„გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა ვანის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს: როგორ უნდა დაინერგოს გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რატომაა ის საჭირო.
მონაწილეთა მხრიდან გაიჟღერდა, რომ გენდერული პოლიტიკის ფორმირება მუნიციპალიტეტში საწყის ეტაპზეა, ამიტომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ფონდ „სოხუმთან“.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ექსპერტმა ჩეხეთიდან კლარა კოზლოვამ, რომელმაც გენდერულ აუდიტზე და ამ მიმართულებით ჩეხეთში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს მუნიციპალიტეტში გენდერული მიდგომების დასამკვიდრებლად.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა საერთაშორისო დღეს კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ მრგვალ მაგიდას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და დევნილებს ის პროგრამები გააცნო, რომელთაც გამგეობა ახორციელებს.
აღინიშნა, რომ პროგრამები მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული. უახლოეს ხანებში იწყება ინოვაციური პროექტი „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“.
დამსწრეებმა გამგეობის წარმომადგენლებს კითხვებით მიმართეს და მათგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, სადაც ცენტრის აქტივისტები შეიკრიბნენ, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“.
მოწვეული იყვნენ სტუმრები: ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობის წევრები, სოფლის რწმუნებულები, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, სკოლის მასწავლებლები და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
მრგვალი მაგიდის მსვლელობის დროს გამოიკვეთა რეკომენდაციები მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენციის კუთხით, მათ შორის:
- ახალგაზრდების ინფორმირებულობა ოჯახში ძალადობის თემაზე
- სამართალდამცავი სტრუქტურების მეტი მობილიზაცია და საინფორმაციო მუშაობა საზოგადოებასთან
-სოფლის რწმუნებულების გადამზადება ოჯახური ძალადობის ფქტებზე რეაგირებისათვის.
9 მარტს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
განხილულ იქნა საკითხი ქალთა სოლიდარობის შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო საუბარი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე და შემდგომ დისკუსია აქტუალურ გენდერულ პრობლემებზე.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩაატარა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის - საკრებულო, გამგეობის - წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით.
შეხვედრის დროს გაჟღერდა ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღის ისტორიაზე, გენდერულ სიტუაციაზე საქართველოში, ძალადობის პრობლემების კუთხით, ქალთა დისკრიმინაციაზე.
საუბარი შეეხო ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობას სენაკში, შედეგებზე და წარმატებულ მაგალითებზე.
მრგვალი მაგიდის დროს დაფიქსირდა რეკომენდაციები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოგვარებისათვის, პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით.
9 მარტს ქუთაისის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი ქალბატონები.მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყოველწლიურ ტრადიციულ თემას „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“. ითქვა, რომ ქალთა სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ქალთა და გოგონათა უფლებები, მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ძალადობის პრევენციისათვის. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ამ საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები, ახალგაზრდები, თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. დისკუსიის დროს განსაკუთრებულად გამოიყო სამოქალაქო დიალოგის და მისთვის ახალი სივრცის შექმნის აუცილებლობის საკითხი.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სენაკის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალებთან და გოგონებთან ჩატარებული ტრენინგის შესახებ და მათ ხედვებზე, რომლებიც ეხება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მრგვალ მაგიდაზე გაიმართა კვლევის „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახალ გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“ პრეზენტაცია.
მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ყველა ინფორმაციას, აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ აქტიური მუშაობა კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის და წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს მუნიციპალური სოციალური პროგრამები. ინფორმირებული დევნილები თავიანთი საჭიროებების მიხედვით გამოიყენებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.