რადიო „რიონის“ ეთერში მოეწყო გადაცემა ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ - ფარგლებში. რადიოგადაცემის მიზანი იყო პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, პირველი თვალსაჩინო შედეგების გამოკვეთა.
გადაცემის მონაწილეები - პროექტის ხელმძღვანელობა, ექსპერტები - შეეხნენ ადგილობრივ მართვაში სამოქალაქო მონაწილეობის, გენდერული მიდგომების დანერგვის პრაქტიკის მნიშვნელობას. შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა - ჩეხეთის გამოცდილების გაცნობა სამოქალაქო ჩართულობის დანერგვის კუთხით, შეხვედრები ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან - სადაც გამოიკვეთა ახალგაზრდების ხედვები და მისწრაფება, მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაში.
დაანონსდა იმერეთის თვითმმართველობებთან უახლოეს მომავალში დაგეგმილი შეხვედრა, სადაც მოხდება „სამოქალაქო ბიუჯეტების“ განხორციელების ქართული და ევროპული პრაქტიკის გაზიარება.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით







პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ქუთაისის ბიუჯეტი გენდერული გახდა - ეს იყო მთავარი მესიჯი, რომელიც ფონდ სოხუმში შეკრებილმა ჟურნალისტებმა მიიღეს. მათი უმრავლესობა აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ორგანიზაციასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერული საკითხების გაშუქებას და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე. თუმცა შეხვედრაზე იყვნენ ახალბედა ჟურნალისტებიც, რომლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ფონდის საქმიანობის გაცნობა და თანამშრომლობის სურვილიც გაუჩნდათ.
შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს თავიანთი გენდერული გამოცდილება და კიდევ უფრო აქტიური მუშაობის გეგმები დასახეს.
30 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამახსოვრო პრიზები გადასცა ჟურნალისტებს, რომელთაც გაიმარჯვეს ფონდის მიერ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში „ჟურნალისტები - არაძალადობრივი ცნობიერების ხელშეწყობისათვის“.
რეგიონალური მედიის ჟურნალისტების სოციალური პასუხისმგებლობა მაღალ შეფასებას იმსახურებს, განსაკუთრებით ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებაში, როგორიც არის გენდერული ძალადობა.
ჟურნალისტებმა მადლიერება გამოხატეს იმის გამო, რომ მათ მოაზრებენ როგორც საიმედო პარტნიორებს და ხდება მათი შრომის წახალისება.

