DSC00392

17 მარტს ფონდი „სოხუმის“ იურისტი სენაკში შეხვდა ფოთის ქუჩის მოსახლეობას. შეხვედრას ესწრებოდა 12 მოქალაქე (მათ შორის დევნილები).
მათ მიეწოდა ინფორმაცია თემაზე „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მუნიციპალიტეტის კოლეგური ორგანოების სხდომების საჯაროობის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცების შესახებ“. დევნილთა მთავარი პრობლემაა განსახლება - 23 წელია, ახლობლის ოჯახში ცხოვრობენ, მაგრამ მეპატრონე ითხოვს სახლის გათავისუფლებას. დევნილებმა არ იცოდნენ, ვისთვის უნდა მიემართათ. იურისტმა აუხსნა აპლიკაციების შევსების, ქულების მინიჭების კრიტერიუმების და სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე გაიცა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაციები.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 
იურისტის საინფორმაციო ვიზიტი შედგა ქ. ოზურგეთის სახოკიას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ოჯახში. მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სახის პრობლემები მათთან არ არის.
შეხვედრაზე გაიცა სამართლებრივი კონსულტაციები: სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სოციალური და შრომითი სამართლიდან.
უკვე გადაჭრილია იურისტის მიერ წამოჭრილი პრობლემა, რომლის თაობაზეც განცხადებით ქალაქის მერიას რამდენიმე თვის წინ მიემართა - წუწუნავას ქუჩაზე მოეწყო გარე განათება, შეკეთდა გზა და გაკეთდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტი შეხვდა დაბა ნასაკირალში მცხოვრებ რეპატრიანტ მესხებს. ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან მოსახლეობამ მხოლოდ გზის 100-მეტრიანი მონაკვეთის დაგრეიდერება-მოხრეშვაზე გაამახვილა ყურადღება.
გარდა საერთო საზოგადოებრივი პრობლემებისა, მათ გააჩნიათ პირადი სპეციფიკური პრობლემები. იურისტმა უპასუხა შეკრებილთა შეკითხვებს. მათ გაეწიათ ასევე კონსულტაცია რეპრესირებული პირის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.
 
 
 
                                                                                                                                                     
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

9 მარტს შედგა იურისტის შეხვედრა ქუთაისში, მუსიკალური სკოლის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრაზე გაიცა ჯგუფური იურიდიული კონსულტაცია იმ საერთო პრობლემასთან დაკავშირებით, რაც საცხოვრებელი ბინების პირად საკუთრებაში დაკანონებას გულისხმობს.

მოქალაქეებმა ასევე მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის  სარგებლობის წესებსა და პროცედურებზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
8 ივნისს ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკში, ყოფილი პროფსასწავლებელის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს, გააცნო მათ ფონდის და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა.
რადგან მათ მთავარ პრობლემას განსახლება წარმოადგენს, დამსწრეთა თხოვნით, მათ მიიღეს იურისტისგან ინფორმაცია ამ საკითხის და დევნილთა კანონის შესახებ. შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა გაიგეს აპლიკაციის შევსების და სოფლად სახლის ყიდვის პროგრამის არსებობის შესახებ. ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები საკითხებზე: სოციალურად დაუცველი პირის კრიტერიუმები, ქულების შეჯამების წესები, იგპ სტატუსის აღდგენა, ომის ვეტერანის დოკუმენტის აღდგენის აუცილებლობა და მისი პროცედურები...
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ იურისტი 7 მაისს სენაკში შეხვდა კომპაქტურად ჩასახლებულ  დევნილებს. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და სენაკის გენდერული საბჭოს მუშაობის შესახებ. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალურად დაცვის მინისტრის ბრძანება #141/ნ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესსა და პროცედურებზე. 
შეხვედრის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა. იურისტმა გააცნო დევნილი ოჯახის წევრებს სოციალურად დაუცველთა ბაზის აუცილებელი ეტაპები და პროცედურები. მომზადდა განცხადება ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი პრობლემის მოგვარების მიზნით.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა გამართა შეხვედრა ქუთაისის მუსიკალური სკოლის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალებთან. მათ ბინები  კერძო საკუთრებაში დაუკანონდათ, მაგრამ აქვთ წყალგაყვანილობის, ავტოფარეხის და სხვა პრობლემები.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაცია, შექმნან ამხანაგობა, კოლექტიური განცხადებით მიმართონ ქუთაისის მერიას და მოითხოვონ დახმარება პრობლემების გადაჭრაში. საკითხზე მონიტორინგი გაგრძელდება მომავალში.

შეხვედრაზე ასევე გაიცა ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 ქუთაისში ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ქუთაისის თავშესაფრის იურისტთან ერთად ფონდი „სოხუმის“ იურისტს დახმარებისთვის მიმართა, რათა მიეღო მსხვერპლის სტატუსი, რაც მას თავშესაფარში დარჩენის და სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. მომზადდა ყველა საჭირო დოკუმენტი და გადაეგზავნა მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელ კომისიას თბილისში. 17 თებერვალს ჩატარდა სხდომა, ქალბატონს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, მას უკვე შეუძლია თავშესაფარში იცხოვროს და გააგრძელოს ფსიქორეაბილიტაცია.

ეს ერთ-ერთი ქეისია  ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის იურისტის ანგარიშიდან.

ამას გარდა მან თებერვალში ჩაატარა 12 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
 
ქუთაისში დევნილთა საერთო საცხოვრებლებში ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. ესწრებოდა 53 სხვადასხვა ასაკის მოქალაქე. იურისტის სასაუბრო თემას, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა კანონი დევნილთა შესახებ, ადამიანი და მისი ძირეული უფლებები, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის მექანიზმები და ა. შ.
გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები: სოციალური შემწეობის აღდგენის შესახებ; ჩვილი ბავშვისთვის დევნილობის შემწეობის დანიშვნის პროცედურები;  სამინისტროსგან ერთხელ ბინით დაკმაყოფილებულთა უფლებების და ვალდებულებების შესახებ; სოციალურად დაუცველთა შეფასების კრიტერიუმები. 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
  
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტებმა სხვადასხვა თემაზე ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. ქუთაისში მთავარი თემა იყო საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული შშმ პირთა პროგრამები და პრიორიტეტები.
ქორწინება და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს სენაკში. წყალტუბოში ადმინისტრაციულ კოდექსზე ისაუბრეს. მიწით სარგებლობის სამართლებრივ საკითხებს შეეხნენ ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთში ქალები დაინტერესდნენ ანდერძის პირობებით, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კი იურისტის საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა ქალტა მიმართ ძალადობის თემას.
ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები (მაგ. მარტოხელა მშობლის სტატუსის მისანიჭებელად თუ განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტები  და პროცედურები).
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები