აქტიურად გაავრცელეს ინფორმაცია ძალიან საჭირო და სასარგებლო აქციის შესახებ.

ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედიმ“ ამ დღეს აფხაზეთთან ახლომდებარე სოფლებში უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაატარა შემდეგი მიმართულებებით: რადიოლოგია, ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, უროლოგია,  გასტროენტოროლოგია,  ქირურგია და ენდოკრინოლოგია.

აქცია მხოლოდ ამით არ დასრულებულა - კლინიკის მედიკოსებმა 9 ადამიანი იმ დღესვე ჩამოიყვანეს ქუთაისში თავიანთი ტრანსპორტით. 16 ადამიანი ამჟამად სტაციონარშია მოთავსებული - მათ უფასოდ უტარდება მკურნალობა. განსაკუთრებული ის არის, რომ თანხის ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა ანაზღაურებს, დანარჩენ თანხას კი, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კლინიკა დაფარავს.

მათ, ვინც აქციის დღეს ვერ მოასწრო უფასო სერვისით სარგებლობა, კლინიკა 50%-იანი შეღავათით მოემსახურება.

ეს მართლაც უპრეცედენტო აქციაა, რომელიც ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედიმ“ მოაწყო ფონდ „სოხუმთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

აქცია გაგრძელდება ფოთში, ხონსა და სენაკში.   

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
 
იურისტის მიერ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქ. ოზურგეთის ქიქოძის ქუჩის მცხოვრებლებთან. მოსახლეობისთვის ძირითადია წყლის პრობლემა.  გარკვეულ იქნა, რომ პრობლემა მალე  გადაიჭრება, რადგან მილები უკვე ჩაყარეს და ახლო მომავალში  მოხდება წყლის მიწოდება.
შეხვედრაზე ასევე გაიცა სამართლებრივი კონსულტაციები სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სოციალური და შრომითი სამართლის საკითხებზე. 
აღსანიშნავია, რომ იურისტი აქტიური ჩართვით უკვე გადაიჭრა შეხვედრებზე დასმული რამდენიმე პრობლემა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მესხების დასახლებაში მოიხრეშა მისასვლელი გზა, ხოლო 26 მაისის ქუჩის შესახვევში გაკეთდა გარე განათება. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 
 
 
აგვისტოში ჩატარდა იურისტის საინფორმაციო შეხვედრები დევნილებთან ქუთაისის 7 კოლექტიურ ცენტრში. ესწრებოდა 46 მოქალაქე.
შეხვედრების თემები: კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, დასაქმებულთა უფლებები და მოვალეობები, შრომითი ურთიერთობების სუბიექტები, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის საინტერესო საკითხებზე, აგრეთვე საბანკო ვალისა და მისი ვალდებულებების, დევნილთა განსახლების აპლიკაციის და განქორწინებისა და ალიმენტის დანიშვნის შესახებ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მცხოვრებლებთან. ვიზიტი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ სოფელში კვლავ გაგრძელდა ქვა-ღორღის მოპოვებითი სამუშაოები მდინარე ბჟუჟიდან. მოსახლეობას ორი მოთხოვნა აქვს:   მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება და  სამუშაოების შეწყვეტა. 

მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა აქცია, რომელზეც მოვიდნენ გუბერნატორის მოადგილე, სოფელ შემოქმედის მაჟორიტარი დეპუტატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადაჭრიან მოსახლეობის მიერ დასმულ პირველ პრობლემას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, ამ ეტაპზე სამუშაოების შეწყვეტის პირობას ვერ იძლევიან. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები