19 აგვისტოს ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის დასრულების შესახებ, ასევე ინფორმაცია, რომ ჩამოდის პროექტის შემფასებელი და მას სურს კლუბის აქტივისტებთან შევედრა.
შეკრებილებმა ისაუბრეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და, რაც მთავარია, მიღწეულ შედეგებზე.
სასიამოვნო აღმოჩნდა მათთვის ინფორმაცია ახალი პროექტის ფარგლებში ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობის გაგრძელების შესახებ.
ქალბატონებმა მწვავე პრობლემების ადვოკატირება დაისახეს მიზნად ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობით.


ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო კლუბისა და გენდერული საბჭოს წევრების აქტიურ ჩართულობის დაგეგმვას 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. გადაწყდა, რომ საბჭოსა და კლუბის წევრები ერთობლივად ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ვორკშოპებს - ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში, კოლეჯ „ჰორიზონტში“.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში აქტიურად მიდის მუშაობა გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩამოსაყალიბებლად.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
27 მარტს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა თემაზე „ქალთა აქტივობის მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“. სხდომაზე მიწვეულები იყვნენ საკრებულოს დეპუტატი ქალები ირუზა კაკავა და ედიტა კოდუა. ბევრ რამეზე ისაუბრეს: აქტუალურ საკითხებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, არჩევნების გენდერულ ასპექტებზე და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე. კლუბის რამდენიმე წევრი აპირებს, კენჭი იყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ მნიშვნელოვანი რჩევები მიიღეს დეპუტატი ქალებისგან.
14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მიმდინარეობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებზე. ასევე განიხილეს სოციალური პრობლემები და მათგან რამდენიმე შეარჩიეს ადვოკატირებისათვის.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით“ დაწყების, მიზნების და გათვალისწინებული აქტივობების შესახებ.
აღინიშნა მჭიდრო თანამშრომლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და მედიასთან, რეკომენდაციების შემუშავებაზე და მათ ადვოკატირებაზე.
ქალბატონები მზად არიან აქტიური თანამშრომლობისთვის და სჯერათ, რომ პროექტის მეშვეობით სასიკეთო ცვლილებებს მოახდენენ მუნიციპალიტეტში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. შეკრებილ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტის ფარგლებში კლუბები იმუშავებს დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში. მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით ადგილობრივი პოლიტიკის დანერგვის კუთხით.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მოიწონეს ახალი პროექტი და აღნიშნეს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის. მათი აზრით, მუშაობა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია 8 მარტის აღნიშვნის და ქალთა სოლიდარობის ტრადიციის შესახებ. ლიდერმა ქალებმა გააკეთეს პრეზენტაციები. შემდეგ კი გაიმართა დისკუსია.
პოლიტიკური პარტიების მუშაობის სპეციფიკა, რეკომენდაციების შემუშავება, ადვოკატირებისათვის განსაზღვრული საკითხების განხილვა და ლიტერატურული პერფორმანსი - პოეზიის 20 წუთი - ეს იყო სხდომის მთავარი საკითხები. ბოლოს დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. განსახილველი საკითხები იყო: ქალები პოლიტიკაში - 2016 წლის საპარლამენტო არჩევენების შემდეგ, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების გენდერულ ასპექტებზე, შეირჩა ადვოკატირების ჯგუფი და გამოიკვეთა პრობლემა ადვოკატირებისთვის.
ხონის საკრებულოში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეკრებილებმა ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვაზე, ადგილობრივი პრობლემების გამოვლენასა და ადვოკატირებაზე.
აღინიშნა, რომ 25 ნოემბერს ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მონაწილეობა აუცილებელია - მოხდება პრობლემის აქტუალობის გააზრება საზოგადოების ფართო სპექტრში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით