ტრადიციულად, იურიდიული კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისის, სენაკის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრები სხვადასხვა თემას მიეძღვნა: როგორია სასამართლო სისტემა, როგორ დაიცვას თავი მოქალაქემ, სესხი, სესხის ვალდებულება, ოჯახში ძალადობის კანონი, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის პროცედურები.
დეტალური კონსულტაციების შედეგად, მონაწილეებმა იურისტების დახმარებით შეაგროვეს საბუთები განქორწინების გასაფორმებლად, ალიმენტის დანიშვნის თაობაზე, მოამზადეს შენობის იჯარის ხელშეკრულება, წერილი სესხის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით და სხვა მისთ.  
მონაწილეთა თქმით, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს მათი სამართლებრივი დონის ამაღლებას.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

აპრილის თვის იურიდიული კონსულტაციები ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მიეძღვნა სხვადასხვა თემას: ოჯახური კონფლიქტები, დევნილთა უფლებები, განსახლების ეტაპები, ნასყიდობის ხელშეკრულება...

ბენეფიციარებმა თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეს იურიდიული კონსულტაციები, რომლებიც შეეხებოდა ალიმენტის დანიშვნის პროცედურებს, განქორწინების ეტაპებს, მრავალშვილიანი დედის სტატუსის მინიჭებას და სხვ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მთავარ თემას წარმოადგენდა სამეზობლო ურთიერთობები და მათი სამართლებრივი რეგულაციები. საუბარი იყო სამეზობლო ურთიერთპატივისცემის, ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებებზე. აღმოჩნდა, რომ  შეხვედრის მონაწილეების თითქმის უმეტესობას აწუხებს სამეზობლო ურთიერთობის პრობლემები. ასევე გაიცა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ინფრასტრუქტურული პროექტების გენდერული ასპექტები განიხილეს დღეს ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე. მოწვეულმა სტუმარმა - ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ შეკრებილთ 22 პროექტი წარუდგინა, რომლის განხორციელებაც წელს იგეგმება ხონში: ქალაქის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია, სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზის მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა-შელამაზება... გამგეობის წარმომადგენელმა კლუბის წევრების შეკითხვებს უპასუხა და მათ პირობა მისცა, რომ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

ვორკშოპის მონაწილებმა ისაუბრეს კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და მის მნიშვნელობაზე.

როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, ვინ შედის რეფერალურ სუბიექტებში, როგორ განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას კანონი - ამ საკითხებზე მოისმინეს ინფორმაციები ვორკშოპის მონაწილე ქალებმა.

მათი აზრით, ნებისმიერი ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და დროულად ჩაერიოს ოჯახურ კონფლიქტებში, რადგან ამ დროს მაღალია იმის ალბათობა, რომ ქალი  ძალადობის მსხვერპლი გახდეს.

დისკუსიისას, რეფერალურ სუბიექტებზე საუბრისას განსაკუთრებით სკოლის დატვირთვაზე გააკეთეს აქცენტი. როგორც აღნიშნეს, სკოლა ერთ-ერთი სერიოზული რგოლია, რომელიც ძალადობის პრევენციაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ვორკშოპები   ჩატარდა ჯგუფებთან ქუთაისში,  სენაკში, წყალტუბოში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჯგუფურ შეხვედრებთან ერთად ხშირად ეწყობა  ფსიქოლოგიური კონსულტაციები ცალკეულ ადამიანებთან. ასე იყო ამჯერად სენაკში. ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა ბენეფიციარის თხოვნით, რომელიც იმყოფება მანიპულაციის ქვეშ. მუშაობა წარიმართა ტრავმებთან, შიშებთან, გამოყენებული იყო ასოციაციური ბარათების მეთოდი. ინდივიდუალური მუშაობა გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

 

იანვარში ჩატარდა 7 იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან და 2 ინდივიდუალური კონსულტაცია.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო მსხვერპლთა  დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია ბენეფიციარს, რომელმაც მოგვმართა ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებიდან (თავშესაფრიდან) და გვთხოვა, დავხმარებოდით მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში. შეივსო ანკეტა, რომელიც სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს. ქეისზე მუშაობა მიმდინარეობს და  უახლოეს დღეებში დასრულდება.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

- კონფლიქტების მართვა შეუძლებელია, თუ ადამიანს არ შეუძლია სწორი თვითშეფასება. მე კონფლიქტური ადამიანი ვარ. ახლა მივხვდი, მიზეზი ჩემი არასწორი წარმოდგენაა საკუთარ თავზე. ამიტომ საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად უნდა შევხედო. ეს კარგი გამოცდილებაა, ურთიერთობისას და კონფლიქტების მართვაში დამეხმარება.

- მაღალი თვითშეფასების შემთხვევაში მოძალადედ ყალიბდები და პირიქით, დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში, მაღალია მსხვერპლად ქცევის ალბათობა. საკუთარი თავი კარგად უნდა შევისწავლოთ, ეს ჩამოაყალიბებს სწორ თვითშეფასებას.  

ასეთი იყო ახალგაზრდების აზრი ქუთაისის, სენაკის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ ვორკშოპებზე, სადაც თვითშეფასების თემა ინტერესით განიხილეს.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდ „სოხუმსა“ და კლინიკა „უნიქალმედის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გულისხმობს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ექიმთა ჯგუფის ჩაყვანას და ბენეფიციარებისათვის უფასო კონსულტაციების უზრუნველყოფას. კონსულტაციები ჩატარდება ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brotfür die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით  (გერმანია)

  

ვის როგორ ესმის თვითშეფასება, რამდენად ვიცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს, რა კავშირშია თვითშეფასება ძალადობასთან - ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა ვორკშოპები, რომლებიც ქალების ჯგუფებთან  ჩატარდა წყალტუბოში, ხონსა და ფოთში.

შეხვედრებზე მონაწილეებმა მოისმინეს ცოცხალი ისტორიები. მათში ნათლად გამოჩნდა, რომ დაბალი თვითშეფასება ხშირად ხდება ქალებისთვის დამამუხრუჭებელი. მათი აზრით, არასწორი თვითშეფასება კონფლიქტების განვითარების მიზეზია, ამიტომაც კონფლიქტების მართვა მხოლოდ ადეკვატური თვითშეფასებით არის შესაძლებელი.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები