რადიო „ძველი ქალაქის“ პირდაპირი ეთერით გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა. მასში აისახა ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციის მასალები. სიუჟეტში გაჟღერდა ინტერვიუები, რას ფიქრობენ და რა ტიპის საფრთხეებს გრძნობენ ქალები ფოთსა და სოფელ ხურჩაში, რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული რისკების შესამცირებლად. გადაცემას ორი სტუმარი ყავდა -  ფონდი „სოხუმის“ პროექტის ასისტენტები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე.  

 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემული პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციას ასახავდა.   ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიუჟეტის ძირითადი ღერძი ისეა აგებული, რომ შეკრებილი აუდიტორიის მოსაზრებები  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციიდან არის ასახული. 

ყველა გამომსვლელი აფიქსირებს, რომ კვლევის შედეგები იძლევა საშუალებას, სხვადასხვა სამსახურმა საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს, ყველა მიმართულებით დაიწყოს მუშაობა, რადგან არის საკითხები, რომელთა  ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტა უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეცვლის.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
გადაცემაზე გამოიკვეთა, რა როლი შეასრულა ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, როგორც ადგილობრივმა საზოგადოებრივმა  რგოლმა გენდერული პერსპექტივების ხელშეწყობისათვის და როგორც შუამავალმა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის. რამდენად შეძლო მან, ეთქვა თავისი სიტყვა, როგორც გენდერული იდეების „გამტარმა“ და რა შეიცვალა არსებულ მიდგომებსა, პოლიტიკასა და პრაქტიკაში. როგორი პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ - რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება და როგორ  გაგრძელდება დაწყებული საქმიანობა...
გადაცემის სტუმრებმა - გენდერული საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, დასახელდა კონკრეტული მიღწევები, მათ შორის - მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც საბჭოს მიერ იყო ინიცირებული, გათვალისწინებული კონკრეტული რეკომენდაციები. საუბარი შეეხო  ძირითად გამოწვევებს.
როგორც გადაცემაზე გაცხადდა, პროექტის დასრულების მიუხედავად, საბჭო აგრძელებს აქტიურ საქმიანობას ადგილობრივი გენდერული პერსპექტივების ხელშეწყობისათვის.
 
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

33-ე ბაგა-ბაღი პირველი ნოვატორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა ქუთაისში, სადაც მასწავლებლისა და მშობლის კუთხესთან ერთად ბაბუების კუთხეც არსებობს.
„ბაბუს კლუბი“ საერთო იდეებით გაერთიანებულმა ბაბუებმა დააფუძნეს. ამჟამად კლუბში 12 წევრია. მისი დაფუძნების ძირითადი მიზანია სასარგებლო საქმეების კეთება, რაც პატარა შვილიშვილების და 33 ბაგა-ბაღის საკეთილდღეოდ აქვთ ჩაფიქრებული.
იდეა ბევრი აქვთ, თუმცა მათი განხორციელებისთვის აქტიურ ბაბუებს ხშირად  არასაკმარისი ფინანასები აბრკოლებთ.
ამას და კიდევ ბევრ საინტერესოს - „რიონის“ საკვირაო გადაცემაში გასული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია

„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ფესტივალი ზუგდიდში დაიწყო და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდა -  3 ივნისს  ახალციხეში, ხოლო მეორე დღეს - გორში.
ღონისძიებაზე გაიმართა აშშ მთავრობის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი და მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ ელჩი საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
თანამედროვე ცეკვების ჯგუფმა Sea2Sea-მ დაუვიწყარი შოუ წარუდგინა მაყურებელს (რაც ფონდი „სოხუმის“ მიერ იყო ორგანიზებული).
მიუხედავად მცხუნვარე მზისა და მოულოდნელი წვიმისა, შეკრებილები აქტიურად  ჩაერთნენ ფესტივალში - ათვალიერებდნენ სტენდებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის პროექტებს, Sea2Sea ჯგუფის მიერ ჩატარებულ მასტერ კლასებში იღებდნენ მონაწილეობას და ცეკვავდნენ ამერიკიდან სპეციალურად მoწვეული ბენდის „Dangerflow“ სიმღერებზე.
 
         

ქუ­თა­ი­სის, წყალ­ტუბოს, ხონის  ფოთის, სენაკის, ხურჩა/კოკის ქალ­თა მხარ­და­ჭე­რის ცენ­ტრებში ჩატარებული მუშაობის შედეგებს ასახავს მე-7 ბიულეტენი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.  საანგარიშო პერიოდში - 1 ივლისიდან  31 ივლისამდე ჩატარდა 87 აქ­ტი­ვობა  991 ადამი­ანის მონაწილეობით: 33 სა­მობილი­ზა­ციო შეხვედ­რა, ვორკშოპები, ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები, ახალ­გაზ­რდუ­ლი კლუბები, მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ფოკუს-ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუ, საინფორმაციო შეხვედრები, ფო­რუმ-თე­ატ­რის წარმოდგენები...

 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ტელეგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს გააცნო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობა 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული კომპონენტების ინტეგრირებისათვის.
გადაცემისთვის მომზადებულმა ტელესიუჟეტმა საბჭოს რეკომენდაციებისადმი ქუთაისის საკრებულოსა და მერიის მესვეურთა კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოკვეთა და თვალსაჩინო გახადა ის საკითხები,  რომლებიც ახალ ბიუჯეტში აისახება. მათ შორის გენდერული კომპონენტების გათვალისწინება სოციალურ ინფრასტრუქტურაში, აუტიზმით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამები და სხვა.  თვითმმართველობის წევრების განცხადებით, საბჭოს  ახალი ინიციატივები აუცილებლად წაადგება ქალაქს.  
გადაცემაზე  საბჭოს წევრების მიერ ხაზგასმული იყო თვითმმართველობასთან ურთიერთობის ახალ, უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა. ამისი დასტური - მერიის მიერ საბჭოში საკუთარი წარმომადგენლის დელეგირება, რაც უფრო მჭიდრო კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

   

 

ფონდ „სოხუმში“ კამპანიის დაწყებამდე გაიმართა შეხვედრა ჟურნალისტებთან. ქუთაისის მედიასაშუალებებმა მიიღეს ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამ თემაზე ინფორმაციები გავიდა რადიო და ტელეეთერით.

ტელეკომპანია „რიონის“ ინიციატივით  საღამოს პირდაპირ ეთერში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ საკრებულოს დეპუტატი, ფსიქოლოგი, იურისტი, სტუდენტები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.

გაისმა მთავარი მესიჯი საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ: იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და ძალადობის პრევენცია - საგანმანათლებლო სფეროს როლი და პრაქტიკა.“ შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორები ქუთაისის, წყალტუბოს, თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ლეჩხუმის, ცაგერის, ხონის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან.

მონაწილეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ კვლევის შედეგები, რის შემდეგაც აუდიტორია დისკუსიის ფორმატზე გადაერთო. მონაწილეებმა საკუთარი პოზიციები გააჟღერეს: როგორ რეაგირებს სკოლა ძალადობის პრობლემაზე, როგორია არსებული პრაქტიკა და გამოცდილება, რა კეთდება უსაფრთხო სკოლის მოდელის შესაქმნელად, გადამზადების კუთხით რამდენად საჭიროა საგანმანათლებლო ტრენინგები. გამომსვლელებმა კოვიდპანდემიით შექმნილ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.

- სკოლა,  მშობელი და საზოგადოება არასამთავრობო სექტორთან  თანამშრომლობით შეძლებს არსებული გამოწვევების დაძლევას, - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო განწყობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5

სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდმა ,,სოხუმმა“ ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე „ძალადობის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა - სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მონაწილეებმა სენაკის მუნიციპალიტეტის მაგალითზე ისაუბრეს მსხვერპლის დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე და განსაზღვრეს სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივები. მათ გამოსვლებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ დღემდე გამოწვევად რჩება რეფერალურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის  დაბალი ხარისხი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები