7 დეკემბერს ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა.
საუბარი შეეხო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. ისაუბრეს გამწვანების აქციაზე და მისი გრძელვადიან შედეგებზე.
სხდომის გარკვეული ნაწილი დაეთმო ადვოკატირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაჟღერდა  პრობლემები, რომლებიც კლუბის წევრებმა უნდა მოაგვარონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და მისი მოადგილე კობა კუბლაშვილი ესწრებოდნენ.

კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრები მიმოიხილეს, იმსჯელეს საკრებულოსთან გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის აუცილებლობის შესახებ. განიხილეს სხვა საკითხებიც - გარემოს დაბინძურების ფაქტები და პრევენციული ღონისძიებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბი აქტიურად ემზადება 16-დღიანი კამპანიისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ბოლო შეხვედრაზე იმსჯელეს ამ პრობლემაზე, გაჟღერდა ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია, აღინიშნა ქალებისა და მამაკაცების ჯგუფებთან სპეციალური საუბრების გამართვის აუცილებლობა ძალადობასა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმებზე - განსაკუთრებით სოფლებში. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

სხდომას ესწრებოდა ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, რომლემაც მხარდაჭერა გამოხატა კლუბის წევრი ქალების  ინიციატივების მიმართ.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა გაიმართა გაზეთ „ხობის მოამბის“ რედაქციაში.  კლუბის წევრებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ხობის საარჩევნო კომისიის მდივანმა მოიყვანა ამომრჩევლების რაოდენობრივი მონაცემები. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცთა აქტიურობა მეტი იყო - მონაწილეობდა 14 132 მამაკაცი და 11 980 ქალი. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ადგილობრივი ქალების გააქტიურება, მათი ინფორმირების გაზრდა, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საარჩევნო კომისიებში ქალები 70%-ს წარმოადგენდნენ.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ხობის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ პირველ მაისში მარინე ლაგვილავა. მან შეკრებილებს უამბო, როგორ მოვიდა პოლიტიკაში და როგორ შეიცვალა სოფლის ცხოვრება მისი აქტიური საქმიანობისა და ძალისხმევის შედეგად.

სხდომაზე გაიმართა იმ ადგილობრივი პრობლემების განხილვა, რომელთა ადვოკატირებაცაა საჭირო, დაისახა მათი მოგვარების გზები და ასევე - საკითხები მომავალი სხდომისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე განიხილეს ღონისძიებები, როლებიც ორგანიზებული იყო კამპანიის „16 აქტიური დღ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ.

კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ სოციალური პროგრამების შესახებ, რომლებიც შევა 2017 წლის ბიუჯეტში. როგორც კლუბის მოდერატორმა აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხები - მუნიციპალიტეტის პროგრამებისა და ბიუჯეტის პრიორიტეტს წარმოადგენს. ადგილობრივი მთავრობა აგრძელებს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ.) უზრუნველყოფას სხვადასხვა მომსახურებითა და შეღავათებით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

26 ოქტომბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრაზე შეჯამდა არჩევნების შედეგები. აღინიშნა - მარტო იმიტომ, რომ ქალია, ხმის მიცემა მართებული არ არის. საჭიროა კარგი, ღირსეული კანდიდატები წარადგინონ პარტიებმა, საზოგადოებისათვის ცნობილი, პატივსაცემი სახეები. ამისათვის აუცილებელია პარტიებთან აქტიური მუშაობა.

სხდომაზე განხილულ იქნა  წინა შეხვედრაზე დასმული პრობლემა - ქალბატონი სოციალურად დაუცველია, 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. კლუბის წევრმა, სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ დუმბაძემ ერთ-ერთი ბავშვი კვების პროგრამაში ჩასვა. გაკეთდა სახლში დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობა და ის ამიერიდან მიიღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელსაც საჭიროებს. კლუბმა გადაწყვიტა ქალბატონს დაეხმაროს საკვებით და ტანსაცმლით, რომლის შეგროვებასაც გაუკეთებენ ორგანიზებას.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები დაისვა. კლუბის მოდერატორმა ეთერ დიასამიძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მოაგვარა თამარის დასახლებაში 8 აპრილს ქარისგან დაზიანებული შენობის სახურავის პრობლემა. მან განცხადებით მიმართა ადგილობრივ სტრუქტურას, რომელიც მალევე გადაიჭრა და დაკმაყოფილდა.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს რომ მსგავსი მაგალითები მათთვის სტიმულის მომცემია.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

  

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე განხილულ იქნა  ადვოკატირების თემა.

საკითხის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს მოსწავლეებმა მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში,  აქტიურად ჩატარდა შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდულ კლუბშიც.

წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის 1-ლ საჯარო სკოლაში შეხვედრას ესწრებოდა ფონდი „სოხუმის“ მოხალისე, ექსპერტი ავსტრიიდან გუნდი დიკი.

შეხვედრების მონაწილეებს გაუჩნდათ ბევრი შეკითხვა, მოიყვანეს მაგალითები. მათ ისაუბრეს პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებას აპირებენ და მიიღეს რჩევები, როგორ უნდა განისაზღვროს პრობლემა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, როგორ წარიმართოს ადვოკატირების პროცესი მისი წარმატებით დასრულებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრებზე მსჯელობის თემა იყო ოჯახში ძალადობა, როგორც საზოგადოების პრობლემა.
29 სექტემბერს კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში შეხვედრაში მონაწილეობდა 17 მოსწავლე. შეხვედრას დაესწრნენ ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და ფონდი „სოხუმის“ მოხალისე გერმანიდან.
გაიმართა საინტერესო, გულახდილი გამოსვლები, საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება ტრადიციებთან, კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კლუბის წევრების თქმით, ეს იყო  ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველაზე კარგი შეხვედრა.  
1 ოქტომბერს  შეხვედრა მოეწყო წყალტუბოს 1-ლ სკოლაში. 17 მოსწავლიდან განსაკუთრებით ბიჭები აქტიურობდნენ. ბევრმა მონაწილემ საკუთარი ცხოვრების დეტალები მოიყვანა მაგალითად. ჩაერთნენ პედაგოგებიც. საუბარი შეეხო სტერეოტიპულ აზროვნებას, ტრადიციებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს  ქალთა უფლებების შელახვას.
5 ოქტომბერს ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა ჩატარდა ხონის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. აქტიური, გულახდილი დისკუსიით განიხილეს მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემა. ახალგაზრდები ინტერესდებიან ამ თემით და ეძებენ პრობლემის მოგვარების გზებს.
სენაკის 1-ლ სკოლაში ახალგაზრდული კლუბი შეიკრიბა 6 ოქტომბერს.  ინტერაქტივმა მუშაობის კარგი განწყობა შექმნა. საუბრობდნენ ტრადიციებზე, სტერეოტიპებზე და მათ ნეგატიურ გავლენაზე. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ ბიჭები.
7 ოქტომბერს ქუთაისის  მე-6 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას 10 ადამიანი დაესწრო. ახალგაზრდული კლუბის წევრები ინფორმირებულნი არიან ოჯახში ძალადობის საკითხებზე და მათ საინტერესო მაგალითებით გაამდიდრეს დისკუსია.
ამ თვის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 12 ოქტომბერს, ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ სკოლაში და ყველაზე მეტი - 23 მონაწილე. ისინი  ძალიან დააინტერესა ახალგაზრდული კლუბის აქტივობებმა. ამ სკოლაში მაღალ დონეზეა სამოქალაქო გაკვეთილი, პედაგოგი სპეციალობით ადვოკატია და მოსწავლეები ფლობენ საინტერესო ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ. მათ მოჰყავდათ  ცხოვრებისეული მაგალითები და შეხვედრაც საინტერესოდ წარიმართა.  
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

40 ქალბატონი ესწრებოდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას  ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში -  ადგილობრივი თვითმმართველობის, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

შეკრებილებმა ისაუბრეს ქალაქში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე და მათი ადვოკატირების გზებზე. დასახეს სამომავლო გეგმები.

მსგავსი შეხვედრები პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში მიმდინარე მუშაობის კოორდინირების კარგი საშუალებაა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები